ახალგორში მცხოვრები - ახალგორი-თბილისის გზა ჩაკეტილია, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს - რამდენი ხანი შეიძლება ვერ შეგვამჩნიონ?

ახალგორში მცხოვრები - ახალგორი-თბილისის გზა ჩაკეტილია, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს - რამდენი ხანი შეიძლება ვერ შეგვამჩნიონ?

access_time2020-01-13 13:45:25

ახალგორში მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფას სთხოვს.როგორც ახალგორში მცხოვრებმა თამარ მეარაყიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა, მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახებს თბილისში ტრანსპორტირების უფლება არ მიეცათ.


„131 დღეა, 4 სექტემბრიდან, ჩვენი რაიონის მოსახლეობა მძევლადაა აყვანილი. 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახებს არ მიეცათ თბილისში ტრანსპორტირების უფლება. ახალგორი-თბილისის გზა უვადოდაა ჩაკეტილი. ბიბილოვმა დეკემბერში ჩვენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლება წნელისის საგუშაგო პოსტს არ აიღებს, ის არ აპირებს ჩვენთვის გზის გახსნას და მოგვიწოდა კიდეც, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიგვემართა. მე ამის მოწოდებას ნამდვილად არავისთვის არ ვაპირებ, მაგრამ ნამდვილად ვაპირებ მოწოდებას, რომ მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს და დროებითი შეჩერების ღონისძიების ამოქმედება მოითხოვონ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმაც საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს. მძიმე ავადმყოფები დაკეტილი გზის გამო ვერ ახერხებენ დაგეგმილ ქიმიოთერაპიის კურსზე წასვლას. პენსიონერები, ვისთვისაც ერთადერთი შემოსავალი საქართველოს მოქალაქის პენსიაა, აგვისტოდან მოყოლებული შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილნი. არ ვიცი, შეშას როგორ ყიდულობენ ან სინათლის გადასახადს როგორ იხდიან. მე შვილი მენატრება, რომელიც ვერ ახერხებს ჩამოსვლას“, - აცხადებს ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი.


მისივე თქმით, გადაადგილების ერთადერთი გზა დღეს სინაგურია, რომლის გავლითაც ადამიანმა 9 საათი უნდა იაროს თბილისამდე რომ ჩააღწიოს და ეს გზაც, დაახლოებით, 450-500 ლარი ჯდება, რისი საშუალებაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს.


„ეს გზა ძვირიცაა და ყველას არც შეუძლია ამ გზით სარგებლობა დოკუმენტის(საშვის) არარსებობის გამო. საშვებს დეკემბერში გაუვიდა მოქმედების ვადა. საშვებს „კაგებე“ გასცემს, ბოლო ერთი თვეა არავისთვის არ გაუგრძელებიათ და მოსახლეობის დიდ ნაწილს საშვი არ აქვს. გზა რომც გახსნან პენსიონერებისთვის რამდენიმე დღით, საშვის არქონის გამო ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას და ადგილობრივი ხელისუფლება იტყვის, რომ "არ ვისარგებლეთ".



მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, რათა უზრუნველყოს ჩვენთვის მონიჭებული კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფა გადაადგილებისთავისუფლება.


მიმართოსადამიანისუფლებათაევროპულსასამართლოსანმოელაპარაკოსგადაწყვეტილებისმიმღებძალას. რამდენი ხანი შეიძლება არ ან ვერ შეგვამჩნიონ? “-განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.


ipn.ge



თეგები:
ახალგორი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up