ახალგორის რაიონს ქართული მოსახლეობა ტოვებს

ახალგორის რაიონს ქართული მოსახლეობა ტოვებს

access_time2020-11-27 19:00:32

ახალგორის რაიონის 300-ზე მეტმა მცხოვრებმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასახლების პროგრამაში მონაწილეობს სურვილი გამოთქვა. ამ ინფორმაციას ორივე მხარის დამოუკიდებელი ექსპერტები ადასტურებენ. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი იძულებითია, საკუთარი სახლის მიტოვება არავის სურს, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა სრული იზოლირების რეჟიმს ვერ უძლებს და ამიტომაც დიდი ნაწილი წასვლას ამჯობინებს.


რაიონი ჩაკეტელია 2019 წლის 1 სექტემბრიდან და არა ერთი დაპირების მიუხედავად, საზღვარი არ იხსნება. ახალგორელებს რაიონის დატოვების შესაძლებლობა არა აქვთ, მაშინაც კი, თუ ისინი დაბრუნებას არ აპირებენ.


ეს ახალგორიდან მასობრივი მიგრაციის პირველი შემთხვევა არაა, ბოლოს მოსახლეობა რაიონს მასობრივად 2019 წლის 1 სექტემბრამდე, საზღვრების ჩაკეტვამდე რამდენიმე დღით ადრე ტოვებდა. მაშინ ოსი და რუსი სამხედროები მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ საზღვარი მალე დაიკეტება, ამიტომაც თუ ვინმეს აქვს სურვილი, „სამხრეთ ოსეთი“ 1 სექტემბრამდე უნდა დატოვოს.


იმ დღეებში ახალგორი სამუდამოდ 300-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ადგილობრივი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, ამჟამად ემიგრაციის მეორე ტალღა დაიწყო.



„სტატისტიკას არ ვფლობ, ციფრებში ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ფანჯრები, სადაც ადრე შუქი ენთო, დღეს ჩაბნელებულია. მოსახლეობის შემცირებას მოვაჭრეებიც ადასტურებენ. მათი თქმით, მყიდველების რაოდენობამ ბევრად იკლო. ადამიანები სხვადასხვა გზებით გარბიან, ზოგი საზღვარს არალეგალურად, მთის ბილიკებით ტოვებს, ზოგი წითელ ჯვარს მიმართავს. ეს ბილეთი ერთი მიმართულებითაა. ძნელია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, იზოლირებულად ცხოვრებაც შეუძლებელია. მოხუცებთან ერთად ახალგაზრდებიც მიდიან სასწავლებლად და სამუშაოდ. ისინი აქ მომავალს ვერ ხედავენ“ - ყვება აქტივისტი.


საქართველოს ყოფილი ომბუდსმენის უჩა ნანუაშვილის თქმით, ამ დროისთვის წითელი ჯვრის სიაში 300-მდე ადამიანია.


„ოჯახს, რომელიც წითელი ჯვრის პროგრამის ფარგლებში რესპუბლიკის დატოვების უფლებას მიიღებს, თან მხოლოდ 500 კგ. ბარგის წაღების უფლება აქვს, ამიტომაც, ყველა რაღაცის გაყიდვას ცდილობს, იქნება ეს ქონება თუ პირუტყვი. რამის გაყიდვა რთულია, მყიდველი თითქმის არა, ამიტომაც ყველაფრის დათმობა ჩალის ფასად უწევთ. ძალიან დიდი პრობლემაა წასვლისთვის აუცილებელი პროცედურების გავლა. წამსვლელმა ყველა კომუნალური გადასახადი უნდა დაფაროს, შესაბამისი ცნობა უშიშროებაში მიიტანონ და ბოლოს ხელი უნდა მოაწერონ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ისინი უარს ამბობენ რაიონში დაბრუნებაზე. ისინი ასევე უარს ამბობენ საკუთრებაზე, რომელიც ადგილზე რჩება. ანუ, მათ მშობლიურ სახლებზე უარის თქმა უწევთ, რაც ძალიან მძიმეა მათთვის“ - ამბობს ნანუაშვილი.


ზოგადი სურათი შემდეგია - თუ წამსვლელს საქართველოს მოქალაქეობა და „სამხრეთ ოსეთში“ შესვლისთვის საჭირო საშვი აქვს, ეს საშვი უნდა ჩაბარდეს. თუ ის „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეა“, წასვლის წინ ის შესაბამის პასპორტს და პირადობის მოწმობას აბარებს. ფაქტიურად ეს მოქალაქეობის ჩამორთმევის გამარტივებული პროცედურაა, რაც ნათლად მეტყველებს საზღვრის დახურვის რეალურ მიზეზზე.


ე.წ. ცხინვალის ხელისუფლება თითიდან გამოწოვილი საბაბით (წნელისთან ქართული ბლოკ-საგუშაგოს დაყენება) კეტავს საზღვარს იმ დონეზე, რომ მძიმედ დაავადებული ახალგორელები თბილისში სამკურნალოდაც ვერ მიდიან. ეს გაუსაძლისი პირობები 1,5 წელი გრძელდება, და ამ ვითარებას ბოლო არ უჩანს. როგორც ჩანს, მიზანი კონკრეტულია - იზოლაციაში ცხოვრება არ გინდა? ნათესავები მოგენატრა? სწავლა ან მუშაობა გსურს? მაშინ ჩააბარე ოსური პასპორტი და სამუდამოდ წადი.


ეს ტენდენცია ჯერ კიდეც 2008 წლიდან არსებობს, თუმცა ადრე ეს სიტყვიერი მოწოდებების დონეზე იყო, დღეს კი ქართველების გაძევება ე.წ. ცხინვალის თითქმის ოფიციალური პოლიტიკა გახდა.


ekhokavkaza.com

თენგიზ აბლოთია


თეგები:
ახალგორი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up