საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას.
ყველაზე კრიტიკულ საკითხად სავალუტო ფონდი ქვეყანაში უმუშევრობის მაღალ დონეს ასახელებს. 84-გვერდიან დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ პანდემიის შედეგად საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.
კერძოდ, 2019 წლის მეოთხე კვარტლიდან, 2021 წლის მეორე კვარტლის ჩათვლით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 62 ათასით შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში უმუშევარი გახდა 90 000 ადამიანი, ხოლო დაახლოებით 27 000 სამუშაო ძალას შეუერთდა. შედეგად, საქართველოში უმუშევრობა დაახლოებით 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მან 22.1%-ს მიაღწია.
სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. კერძოდ, უმუშევრების თითქმის ნახევარი 34 წელზე ნაკლები ასაკის მოქალაქეები არიან.