ახალგაზრდა მეწარმეები ღვინის ქართული ბაზრის სტერეოტიპების დანგრევას გეგმავენ

ახალგაზრდა მეწარმეები ღვინის ქართული ბაზრის სტერეოტიპების დანგრევას გეგმავენ

access_time2016-03-02 19:30:26

ბაზარზე გამოჩნდა ღვინის ახალი ბრენდი ,,იკანო”, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც ბოთლებში ჩამოისხა. გთავაზობთ ინტერვიუს კომპანია ,,იკანოს” წარმომადგენელ მათე აბესაძესთან.


- როდის შეიქმნა კომპანია?


- პირველად ღვინის ბაზარზე ,,იკანო” 2015 წელს გამოჩნდა. წლის ბოლოს კი დაიწყო დისტრიბუცია სუპერმარკეტებსა და ჰორეკაში. კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა კადრებით, რომლებიც ინოვაციურად უდგებიან ბიზნესის მართვას და ცდილობენ ღვინის ბაზრის განვითარებას.


საქართველოს ღვინის დიდი ისტორია აქვს, თუმცა გარემო ცვალებადია და მოითხოვს სიახლეებს, სწორედ ეს სიახლეა ,,იკანო”.


- რა არის კომპანიის მიზანი, რა სეგმენტზეა ,,იკანოს” ღვინო გათვლილი?


- როდესაც ბრენდი იქმნებოდა კვლევა ჩავატარეთ აღმოჩნდა, რომ საქართველოში წელიწადში 66 მლ. ლიტრ ღვინოს მოიხმარდნენ. აქედან, მხოლოდ 2 მლ. ლიტრ ბოთლის ღვინოს. გავარკვიეთ ისიც, რომ 18-დან 40 წლამდე ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ყველაზე მეტ ალკოჰოლს მოიხმარს, თითქმის არ სვამს ღვინოს.


ჩატარებული კვლევის მიხედვით მივხვდით, რომ კონკურენტულ ბაზარზე სრულიად განსხვავებული პროდუქტი უნდა შეგვექმნა, რომელიც 18-დან 40 წლამდე ადამიანთა კატეგორიას დააახლოვებდა ღვინოსთან.



ახალგაზრდების მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ღვინოს ბევრი სტერეოტიპი ჰქონდა. ჩვენ გადავწყვიტეთ ,,იკანოს” ღვინოს მოეშორებინა ყველა ის სტერეოტიპი, რომელიც ქართული ღვინის ბაზარზე არსებობს, ამიტომ გადავწყვიტეთ მაქსიმალურად გაგვემარტივებინა ურთიერთობა ღვინოსა და მომხმარებელს შორის.


 ~იკანოს” სიმარტივე იმაში მდგომარეობს, რომ ბოთლს საცობის მაგივრად ხრახნილიანი გასახსნელი აქვს, ასევე არის მხოლოდ ოთხი სახეობა, სახელად კი ყურძნის ჯიშების ნაცვლად ფერები ჰქვია _ წითელი, ლურჯი, ყვითელი და მწვანე ,,იკანო”.


- გაქვთ თუ არა ღვინო ექსპორტზე, ყურძენს ყიდულობთ თუ იმპორტს აწარმოებთ?


- ჯერ-ჯერობით ,,იკანოს” ექსპორტზე არ გასულა, მხოლოდ საქართველოში იყიდება. ყურძენი კი ადგილობრივია. გვაქვს საკუთარი ვენახები, ასევე ადგილობრივი ფერმერებისგანაც ვყიდულობთ.


- რა ჯიშის ყურძნისგან ამზადებთ ღვინოს?


- მარკეტინგულ კომუნიკაციაში ,,იკანო” ღვინის ტექნოლოგიაზე აქცენტს არ აკეთებს, ყურძნის ჯიშებზე და ა.შ. იმ დეტალებზე, რაც ხშირად აბნევს მომხმარებელს. დავუშვებთ გამონაკლისს და გეტყვით, რომ ოთხივე ,,იკანო” არის ქართული და ევროპული ჯიშების კუპაჟი და ევროპულადაა დაყენებული.



 წითელი ,,იკანო” საფერავი-კაბერნე, ლურჯი ,,იკანო” საფერავი-მერლო, ყვითელი, `იკანო” რქაწითელი-შარდონე, მწვანე ,,იკანო” ცოლიკოური-სოვინონ ბლანი. ,,იკანოს” ღვინო როგორც ქართული, ასევე უცხოური ყურძნის ჯიშებით იწარმოება.


- როგორ ფიქრობთ გაუწევს ,,იკანოს” ღვინო სხვა ღვინის კომპანიებს კონკურენციას?


- ,,იკანომ” მოახერხა და უკვე შექმნა ახალი კატეგორია ღვინის ბაზარზე. ჯერ-ჯერობით კონკურენტები არ გვყავს, თუმცა, ეჭვი გვაქვს მალე შემოვლენ კონკურენტი კომპანიებიც.


"იკანო" ძალიან ჰგავს თავის მომხმარებელს, მასთან ურთიერთობა მარტივია, ამიტომ მალე შეგვიყვარეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა გრძელვადიანი და მტკიცე იყოს.


გაზეთი "ბანკები და ფინანსები"




გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით
access_time2019-06-20 22:49:10
როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. „ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ...

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან
access_time2019-06-20 22:20:57
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას არიან დაშავებულები. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. IPN

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი
access_time2019-06-20 22:09:04
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. შეიძლება იმ ხალხს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან შეიძლება აქვთ სამართლიანი პროტესტი, მაგრამ მათ მოვუწოდებ დაემორჩილონ პოლიციას, რადგან ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი. მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა — შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის...

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ
access_time2019-06-20 21:52:01
აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ. აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ამასთან, პარლამენტის შენობის ეზოში შსს-ს დანაყოფები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. დანაყოფები შენობის შემოსასვლელებს იცავენ. ისინი შენობაშიც იმყოფებიან. 

“არ დავიღლებით და ბოლომდე ჩვენი კანონით და კონსტიტუციით დედას ვუტირებთ“ - აქციაზე ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" წასვლას მოითხოვენ

“არ დავიღლებით და ბოლომდე ჩვენი კანონით და კონსტიტუციით დედას ვუტირებთ“ - აქციაზე ხელისუფლებიდან
access_time2019-06-20 20:58:56
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები მოითხოვენ პარლამენტის თავმჯდომარის და მთავრობის გადადგომას. აქციაში მონაწილეობენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეები. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და...


მსგავსი სიახლეები

up