ახალგაზრდების რეგიონში დაბრუნება - რას პირდება ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას?

ახალგაზრდების რეგიონში დაბრუნება - რას პირდება ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას?

person access_time2016-07-28 14:30:23

„კომერსანტი“ აგრძელებს „ქართული ოცნების“ “ახალ სახეებთან“ ინტერვიუებს. ჩვენი მიზანია, ჯერ გაგაცნოთ, რა გეგმებით აპირებენ მმართველი გუნდის ახალი წევრები პარლამენტში შესვლას, რა იციან საკუთარი რეგიონის და, ზოგადად, ქვეყნის პრობლემების შესახებ, თუ გააჩნიათ პოზიცია, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს სირთულეები და რა სახის აქტივობებს გეგმავენ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შემთხვევაში.


გთავაზობთ ინტერვიუს ჭიათურაში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ და ამჟამად მოქმედ გამგებელ სულხან მახათაძესთან


- რა პრობლემებია დღეს რეგიონში და ამომრჩეველს რის მოგვარებას ჰპირდებით?


- 4 წელია მოქმედი გამგებელი ვარ და ძალიან კარგად ვიცი ამ ქალაქის გაჭირვებაც და ისიც, თუ რა გაკეთდა, რა ვერ გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაიჭრა ამ 4 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, არის ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობა. პროექტი 40 მილიონამდე ჯდება. ამასთან ერთად, უკვე დასრულებულია ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. აღარ ვსაუბრობ სოფლებში მისასვლელ ცენტრალურ გზებზე. ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტებზე, რომლებსაც წარმოუდგენელი დახმარება გავუწიეთ და განვითარების საშუალება მივეცით. ჯანდაცვის კუთხით სერიოზული პროგრამა გვაქვს დაწყებული. საყოველთაო ჯანდაცვასთან ერთად ჩვენს მოქალაქეებს ვეხმარებით. ხდება როგორც მედიკამენტების, ისე დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება.


- რეგიონში ყველაზე მეტად რომელი პრობლემაა მოსაგვარებელი, რას გამოყოფდით?


- პრობლემა, რა თქმა უნდა, ბევრია. 60 სოფელი მიტოვებული იყო. 4 წლის განმავლობაში განსაზღვრული იყო პრიორიტეტები, თუმცა, სამწუხაროდ, ამ პერიოდში ვერ შევძელით ათეული წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება. ყველაზე მთავარი მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხია, რომელიც დასალაგებელია.

 

- რა მხრივ არის დასალაგებელი?

 

- მანგანუმის მოპოვების დროს რომ გამოსწორებული იყოს გარემოს დაბინძურების საკითხი.


- რამდენად მწვავედ დგას რეგიონში უმუშევრობის პრობლემა და თუ გაქვთ მონაცემები, დღევანდელი მდგომარეობით, რამდენია ჭიათურაში უმუშევრობა? თქვენს საარჩევნო პროგრამაში ამ მიმართულებით აქცენტი თუ იქნება გაკეთებული და პრობლემის მოგვარებას როგორ და რა გზით გეგმავთ?


- ეს პრობლემა არამარტო ჭიათურას, ზოგადად, საქართველოს აწუხებს. ჩვენთან საკმაოდ ბევრი ადამიანია დასაქმებული. მხოლოდ კომპანია „ჯორჯიან მარგანეზში" 3 700 ადამიანი მუშაობს. ამასთან ერთად არსებობენ მცირე კომპანიებიც, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ეწევიან. გარდა ამისა, არიან თვითდასაქმებულებიც. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უმუშევრობა დავამარცხეთ. ამ კუთხით საკმაოდ ბევრია სამუშაო. პირველ რიგში, უნდა განვითარდეს მცირე მეწარმეობა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის როლს, საბავშვო ბაღების გახსნა იქნება თუ სხვა მსგავსი პროექტი, უმუშევრობის პრობლემას ესეც მოაგვარებს. ბოლო პერიოდში ჭიათურაში 3 საბავშვო-ბაღი და იუსტიციის სახლი გაიხსნა, სადაც ასევე დასაქმდა მოსახლეობა. რაც შეეხება იმას, რეგიონში რამდენი ადამიანია დასაქმებული, გეტყვით, ეს ციფრი დაახლოებით 60 პროცენტია.


 

- თქვენ მცირე ბიზნესის განვითარების აუცილებლობა ახსენეთ. კონკრეტულად რა მიმართულებით გეგმავთ ბიზნესისთვის ხელშეწყობას?


- ამ კუთხით სახელმწიფოსაც აქვს ძალიან კარგი პროგრამები. საუბარი მაქვს „აწარმოე საქართველოში" და აგროკრედიტების პროგრამაზე. ადგილზე მეც ხელს შევუწყობ, რომ ადამიანებს ამ პროგრამების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გავუძლიერო. ამასთან ერთად, ჭიათურას ტურიზმის კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ამ კუთხით მაქვს უკვე ნამუშევარი და ვფიქრობ, რომ მომავალში ამ მიმართლებით გარკვეულ თანხებს აუცილებლად დავხარჯავ. მუნიციპალური განვითარების ფონდი გვეხმარება ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მათ შორის კაცხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. სვეტის ტერიტორიაზე კეთდება ტურისტული ბაზა და ვიზიტორების ცენტრი. ტურისტები დღესაც მოდიან ჩვენთან, თუმცა, ინფორმირებული არ არიან, თუ რისი ნახვაა შესაძლებელი. ეს პრობლემა აუცილებლად მისახედია. ჩვენ ვმუშაობთ საარჩევნო პროგრამაზე და ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება გაწერილი. მე უფლებამოსილებას დაახლოებით 8 აგვისტოს შევიწყვიტავ და ამ პერიოდისთვის პროგრამა მზად იქნება.


