ახალგორის კრიზისი - წელიწადზე მეტია, რაც დაბა ჩაკეტილია

ახალგორის კრიზისი - წელიწადზე მეტია, რაც დაბა ჩაკეტილია

access_time2020-10-08 19:00:17

სტატია მომზადებულია „ekhokavkaza“-ის მიხედვით. ტექსტში გამოყენებული ტერმინოლოგია „კომერსანტის“ რედაქციის მოსაზრებებს და შეხედულებეს არ ემთხვევა.


7 ოქტომბერს ახალგორში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლები რაიონის მოსახლოებას შეხვდნენ.


საუბრის მთავარი თემა იყო ის, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს -  უკვე წელიწადზე მეტია, რაც რაიონი გარე სამყაროსგან სრულიად იზოლირებულია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადგილობრივები საქართველოში სამკურნალოდ ვერ მიდიან, ნათესავებს ვერ ნახულობენ და სამსახურებშიც ვერ დადიან.


ვითარება ახალგორში ჰუმანიტარულ კატასტროფას მიუახლოვდა, რამდენიმე ადამიანი უკვე გარდაიცვალა იმის გამო, რომ თბილიში მათი ჰოსპიტალიზაცია ჩაკეტილი საზღვრების გამო ვერ მოხერხდა.


გარდა ამისა, ადამიანებმა შემოსავლის წყარო დაკარგეს, რადგანაც ბევრი ახალგორელი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუშაობდა ან მცირე ბიზნესით იყო დაკავებული  - ეს ყველაფერი დღეს დახურულია.


სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, ადრე ადგილობრივები ასეთი ტიპის ვიზიტებისადმი დიდ ინტერესს იჩენდნენ, თუმცა ამჯერად  ასე არ არის.


„ახალგორიდან თბილისამდე ორი ნაბიჯია. არასერიოზულია იმის წარმოდგენა, რომ პრეზიდენტმა ბიბილოვმა არაფერი იცის პრობლემაზე, რომელიც თვითონვე შექმნა და აქ დელეგაციას აგზავნის, რათა გაიგოს რა ხდება. ამიტომაც ადგილობრივები ამ ინიციატივას ფორმალობად მიიჩნევენ და ნერვების მოშლა არ სურთ. თუმცა, ნაწილი შეხვედრაზე მაინც მოვიდა“  - ამბობს მეარაყიშვილი.



ცხინვალიდან 8 მაღალჩინოსანი ჩამოვიდა, მათ შორის საზოგადოებრივი პალატის თავჯდომარე სერგეი კუდიევი.


ის მოსახლეობას საყვედურობდა - „თქვენ რა, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები არა ხართ? რატომ ამბობთ, რომ პრეზიდენტმა თქვენ მძევლებად აგიყვანათ? არ იცით, რომ საზღვარი კორონავირუსის გამოა ჩაკეტილი?“.


თუმცა, კორონავირუსზე გადაბრალება არ გამოდის, რადგანაც საზღვარი 2019 წლის სექტემბერში დაიკეტა, პანდემია კი მარტში დაიწყო.


„საავადმყოფოებშიც კი არ გვიშვებენ. მძევლები ვართ, აბა ვინ?“ - პასუხობდნენ მას ახალგორელები.


ადგილობრივ მოსახლეობას არც დიდი პოლიტიკა აინტერესებთ და არც დაპირებების სჯერათ. მათ ერთადერთი თხოვნა აქვთ, გაიხსნას საზღვარი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან.


შედეგად ისინი ერთადერთი, უკვე არაერთხელ მოსმენილი პასუხს იღებენ - „ მოვისმინეთ და აწი გადავწყვეტთ“.


მეარაყიშვილის თქმით, დელეგაციის წევრები ცდილობდნენ ადგილობრივების დარწმუნებას, რომ არსებული პრობლემების თაობაზე არაფერი იციან. ისინი ყველაფერს ადგილობრივ, რაიონულ ადმინისტრაციას აბრალებდნენ, თუმცა ახალგორელები ამით არ ტყუვდებიან - მათ კარგად იციან, რომ ახალგორის ჩაკეტვის და საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევის ინიციატორი თავად ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვია.


სწორედ ისაა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ამ ვითარების გამოსწორება რამდენიმე წუთში შეუძლია, და ამისთვის საზოგადოებრივი პალატა საერთოდ არაა საჭირო.


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
ახალგორი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up