ახალგორელებისთვის ბინების ჩამორთმევას აპირებენ

ახალგორელებისთვის ბინების ჩამორთმევას აპირებენ

access_time2019-12-12 20:40:37

ახალგორში საქართველოს მოქალაქეებისთვის მათ მიერ იძულებით დატოვებული ბინების ჩამორთმევას და სხვებისთვის გადაცემას აპირებენ. ამის შესახებ ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი მამიტოვმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. პრესკონფერენციის დეტალები დე ფაქტო სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ გაავრცელა. მამიტოვის თქმით, საქმე ეხება 3 საცხოვრებელ კორპუსს, რომლებშიც 60-მდე ბინაა. ის ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, "იურისდიქციის ცვლილების" შედეგად, იქ მცხოვრებლებმა "საქართველოში გადასვლა გადაწყვიტეს" და სახლები უფუნქციოა. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ომის შემდეგ ახალგორიდან წეროვანის დასახლებაში იძულებით გადაადგილებულ პირებად წავიდნენ. დაკეტილ ბინებს დე ფაქტო ხელისუფლებამ, დიდი ხანია, თვალი დაადგა. მამიტოვი აცხადებს, რომ დაბაში არაერთი ადამიანი საჭიროებს ბინით დაკმაყოფილებას ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს დაკეტილი ბინები მათ გადასცენ. ახალგორში საცხოვრებელი კორპუსები საბჭოთა პერიოდში აშენდა. დე ფაქტო ხელისუფლება ამ კორპუსებს სახელმწიფო საკუთრებად მიიჩნევს, თუმცა ბინები 2008 წლის ომამდე, ვიდრე ახალგორში საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა, მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცათ. ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ეს არის კერძო საკუთრების ხელყოფის მცდელობა და ადგილობრივი ქართული მოსახლეობის იძულება, რომ ოკუპირებული ახალგორი დატოვონ.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ მამიტოვის წინამორბედებსაც ჰქონდათ განზრახვა, ჩამოერთმიათ ბინები დაბიდან წასული მოქალაქეებისთვის და იქ სხვები შეესახლებინათ, თუმცა ეს განზრახვა ყოველთვის განუხორციელებელი რჩებოდა. მეარაყიშვილის თქმით, დაბაში საშიში პროცესები მაინც მიმდინარეობს, რადგან იქ მეზობელი ოსური სოფლებიდან მოქალაქეები მუდმივად ჩამოჰყავთ, ასაქმებენ და მათ ბინების მიღების სურვილიც უჩნდებათ. მეარაყიშვილის აზრით, ეს შეგნებულად კეთდება, რათა ქართული მოსახლეობა მაქსიმალურად შეავიწროონ და მათი ადგილი სოფლებიდან ჩაყვანილმა ეთნიკურმა ოსებმა დაიკავონ.

 

თამარ მეარაყიშვილის თქმით, რაიონი კორუფციაშია ჩაფლული და მამიტოვი ცდილობს ეს თემა ბინების ჩამორთმევისა და სხვებისთვის გადანაწილების თემით გადაფაროს. სამოქალაქო აქტივისტის აზრით, დაბაში ხელოვნურად იქმნება აუტანელი პირობები, რაც თანაბრად აწუხებთ ოსებსა და ქართველებს.

 


4 სექტემბრიდან ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილია და დე ფაქტო ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ ის მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ავადმყოფებისა და საქართველოს მოქალაქე პენსიონერებისთვის გახსნა. დაბის ადმინისტრაციაში ახლა სიების შედგენა მიმდინარეობს. გამშვები პუნქტის სრულ გახსნაზე საუბარი ჯერ არ არის და ბიბილოვის ხელისუფლება მას ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოების კრიზისს უკავშირებს, ახალგორში კი ჰუმანიტარული კრიზისია და საერთაშორისო ორგანიზაციები დე ფაქტო ხელისუფლებას გზის გახსნისკენ მოუწოდებენ.

 

წყარო: რადიო თავისუფლება


თეგები:
ახალგორი



ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-09 13:25:44
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება: სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის...

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI
access_time2020-07-09 13:30:02
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხებს ურიცხავენ. „ყველა ამ ბიზნესჯგუფს ერთი საერთო...

მაყურებლებს განახევრებული რაოდენობით ვღებულობთ – „ბათუმის დელფინარიუმი“ ტურისტების მოლოდინში

მაყურებლებს განახევრებული რაოდენობით ვღებულობთ – „ბათუმის დელფინარიუმი“ ტურისტების მოლოდინში
access_time2020-07-09 14:30:05
„დელფინარიუმი თითქმის 3 თვიანი პაუზის შემდეგ 30 ივნისს გაიხსნა, ამჟამად მსურველებს, ორშაბათის გარდა, ყოველდღე ვმასპინძლობთ, 16:00 საათზე, სამომავლოდ მოთხოვნის შესაბამისად დავამატებთ წარმოდგენებს. ბილეთის ფასი არ შეცვლილა.ამ ეტაპზე, ტრადიციულად, სრული ანშლაგია, თუმცა...

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. „თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...


მსგავსი სიახლეები

up