ახალგორში პროდუქტები სამჯერ გაძვირდა, წამლების დეფიციტია და მძიმე ავადმყოფები იღუპებიან

ახალგორში პროდუქტები სამჯერ გაძვირდა, წამლების დეფიციტია და მძიმე ავადმყოფები იღუპებიან

access_time2019-10-30 09:30:28

ახალგორთან ე.წ. საზღვარის  ჩაკეტვიდან 2 თვე  გადის და მოსახლეობა უმძიმეს ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე  დგას. სამედიცნო დახმარების და საკვების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები უკვე ორი თვეა, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე, ე.წ. ცხინვალის მთავრობას დახმარებას და „საზღვრის“ დროულ გახსნას სთხოვს.

 

იქ შექმნილი მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთი ფატალური მაგალითი კი ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილია. ის 28 ოქტომბერს ე.წ. საზღვარზე არ გამოატარეს, რის გამოც იძულებული გახდნენ ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაეყვანათ. დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო კი ის გზაში გარდაიცვალა.

 

მოსაბრუნის (ე.წ. რაზდახანის) გამშვები პუნქტი თითქმის ორი თვეა ჩაკეტილია და ახალგორის რაიონი ფაქტობრივად იზოლირებულია. საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა. ამის მიზეზი ჩორჩანაში აგებული საგუშაგოა და, როგორც აცხადებენ, სანამ ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ.

 

ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ  საგუშაგოს  ჩაკეტვამ ჰუმანიტარული პრობლემები შეუქმნათ. თუკი პირველ ჯერზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო პაციენტები „წითელ ჯვარს“ თბილისის მიმართულებით შედარებით ადვილად გადმოჰყავდა, ბოლო პერიოდში ეს მექანიზმიც აღარ მუშაობს – მძიმე პაციენტები ცხინვალში გადაჰყავთ.

 

გარდა ამისა, თუკი წინა პერიოდში დაკრძალვებზე გადმოსვლას ასე თუ ისე ახერხებდა ახალგორის მოსახლეობა, ამჯერად ვერც ამას ახერხებენ.

 

ახალგორელების ნაწილმა  რაიონის ჩაკეტვამდე გადმოსვლა მოასწრო, ნაწილი კი დე ფაქტო საზღვარზე ვერც გადმოდის და აქეთ დარჩენილებიც უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“ იქ არსებულ მძიმე სიტუაციაზე ყვება და ამბობს, რომ მას ვინაობის გამხელის ეშინია, რადგანაც მის ოჯახს საფრთხე დაემუქრება.

 

„ადგილობრივებს გვაფთხილებენ და გვეუბნებიან, რომ სატელეფონო საუბრის დროსაც კი არ გავბედოთ ნათესავებთან იმაზე საუბარი, თუ ახალგორში რა სიტუაციაა. აქ ნებისმიერი ინფორმაცისი გავრცელება ისჯება და კაცმა არ იცის ვინ როგორ მოგედავება.

 

„სრულიად ჩაკეტილ გარემოში ვართ. პროდუქტები ჯერ ხომ არ არის და თუ მაღაზიაში რამე მოიპოვება, სამმაგ ფასშია. აქ ხალხი შეშინებული და დაზაფრულია. არავინ გვეუბნება ე.წ. საზღვარი როდის გაიხსნება. ხალხი ფაქტობრივად იზოლირებულია,  ერთადერთი სასიცოცხლო ხაზი მათთვის ჩაიკეტა და  ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე ვართ.

 


„ცხინვალიდან შემოტანილ პროდუქტს  ცეცხლის ფასები ადევს. ეს სიტუაცია არა მხოლოდ ახალგორის მოსახლეობას, არამედ მთელ ცხინვალის რეგიონს ზიანს აყენებს. წამლები ხომ არ ვიცი... ელემენტარული „ციტრამონი“ და „ტკივილგამაყუჩებლებია“ დეფიციტში. ბავშვი მყავდა ავად, ვირუსი შეხვდა და სიციხის დამწევ წამალს ვერ ვშოულობდით. ამის ხმამაღლა თქმისაც კი გვეშინია“, - ამბობს ახალგორის მკვიდრი „რეზონანსთან“.

 

მისივე განცხადებით, გზის დაკეტვამ პენსიონერებსაც პრობლემები შეუქმნა, რომლებიც ქართულ პენსიაზე არიან დამოკიდებული. ადგილზე ფასების ზრდის პარალელურად, პენსიის გარეშე დარჩენილ ახალგორებლებს რთულ ვითარებაში უწევთ არსებობა. ამიტომაც მათი ერთადერთი საარსებო წყარო პენისებამდე ნისიად პროდუქტების აღებაა,  თუმცა ისიცი არ იციან როდემდე. ადგილობრივი ამბობს, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა, თუ სიტუაცია კიდევ ასე გაგრძელდა, შიმშილით სიკვდილისთვის არიან განწირულები.

 

გზის ჩაკეტვის გამო სწავლის გაგრძელებას ვერც ახალგორში ჩარჩენილი სტუდენტები ახერხებენ. 

 

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია კი უცვლელია და აცხადებენ, რომ  არ აპირებენ საგუშაგოს აღებას, რადგან ის მდებარეობს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მისი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა. საგუშაგო არ არის არანაირი პროვოკაციის მატარებელი და არც არანაირი საფრთხეს წარმოადგენს ვინმესთვის.

 

ოკუპირებულ ცხინვალში  ქალის გარდაცვალების ფაქტს შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. ციხელაშვილის განცხადებით, მოსახლეობა ადგილზე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და მარიონეტულ რეჟიმს ერთადერთი გადასასვლელი გზის გახსნისკენ მოუწოდებს.

