„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივა მთავრობას - „თვითდასაქმებულის“ სტატუსი კანონით დაცული უნდა გახდეს

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივა მთავრობას - „თვითდასაქმებულის“ სტატუსი კანონით დაცული უნდა გახდეს

access_time2020-05-21 15:44:25

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას ინიციატივით მიმართავს და „თვითდასაქმებულის“ სტატუსის იურიდიულად განსაზღვრას და საკანონმდებლო დონეზე რეგულაციას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული.

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტ ნიკა გოგბერაშვილის განცხადებით, პანდემიის პირობებში არანაკლებ აქტუალური გახდა „თვითდასაქმებულთა“ თემაც. როგორც აღმოჩნდა, „თვითდასაქმებულის“ ისეთი ლეგალური დეფინიცია, რომლითაც საქართველოს მთვარობა, სოციალური დახმარების განხორციელების პროცესში იხელმძღვანელებდა, ჩვენს კანონმდებლობაში არ არსებობს, შესაბამისად სახელმწიფოს უწევს განსაზღვროს დროებითი კრიტერიუმები, რომლითაც მოახდენს მსგავსი პირების იდენტიფიცირებას. შესაბამისად, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს COVID 19-თან ბრძოლისა და სპეციალური ღონისძიებების მიღების თვალსაზრისით დაუგროვდა, მნიშვნელოვანია პრაქტიკის განზოგადება და მომავალ სამართლებრივ ურთიერთობებში ასახვა, საკანონმდებლო დამაგრება და ამ მიმართულებით უცხოური გამოცდილების გაზიარება.

 

ორგანიზაცია ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში მოგების ან ოჯახური შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით მომუშავე პირი ითვლება თვითდასქმებულად“. კანონის აღნიშნული დანაწესი საკმაოდ ბუნდოვანი და ერთი შეხედვით, გამოუსადეგარია ისეთი პირების იდენტიფიცირების პროცესში, ვინც სახელმწიფო დახმარების მიზნობრივ ჯგუფში შედის. საკანონმდებლო მოწესრიგების პარალელურად, ეკონომიკის სამინისტროს უხდება მიზნობრივი სოციალური დასაქმების ინსტრუქციის სახით გამოაქვეყნოს ის სავალდებულო კრიტერიუმები, რომელთა არსებობის დადასტურების შემთხვევაში, პირი ითვლება „თვითდასაქმებულად“. უნდა აღინიშნოს, რომ ინსტრუქციით გათვალისწინებული კრიტერიუმები „თვითდასაქმებულ“ პირთა საკმაოდ ფართო სეგმენტს ეხება, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს, თუმცა იგი არ არის სრულყოფილი, რადგან ურთულეს და თითქმის შეუძლებელ პროცესს წარმოადგენს აბსოლუტურად ყველა თვითდასაქმებულისთვის დამახასიათებელი კონკრეტული კრიტერიუმების დადგენა.

 

მთავრობის ინსტრუქციის თანახმად, „თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა“. თვითდასაქმებული პირები იყოფიან 2 კატეგორიად:

 

  1. ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში;
  2. ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში.

 

პანდემიამ გვაჩვენა, რომ საკითხი საჭიროებს უფრო ზუსტ და კონკრეტულ მოწესრიგებას. ინსტრუქცია, არ წარმოადგენს საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტს. იგი მხოლოდ დროებითი მექანიზმია ყოველგვარი სავალდებულო და შემდგომში გამოყენების ვარგისიანობის გარეშე,  თუმცა ის შეიძლება მივიჩნიოთ საკითხის უკეთ მოწესრიგების მცდელობად. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საჭიროა ისეთი მრავალჯერადი რეგულაციის შექმნა, რომელიც დეტალურად და ყოვლისმომცველად ჩამოაყალიბებს იმ სტანდარტებს, რომელიც მორგებული იქნება ქვეყნაში არსებულ პირობებზე და შექმნის ერთიან სახელმძღვანელო პრინციპს სხვა მსგავსი ფორს-მაჟორული მდგომარეობების არსებობისას.

 

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხზე მსჯელობის დროს შეისწავლეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის გამოცდილება, თუ როგორია საკანონმდებლო მოწესრიგებისა და შრომის ბაზარზე თვითდასაქმებულთა წილობრივი მაჩვენებელი.

 


დიდი ბრიტანეთი - დიდი ბრიტანეთს კანონმდებლობა არ გვთავაზობს კონკრეტულ დეფინიციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა წინაპირობები უნდა დააკმაყოფილოს პირმა დასაქმებულად/თვითდასაქმებულად მიჩნევისთვის. თუმცა პრეცედენტულ დონეზე არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხმარება პირს დადგინოს, რა სახის შრომით-სამართლებრივ სტატუსს ფლობს იგი. მაგალითისათვის, თუ პირი მუშაობს კომპანიისთვის, მაგრამ იყენებს თავის ხელსაწყოებს და საკუთარი ხარჯით ქირაობს სხვა პირებს, რომ მას დაგეხმარონ სამუშაოს შესრულებაში, ასეთი სამართლებრივ ურთიერთობებში, პირი თვითდასაქმებულად მიიჩნევა, თუმცა დავის წარმოების შემთხვევაში, მხოლოდ სასამართლო ადგენს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არის თუ არა პირი თვითდასაქმებული.  ვინაიდან დიდ ბრიტანეთში, თავისუფლებისა და მოქნილობის პრინციპიდან გამომდინარე, ბევრი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს თვითდასაქმებულის სტატუსში ყოფნას, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2008-2017 წლებში, ქვეყანაში თვითდასაქმებულთა ოდენობა 34%-ით გაიზარდა. მათ ეკონომიკაში დაახლოებით  271 მილიარდი სტერლინგის ოდენობის კონტრიბუცია განახორციელეს და დღეს არსებული სამუშაო ძალის 14% სწორედ მათზე მოდის.