- ზოგადად რომ გვითხრათ, საარჩევნო პროგრამაში რაზე იქნება აქცენტი გაკეთებული, რას ჰპირდებით ჭიათურელებს?


- პირველ რიგში, მთავარი გამოწვევაა მანგანუმის მოპოვების კუთხით სიტუაცია დავალაგოთ. მეორე, დასაქმების კუთხით გადაიდგმება ნაბიჯები. განსაკუთრებით დიდი სამუშაო იქნება ჩასატარებელი ახალგაზრდებთან მიმართებაში. კერძოდ, მინდა, რომ ის ახალგაზრდები, ვინც განათლებას ღებულობენ, აქ დავაბრუნო და სამუშაო პირობები შევუქმნა. ყველაზე მთავარია მცირე ბიზნესის განვითარება, რადგან ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული.


აქცენტი გვექნება სოფლების მიმართულებით ინფრასტქრუქტურის მოწესრიგებაზე. უნდა გავხსნათ ახალი საბავშვო ბაღები. სამომავლოდ, იგეგმება მესამე იუსტიციის სახლის მშენებლობაც.


- რით დააინტერესებთ ახალგაზრდებს, რას შესთავაზებთ, სად დაასაქმებთ?


 -ეს ყველაფერი რაც ვთქვი, ვერ მოხდება ისე, თუ ჯაჭვურად არ გადაიჭრა ყველა ის პრობლემა, რაც ზემოთ აღვნიშნე.


- თქვენ 4 წელია მხარის გამგებელი ბრძანდებით, აქამდე რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგით?


- ჭიათურაში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი „ჯორჯიან მარგანეზია", ამავე სფეროში ოპერირებს კიდევ რამდენიმე მცირე კომპანია. ბოლო პერიოდში ამ მცირე მეწარმეებსაც მიეცათ განვითარების საშუალება. შეიქმნა ახალი კომპანიები, რამაც დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შექმნა. დღევანდელი მდგომარეობით, ჭიათურაში ამ მიმართულებით 22 ახალი, მცირე კომპანია საქმიანობს.

 

- ამჟამად თუ გახსენდებათ რომელიმე ინვესტორი, რომელიმე სექტორში, რომელიც ჭიათურაში ინვესტირებით სერიოზულად არის დაინტერესებული?


- პატარ-პატარა პროექტების განხორცილებით არიან დაინტერესებულნი, თუმცა, ეს ძირითადად მანგანუმის მოპოვებას უკავშირდება. დაინტერესებული ვარ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხითაც გარკვეული ძვრები განხორციელდეს. თუნდაც გაკეთდეს ხილის გადამამუშავებელი საწარმო, შესაბამისად, მოძიებულ იქნას ინვესტორი. ამ პროექტისთვის ჭიათურა-საჩხერის საზღვარზე (ცენტრალურ მაგისტრალზე) შერჩეული გვაქვს ადგილი. ეკონომიკის სამინისტროსთან მიდის მოლაპარაკება, რომ ინვესტორი იქნას მოძიებული. ჩვენ პირადი კავშრებითაც ვცდილობთ კონტაქტების დამყარებას, გვქონდა შეთავაზებები რამდენიმე ინვესტორისგან, თუმცა, ამ დროისთვის კონკრეტული არაფერი არ არის.


ასევე დაინტერესებაა სოფელ კაცხში სამშენებლო მასალების (აკრილის) ქარხნის მშენებლობაზე. ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად უკვე შერჩეულია ტერიტორია, ინვესტორიც მოძიებულია. ვფიქრობ, ეს პროექტი 50 კაცს დაასაქმებს. ამ დროისთვის ენერგეტიკის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება გაზის მიყვანასთან დაკავშირებით.


- რომელ კომპანიაა დაინტერესებული ქარხნის მშენებლობით და რა ოდენობის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება?

 

- ეს იქნება ქართულ-უცხოური ინვესტიცია. პროექტის ზუსტი ღირებულება არ ვიცი, თუმცა, რამდენიმე მილიონის ღირებულების იქნება.


- როგორც ინფორმაცია მაქვს, რეგიონში საკმაოდ მწვავედ დგას სამედიცინო კლინიკების დეფიციტის პრობლემა. ამ მხრივ რამე კონკრეტულს გეგმავთ?


- ჩვენ ამაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვიმუშავეთ, მუნიციპალიტეტმა მოამზადა ოფიციალური დასკვნაც. მოვიძიეთ ყველა სტატისტიკური მონაცემი, თუ რა სამედიცინო სერვისებია ქალაქში საჭირო, თუ რის გამო უწევდათ გასვლა ჩვენს მოქალაქეებს ქალაქიდან. შესაბამისად, გვჭირდება ინვესტორი, რომელიც ქალაქში სამედიცინო ცენტრს დააარსებს.



27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია
access_time2020-11-27 18:00:38
ცვლილებები საქართველოს საგასახადო კოდექსში - რას მოიცავს დღგ-ს რეფორმა და რამდენად გამარტივდება პროცედურები. რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ პარტნიორი პაატა შურღაია საუბრობს. „კარგი და მნიშვნელოვანი სიახლეა, ორი წელია უკვე გვესმის დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების რეჟიმის შესახებ. წინა ნაწილში საუბარი იყო ნაწილობრივი დაბრუნების შესახებ, ახლა კი სრულ დაბრუნებაზეა საუბარი. წესით მთლიანად დეფინიცია - დამატებითი...

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება
access_time2020-11-27 14:45:22
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 4 თვის განმავლობაში, 31...


მსგავსი სიახლეები

up