ახალგაზრდობის სააგენტო

ახალგაზრდობის სააგენტო "ფლანგვის დეტექტორს" პასუხობს

access_time2020-10-15 11:24:31

როგორ მუშაობს მამუკა ბახტაძის დაფუძნებული „ახალგაზრდობის სააგენტო“, რომელიც სამ წელიწადში 14 მილიონი ლარით დაფინანსდა - ამ სათაურით რამდენიმე დღის წინ „კომერსანტმა“ გაავრცელა სტატია „ფლანგვის დეტექტორის“ ანალიზზე დაყრდნობით.


მონიტორინგის შედეგად  „ფლანგვის დეტქტორში“ გაარკვიეს, რომ “ახალგაზრდობის სააგენტოს” დაფინანსება და დასაქმებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება, თუმცა უმნიშვნელოდ მაინც იზრდება სახელფასო ბიუჯეტი.


მაშინ, როდესაც პარლამენტის წინ 3-თვიანი უწყვეტი ახალგაზრდული პროტესტი მიმდინარეობდა, 2019 წლის 26 აგვისტოს, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტო” თავიდან დააფუძნა და პროტესტს ალტერნატიული ახალგაზრდული მოძრაობით უპასუხა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტქტორი“ დაინტერესდა, როგორ და რაზე იხარჯება საბიუჯეტო სახსრები.


ახალგაზრდობის სააგენტო „ფლანგვის დეტექტორს“ პასუხობს:

 

ახალგაზრდობის სააგენტო სულ ერთი წლისაა და 2019 წლის 26 აგვისტოს შეიქმნა, მანამდე არსებული 3 უწყების გაერთიანებით. სააგენტო არის ახალგაზრდული პოლიტიკის შემქნელი ორგანიზაცია (POLICY MAKER) და არა ინდივიდუალური პროექტების განმახორცელებელი უწყება. სწორედ იმისთვის, რომ ახალგაზრდული სფეროს გაჯანსაღება და განვითარება პრიორიტეტი გამხდარიყო, სააგენტო პირდაპირ პრემიერ მინისტრს დაექვემდებარა.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს ლეგიტიმაციის აყვანა სამთავრობო დონეზე ასევე პირდაპირ პასუხობს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში (DCFTA) აღებულ ვალდებულებებს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე (2019 წლის იანვარი), საქართველოს, როგორც ქვეყნის ერთ–ერთ პრიორიტეტად სწორედ ახალაგზრდობა განისაზღვრა.


ახალგაზრდობის სააგენტოს ხედვა ეფუძნება 2 საერთაშორისოდ აღიარებულ ფაქტორს:

•             ახალგაზრდობა ნებისმიერი სახელმწიფოს ადამიანური კაპიტალის მთავარი განახლებადი რესურსია


•             ახალგაზრდული ასაკი ადამიანის განვითარების ის მნიშვნელოვანი პერიოდია, რომლის დროსაც ხდება პიროვნების ჩამოყალიბება და მისი საზოგადოებაში ინტეგრირება.


სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებობს ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებები, რომელთა პრაქტიკას იზიარებს სააგენტო. ამდენად ის მოსაზრება, რომ ეს უწყება ძველი დროის გადმონაშთია, დაუსაბუთებელია. მსგავსი მოდელი ევროპის წამყვან ქვეყნებში უკვე არაერთი ათწლეულია არსებობს. 


სააგენტო საქართველოში აყალიბებს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას, მათ შორის ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, რაც გულისხმობს ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ არაფორმალური განათლებით განივითარონ საკვანძო კომპეტენციები და შეძლონ კონკურენციის გაწევა შრომით ბაზარზე, ასევე აქტიურად იყონ ჩართული ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ამისთვის სააეგენტოს შემუშავებული აქვს სამწლიანი, 10 სარეფორმო მიმართულების მქონე სამოქმედო გეგმა. ევროკავშირის DG NEAR-მა საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს ეკოსისტემის და სამწლიანი რეფორმის მოდელი აღიარა როგორც სამაგალითო და გამოითქვა სურვილი აღმოსავლეთ ევროპაში მისი გათვალისწინების.


სააგენტოს საქმინობა ღია და გამჭვირვალეა და ყველა განხორციელებული პროექტი რეფორმის კონკრეტულ მიმართულებას ემსახურება:

•             სააგენტოს სამწლიანი რეფორმა: https://www.facebook.com/109624013843429/videos/2276842342611128

•             რეგიონული ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება – სააგენტოს მილიონიანი ფონდი  https://www.facebook.com/109624013843429/videos/1453621624810424

•             ახალგაზრდების მონაწილეობრივი პოლიტიკა და მათი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვა– ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო  https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia/photos/a.110931043712726/197073045098525/

•             მუნიციპლაიტეტების დონეზე ახლააგზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნა: მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობა  https://www.facebook.com/109624013843429/videos/578833299460856

https://www.facebook.com/tvshowhashtag/videos/995562940863317/

•             ახალგაზრდული საქმიანობა – ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციონალიზაცია

https://www.facebook.com/109624013843429/videos/2804998963109630

https://www.facebook.com/watch/?v=1298458803837112

https://www.facebook.com/109624013843429/videos/2520027894903117

 

facebook-ის გვერდზე მუდმივად ვაქვეყნებთ ჩვენი პროექტების შესახებ ინფორმაციას და ყოველთვის მოხარული ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up