 

საკითხის შესწავლამ აჩვენა, რომ დიდ ბრიტანეთში არსებობს სამი სახის თვითდასაქმებულთა კატეგორია:

ა) თვითდასაქმებულები, რომლებსაც აქვთ საკუთარი ბიზნესი ან კომპანია და მუშაობენ მაგალითად, „გადამყიდველები“ ან „მარტო“, ან „პარტნიორთან“ ერთად. მათ შეიძლება ჰყავდეთ ან არ ჰყავდეთ დასაქმებულები - მათი წილობრივი მაჩვენებელია 4.8 მილიონია. 

ბ) თვითდასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ მარტო და არ ჰყავთ დასაქმებული პირები - 4.4 მილიონი, 29%- აგროკულტურაში, 17% თავდაცვით და დამხმარე სფეროებში, 16% - ტრანსპორტი, ავეჯი, მაღაზიები, 12% - პროფესიონალი მეცნიერები და ტექნიკოსები;

გ) ფრილანსერები (Freelancers) - მეორე კატეგორიის ქვეკატეგორია, რომლებიც დასაქმებულები არიან ისეთ სფეროში, სადაც მოითხოვება მაღალი კლასის მენეჯერული, პროფესიონალური და ტექნიკური უნარ-ჩვევები - 2 მილიონი.

 

გერმანია - 1999 წელს ხელისუფლებამ მიიღო აქტი თვითდასაქმებულთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით (Act to Promote Self-Employment). აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, პირველად ისტორიაში, შეიცავდა იმ კრიტერიუმთა ჩამონათვალს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს თვითდასაქმებული და „ეკონომიკურად დამოკიდებული მუშაკი“.

 

„ეკონომიკურად დამოკიდებული მუშაკი“ არ ასაქმებს სხვა პირებს, მუშაობს მხოლოდ ერთი დამქირავებლისთვის, ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელსაც ასრულებენ სხვა ჩვეულებრივი დასაქმებულები და ვერ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ იგი თავისი თავისთვის და თავისი რისკით მუშაობს. დასაქმებულად ითვლება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ჩამოთლილ კრიტერიუმებს, თუმცა, გარდა ამისა, ფედერალურმა შრომითმა სასამართლომ case law-ზე დაყრდნობით, შეიმუშავა დამატებითი კრიტერიუმები პირის დასაქმებულად მიჩნევისთვის. კერძოდ, კონტრაქტორის ინსტრუქციაზე დამოკიდებულება შრომითი ურთიერთობების განხორციელების დროს, სადაც ყურადღებაა გამახვილებული სამ საკითხზე - შრომითი ურთიერთობა ხორციელდება შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროს, განსაზღვრულ ადგილას, განსაზღვრული შინაარსით. აგრეთვე ეს პირი არის დამსაქმებლის ორგანიზაციული სტრუქტურის წევრი.

 

2009-1991 წლებში, სტატისტიკა აჩვენებს, რომ თვითდასაქმებულთა რაოდენობა გერმანიაში გაიზარდა 40% პროცენტით, 3 მილიონიდან 4.2 მილიონამდე, 2012 წელს კი გერმანიაში, 4.3 მილიონი თვითდასაქმებული იყო. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ, საქმე გვაქვს რაოდენობრივ კლებასთან და 2018 წლის მონაცემებით, გერმანიაში 4 მილიონი ადამიანი ითვლება თვითდასაქმებულად (4.009.000)

 

ამერიკა - ამერიკის ფედერალური სამართლის მიხედვით, თვითდასაქმებულები იყოფიან ორ კატეგორიად. პირველ კატეგორიაში შედიან პირები, რომლებიც წარმოადგენენ ერთადერთ მესაკუთრეებს და პარტნიორებს საკუთარი ბიზნესისა, ხოლო მეორე კატეგორიას განეკუთვნებიან პირები, რომლებიც მესამე პირებთან ურთიერთობაში გამოდიან, როგორც დამოუკიდებელი კონტრაქტორები, შეიძლება ითქვას ინდივიდუალური მეწარმეები.

 

შტატების 2017 წლის ფედერალური სტატისტიკით, 2017-2020 წლებში, 27 მილიონი ამერიკელს უნდა დაეტოვებინა სრული განაკვეთის სამუშაო, რითაც საბოლოო ჯამში ამერიკაში 42 მილიონამდე თვითდასაქმებული იქნება. დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 164 მილიონი ადამიანი ითვლება სამუშაო ძალად, მათ 20%-ს  თვითდასაქმებულები შეადგენენ.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების თანახმად, მხოლოდ დასაქმებულთა 12.4% წარმოადგენს თვითდასაქმებულს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოებში, მაშინ, როდესაც მცირე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში, ეს რაოდენობა 81.9%-მდე იზრდება. რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის 2018 წლის ინფორმაციით, ქვეყანაში მთლიან დასაქმებაში (სოფლის მეურნეობის გარდა) თვითდასაქმებულთა წილი 36.2% შეადგენს. 

 

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „თვითდასაქმებულის“ სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის და საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების წინადადებით, საქართველოს მთავრობას უკვე მიმართა. ორგანიზაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საკითხზე შემდგომი მსჯელობისა და მხარდაჭერის მიზნით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up