„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე მონიტორინგის შედეგები საქმის განმხილველ ყველა მოსამართლეს გაუგზავნა

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე მონიტორინგის შედეგები საქმის განმხილველ ყველა მოსამართლეს გაუგზავნა

access_time2020-07-10 10:50:20

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე განხორციელებული სამართლებრივი დასკვნა და მონიტორინგი საქმის განმხილველ ყველა მოსამართლეს უკვე მიაწოდა, რათა გაცნობილ ყოფილიყო საქმის ირგვლივ ალტერნატიული დასკვნები და შეხედულებები. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა.


მისი ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგები, ასევე მიეწოდა უზენაეს სასამართლოში ამავე საქმეზე დანიშნულ მოსამართლეს, მირანდა ერემაძეს, რომელმაც საქმის წარმოებაში მიღების შემდგომ, მისი არსებითი განხილვის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.


კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ მნიშვნელოვნად ჩათვალა, საქმეზე განხორციელებული მონიტორინგი და სამართლებრივი დასკვნა ოფიციალურად მიეწოდებინა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებისათვის, რამდენადაც დოკუმენტში სწორედ მათ მიერ უკვე მიღებული და გადაწყვეტილებების კანონთან შესაბამისობა და სისწორეა განხილული და გაანალიზებული.


კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციას, ადრეც, თავის არაერთ შეფასებაში, შერჩევითი მართლმსაჯულების ერთ-ერთ ფორმად სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის გამოყენება აქვს მიჩნეული და ვინაიდან „ლიდერფუდთან“ მიმართებითაც სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას ჰქონდა ადგილი, სწორედ ამიტომ საქმე მოექცა საჯარო ინტერესის ფარგლებში და გახდა ორგანიზაციის დაკვირვების საგანი.


„კვლევისას ჩვენი მიზანი იყო „ლიდერფუდის“ საქმის სამართლებრივი ანალიზისას შეგვეფასებინა მხოლოდ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობები და წარმოგვედგინა ხედვა, თუ რამდენად კანონიერი, დასაბუთებული და იურიდიულად მყარი აქტია სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.



მხარეთა მიერ ჩვენთვის მოწოდებული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ საქმეზე მსჯელობა უნდა გააგრძელოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რამდენადაც მიგვაჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების და შემდგომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება და ჯერ საკუთრივ საქალაქო სასამართლოს უნდა მოეხდინა საქმისწარმოების გაგრძელება, ხოლო ასეთი გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს აუცილებლად უნდა დაებრუნებინა საქმე საქალაქო სასაამრთლოსთვის არსებითად განსახილველად. ამდენად, სამართლიანი იქნება, თუკი უზენაესი სასამართლო საქმეს არსებითად განსახილველად მიაქცევს პირველ ინსტანციაში და ამით მხარეებს თანაბრად მისცემს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის საშუალებას“,
- განაცხადა კაიკაციშვილმა. მან იქვე აღნიშნა, რომ კვლევაში დეტალურად არის გაანალიზებული, თუ რა არგუმენტებზე დაყრდნობით გამოაქვს ორგანიზაციას ეს დასკვნა.


„ზოგადად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების პრაქტიკა, განსაკუთრებით ბიზნესდავების შემთხვევაში, ხშირად უმართებულოდ არის ხოლმე გამოყენებული, რაც სამართლიანი სასამართლოს პრინციპის ხელშეუხებლობას ძირშივე არღვევს. სამწუხაროდ, „ლიდერფუდის“ შემთხვევაც ამ სერიიდანაა. შესაბამისად, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საქმესთან დაკავშირებული მოსამართლეებისთვის ოფიციალურად მიგვეწოდებინა დოკუმენტი ჩვენი მსჯელობისა და დასკვნების შესახებ. ვფიქრობთ და ვიმედოვნებთ, მათთვის მინიმუმ საინტერესო იქნება მისი გაცნობა“, - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.


მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დოკუმენტი ასევე მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს.


„ვფიქრობთ, დიპკორპუსისთვის ასევე საინტერესო იქნება „ლიდერფუდის“ საქმეზე განხორციელებული ჩვენი ორგანიზაციის მონიტორინგისა და სამართლებრივი დასკვნის გაცნობა, რამდენადაც მათი საუკეთესო ინტერესია საქართველოში სასამართლო ხელისუფლების გაძლიერება და მისადმი ნდობის ამაღლება. ამის ნათელი გამოხატულებაა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ქ-ნი კელი დეგნანის განცხადება, რომელიც მან უფლებამოსილებაში შესვლიდან რამდენიმე დღეში გააკეთა. კერძოდ, მან თქვა, შემდეგი: „ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით პროგრესი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“. - ამ სიტყვების მნიშვნელობის სრულფასოვნად გააზრება, ვფიქრობ, ყველას მართებს, ხელისუფლების სამივე შტოს, განსაკუთრებით კი სწორედ სასამართლო ხელისუფლებას“, - აღნიშნა კაიკაციშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up