 

„ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში გახლავთ მოსახლეობა. ეს ტრაგედია არ არის ერთადერთი შემთხვევა. საუბედუროდ, მოსახლეობას სჭირდება გადაადგილებისთვის  სასიცოცხლო საჭიროებები. ეს არის მორიგი მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის. მოვუწოდებ ყველას, დაუყოვნებლივ გახსნან ახალგორის გადასასვლელი, რადგან მოსახლეობას რეალური საფრთხე ექმნება,“ - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი. 

 

10 სექტემბერს, ახალგორის რაიონის მოსახლეობამ კოლექტიური მიმართვა გაუგზავნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს „საქართველოსთან საზღვრის“ გახსნის თხოვნით.

 

მიმართვას ხელი  242 ადამიანმა მოაწერა. ისინი სთხოვდნენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ე.წ. გამშვებ პუნქტ რაზდახანის გახსნას, ან თუნდაც უბრალოდ შექმნილ სიტუაციაში სიცხადის შეტანას - გაიხსნება თუ არა „საზღვარი“ და თუ არა - რატომ. თუმცა, წერილს არ მოჰყვა არანაირი რეაგირება. ახალგორელებს დღემდე არ მიუღიათ პასუხი. 

 

კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რეგიონში საკმაოდ მძიმე ვითარებაა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სიცოცხლის წყარო ჩაეკეტა. მისი თქმით, რუსეთიდან შემოტანილი საქონელი ძალიან ძვირია, ქართულს კონკურენციას ვერ უწევს. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ეს ნერვების ომია. რადგან ქართულმა მხარემ წნელისთან საგუშაგო დააყენა, ისინი ამას ამ ფორმით აპროტესტებენ - მომავალშიც თუ იმავეს გააკეთებთ, უარესს მიიღებთო.

 

„ახალგორში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ხელისუფლების დუმილი შემაშფოთებელია. ან უკეთეს შემთხვევაში არაფრის მთქმელი განცხადებები კეთდება, რომლითაც ჩვენს თანამოქალაქეებს ვერ ვშველით.

 

„როდესაც ჩვენმა მხარემ ჩორჩანაში ისე დააყენა საგუშაგო, რომ ერგნეთის შეხვედრაზე ეს არც განუხილავს, უნდა ეფიქრა, რომ ამას ოსური მხარის პასუხი მოჰყვებოდა. ასე ხომ არ გამწვავდებოდა ვითარება და არც ახალგორის მოსახლეობა მოექცეოდა იზოლაციაში. საკუთარი მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვა დაუშვებელია“,-აცახდებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

 

მისივე თქმით, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მხრიდან ეს რისკები  უნდა გაანალიზებულიყო. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მისთვის ჯერ კიდევ ამოუხსნელია რატომ არ მოხდა ოსებთან და რუსებთან ამ საგუშაგოს მშენებლობაზე შეთანხმება. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ის მინისტრი იყო, გზები ორივე მხარეს მაშინაც იკეტებოდა, მაგრამ  რეკავდა  და მიზეზს პირადად არკვევდა.

 

„როგორც აფხაზებთან, ასევე ოსებთან პრობლემების რაღაცის სანაცვლოდ მოგვარებას ვცდილობდით. ახლა კი ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი, მათ შორის ჩვენი მთავრობის წევრებიც,  რომ ოსები და აფხაზები ფიქრობენ - ეს ვინ არის, ხვალ შეიძლება აღარც იყოს და საქმე რომ გავუკეთო, ხვალ მე რამე რომ დამჭირდეს, შეიძლება სხვა დამხვდესო და არც უღირთ. ფაქტია, თუ ახლანდელ ხელისუფლებას ვითარების გაკონტროლება აქამდე ასე თუ ისე შეეძლო, ახლა ამასაც ვეღარ ახერხებს“, - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

 

resonancedaily


თეგები:
ახალგორი



„მოვიგებთ და შემდეგ შევიკრიბებით“ - ოპოზიციას Covid 19-თან გამკლავების კონკრეტული გეგმა არ აქვს

„მოვიგებთ და შემდეგ შევიკრიბებით“ - ოპოზიციას Covid 19-თან გამკლავების კონკრეტული გეგმა არ აქვს
access_time2020-10-20 10:00:08
მმართველი გუნდის ეპიდსიტუაციასთან გამკლავების სტრატეგიას განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, აქტიურად აკრიტიკებს თითოეული მოწინააღმდეგე პარტია. თუმცა ... ორ კვირაში არჩევნებია, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას სჯერა, რომ არჩევნების შემდეგ საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობას მიიღებს.  „კომერსანტი“ დაინტერესდა თავად პარტიებს რა გეგმა აქვთ  გამწვავებულ ეპიდსიტუაციასთან გასამკლავებლად, არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა მათ პროგრამაში, გარდა ეკონომიკური პროგრამებისა, რომელზეც დაუსრულებლად...

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დააგროვეთ უნიქარდის ქულები ფეიუნიქარდის საერთაშორისო საგადახდო ბარათებით შეზღუდვების გარეშე

 დააგროვეთ  უნიქარდის ქულები ფეიუნიქარდის  საერთაშორისო  საგადახდო ბარათებით შეზღუდვების გარეშე
access_time2020-10-20 10:30:41
ფეიუნიქარდი საქართველოში პირველი  ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც უნიქარდთან ერთად ელექტრონულ საფულესთან  დაკავშირებულ   Unicard Visa და  Unicard Mastercard  ბარათებს გთავაზობთ. ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით კომპანიის გენერალურ დირექტორს, ნანა ქებურიას ვესაუბრეთ. როდიდან შეძლებენ მომხმარებლები...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...


მსგავსი სიახლეები

up