ქართველმა ახალგაზრდა გამომგონებლებმა ელექტროენერგიის მიღების განსხვავებული მეთოდი იპოვეს

ქართველმა ახალგაზრდა გამომგონებლებმა ელექტროენერგიის მიღების განსხვავებული მეთოდი იპოვეს

access_time2022-02-16 14:00:27

მეათეკლასელი გამომგონებლებმა დაამტკიცეს, რომ ელექტროენერგიის მიღების განსხვავებული, აქამდე უცნობი მოდელიც არსებობს. ელექტროენერგია მათ თერმული წყლებისგან მიიღეს. ამ უნიკალურ აღმოჩენაში მონაწილეობდნენ  წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის X კლასის მოსწავლეები: დავით რუსია, საბა ხაბურზანია და ანი ესართია. პროექტის სახელწოდებაა ,,თერმული წყლები“.

 

გამოგონება კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩი“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა. როგორც დავით რუსია ,,კომერსანტთან“ ამბობს, მათ დაამტკიცეს, რომ დენის წყარო შეიძლება გახდეს ცივი და ცხელი წყლის ურთიერთქმედება და ელექტროენერგიის მიღება ბუნებაზე ზემოქმედების გარეშეც შესაძლებელია.

 

,,ჩვენ 2021 წლის დასაწყისში გადავწყვიტეთ, რომ მიგვეღო კონკურსში მონაწილეობა. ასე შეიქმნა ჩვენი გუნდი, რომლის მენტორები უტა კილასონია და დავით სუნღულაშვილი არიან. ჩვენ გვაერთიანებს STEM, რომელიც მეცნიერება, ინჟინერია, ტექნოლოგიის სწავლების უნიკალური ტანამედროვე პლატფორმაა. ის იძლევა იმის საშუალებას, რომ დაგროვილი თეორიული ცოდა (არა მარტო სასკოლო), გამოვიყენოთ პრაქტიკაშიც. ფიზიკის როლი ყველაზე დიდია. ჩვენი პროექტია ,,თერმული წყლები“, რაც გულისხმობს ალტერნატიული ენერგიის მიღებას, რომელიც მსოფლიოში ძალიან მოთხოვნადია. მინიმოდელში პელტიერის ელემენტი ორ კვადრატულ მილს შორის არის მოთავსებული. ერთ მხარეს ცივი წყალი გადის, მეორეში — ცხელი. ტემპერატურის სხვაობა მილებს შორის პოტენციალთა სხვაობას იწვევს, რაც ძაბვას წარმოქმნის. მიღებული ენერგიის სიმძლავრე პელტიერის ელემენტის რაოდენობაზეა დამოკიდებული. გამოდის, რაც უფრო მეტი ელემენტი იქნება, მით მეტ ენერგიას გამოვიმუშავებთ. პელტიერის ელემენტი მსგავსი გზით ჯერ არავის გამოუყენებია. შესაბამისად, პროექტი ინოვაციურია. მოწყობილობაში მუდმივი ელექტროენერგია ცვლად ელექტროენერგიად გარდავქმენით, იმისათვის, რომ თუნდაც სახლში, საყოფაცხოვრებო მიზნით გამოგვეყენებინა. ასევე, გავაკეთეთ მიღებული ძაბვის გარდამქმნელი, რათა 1 ნათურა აგვენთო. მინიმოდელის შექმნით კი დავამტკიცეთ, რომ თერმული წყლებისგან ელექტროენერგიის მიღება ნამდვილად შესაძლებელია. ეს მეთოდი აქამდე არავის გამოუყენებია“, - ამბობს დავით რუსია.

 

მოსწავლე გამომგონებლებმა  ტექნიკური მოწყობილობა   პრაქტიკაშიც - ნოქალაქევში, სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულ თერმულ წყლებზე გამოსცადეს. ამით საბოლოოდ დამტკიცდა, რომ  ელექტროენერგიის მიღების ახალი შესაძლებლობა რეალურად არსებობს. კონკურსში გამარჯვებულს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების მიმართ საკუთარი შეხედულება აქვს.



,,ჩვენი პროექტი ეკოლოგიურად სუფთაა, თითქმის არ მოითხოვს ბუნებაში  ჩარევას, როცა ჰესს სჭირდება დიდი არეალი და ეკოლოგიაზეც ნეგატიურად მოქმედებს. მართალია, მზის პანელები კარგია, მაგრამ მზის ნაწილაკების შენახვა არის შეუძლებელი. ამიტომ ჩვენ მზიდან მიღებული ენერგიის შენახვა არ შეგვიძლია. შესაბამისად, პანელები დენს გამოიმუშავებენ  მხოლოდ დღის განმავლობაში, როცა ჩვენი პროექტი დღე-ღამის ნებისმიერ დროს მუშაობს. საქართველოში სულ 300-ზე მეტი თერმული წყლის საბადო არსებობს, რომლის უმეტესობაც საერთოდ არ გამოიყენება. ჩვენ კი არსებულ თერმულ წყლებს არა მარტო ელექტროენერგიის მისაღებად, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის ცხელი და ცივი წყლით მუდმივი მომარაგების მიზნით გამოვიყენებთ“, - ამბობს დავით რუსია ,,კომერსანტთან“.


მოსწავლეებს იმედი აქვთ, რომ მათი გამოგონება პრაქტიკაშიც დაინერგება, მით უფრო საქართველოში, რომელიც თერმული წყლების საბადოა.

 

ქართველი მოსწავლე-გამომგონებლები NASA-ში   (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აშშ-ში)  პანდემიის გამო ვერ მიიპატიჟეს. თუმცა მათ ორგანიზაციის სპეციალისტები ტრენინგებს ონლაინ ჩაუტარებენ.

 

დავით რუსია ამბობს, რომ მაქსიმუმს გააკეთებს, რომ მისი აღმოჩენა პრაქტიკაში დაინერგოს. ,,თერმული წყლები“ ჯერჯერობით პირველია,  ახალგაზრდა გამომგონებელი ახალ აღმოჩენებზეც ფიქრობს.

 

საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ რუსთაველის ფონდის პოპულარული კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია მოსწავლე ახალგაზრდებს შორის, მათში ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივება. კონკურსი ღია კონკურენციის პრინციპით ავლენს და ახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს აძლევს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობენ საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეები. 

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up