ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგები წარადგინა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგები წარადგინა

access_time2021-04-06 11:40:00

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგები წარადგინა.


ანგარიში ასახავს სისხლის სამართალწარმოების საკითხებს 2016 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ასევე ძირითად ტენდენციებს მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე.


ანგარიშის ძირითადი მიგნებები შეეხება: აღკვეთის ღონისძიებებს, საგამოძიებო მოქმედებებსა და საპროცესო შეთანხმებაზე სათანადო სასამართლო კონტროლის განხორციელებას, პროცესის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ ხარვეზებს.


ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოჯახურ, ნარკოტიკულ და სოციალური ფონით განპირობებულ დანაშაულებს.


საია-ს ანგარიშის თანახმად, ბოლო ორი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად იმატა ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე პირების დაკავებულის სტატუსით წარდგენამ. კერძოდ, 686 ბრალდებულიდან 518 (76 პროცენტი) სასამართლოში გამოცხადდა დაკავებულის სტატუსით, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით 8 პროცენტული ერთეულით მეტია, ხოლო ორი წლის წინანდელ სტატისტიკასთან შედარებით 20 პროცენტული ერთეულით მეტი.


„წლებია, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დაკავების კანონიერებაზე ჯეროვანი სასამართლო კონტროლის არარსებობა, რაც, ასევე კანონმდებლობის ხარვეზებით არის გამოწვეული. უმეტესად, სხდომაზე მოსამართლეები არ ამოწმებენ დაკავების კანონიერებას.


გაიზარდა პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. კერძოდ, თუკი 2017 წლის მარტიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში პატიმრობის მოთხოვნა შეადგენდა 45 პროცენტს, მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი ჯერ 15 პროცენტული ერთეულით, ხოლო შემდგომ 6 პროცენტული ერთეულით გაიზარდა და, საბოლოოდ, 66 პროცენტი შეადგინა.



პროკურატურა სასამართლოს, უმეტესწილად, პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს, როდესაც საქმე ოჯახში ძალადობისა ან ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულს ეხება. სასამართლო მონიტორინგის 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ასეთი ტიპის დანაშაულებზე პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება მოითხოვა საქმეთა 79 პროცენტში, 2018 წლის მარტიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში – 90 პროცენტში, ხოლო 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში – 87 პროცენტში.


პრობლემად სახელდება პატიმრობისა და გირაოსაგან განსხვავებული ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების იშვიათად გამოყენება. სასამართლომ 1 332 სხდომიდან მხოლოდ 6 შემთხვევაში გამოიყენა პირადი თავდებობა, 28-ში – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, ხოლო 51-ში არ გამოუყენებია აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. დანარჩენ შემთხვევებში სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო ან პატიმრობა“, – ნათქვამია ანგარიშში.


საია-ს ბოლო სამ ანგარიშში საუბარია პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების მზარდ მაჩვენებელზე.


„2018 წლის მარტიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში შეფარდებული 322 პატიმრობიდან 49 (15 პროცენტი) იყო დაუსაბუთებელი, ხოლო 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდში 334-დან 69 (21 პროცენტი) იყო დაუსაბუთებელი;


პრობლემას წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დადგენილი ორთვიანი წინასწარი პატიმრობის გადასინჯვის ფორმალური ხასიათი. მიუხედავად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების რისკების შემცირებისა, სასამართლო იშვიათად ცვლის პატიმრობას უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით.


საია-მ შეისწავლა 194 განჩინება, მოსამართლის წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა-ამოღებების შესახებ, სადაც აღმოჩნდა, რომ დასაბუთების ნაწილში განჩინებები ხშირ შემთხვევაში მსგავსია. უმრავლესობაში არ არის გამოკვეთილი გადაუდებელი აუცილებლობის საჭიროება, თითქმის არაფერია ნათქვამი იმ საფრთხეების ან რისკების შესახებ, რაც შესაძლოა დაყოვნებას გამოეწვია.


სასამართლო, უმეტესად, ისე ამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას, რომ სხდომაზე არ მსჯელობს, რამდენად კანონიერი და სამართლიანია შუამდგომლობაში ასახული სასჯელი. ბოლო წლის მონაცემებით, მონიტორინგი ამ მიმართულებით მცირე გაუმჯობესებას აჩვენებს. კერძოდ, თუ წინა წლებში საპროცესო შეთანხმების კანონიერებაზე მსჯელობა 2-3 პროცენტის ფარგლებში ხდებოდა, 2019 წლის მარტი – 2020 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდში 9 პროცენტი შეადგინა


მონიტორინგმა ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოავლინა გამამართლებელი განაჩენების მზარდი ტენდენცია. 2016 წელს გამამართლებელი განაჩენი დადგა საქმეთა 3 პროცენტში, 2017 წელს – 4 პროცენტში; 2018 წელს – 8 პროცენტში; 2019 წელს – 10 პროცენტში, ხოლო 2020 წლის 6 თვის მონაცემით – საქმეთა 9 პროცენტში.


სისხლის სამართლის სხდომების გაჭიანურება საია-ს სასამართლო მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზია. არაერთი საქმე წლების განმავლობაში ისე მიმდინარეობს, რომ მასზე კონკრეტული სამართლებრივი შედეგი არ დგება. შეინიშნება როგორც კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევის პრობლემა, ასევე შემთხვევები, როდესაც ვადები პირდაპირ არ ირღვევა, თუმცა, ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით, აშკარად საქმის არაგონივრულ დროში განხილვის შთაბეჭდილება რჩება“, – ნათქვამია საია-ს ანგარიშში.

 

1tv.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up