„ახალგაზრდა ადვოკატები“ – საქართველოში 151 ოჯახს საქორწინო კონტრაქტი აქვს რეგისტრირებული

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – საქართველოში 151 ოჯახს საქორწინო კონტრაქტი აქვს რეგისტრირებული

access_time2019-03-05 19:45:24

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომლიც შეეხება საქართველოში, ბოლო წლების მანძილზე, საქორწინო კონტრაქტების არსებობის შემოწმებას და ქორწინებასთან დაკავშირებული მეუღლეთა უფლებებისა და ვალდებულებების კანონით რეგისტრაციის ფაქტს.

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ სოფიო მექანარიშვილის განცხადებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოდან, საკითხზე ინფორმაცია გამოითხოვა. შესწავლის ფარგლებში, ინტერესი შეეხებოდა 2015-2018 წლებში, საქორწინო ხელშეკრულების რეგისტრაციას, დადებული კონტრაქტების გაუქმების მაჩვენებელს, საქორწინო კონტრაქტის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს და ამ ხელშეკრულების მხარეთა ასაკობრივ მაჩვენებელს. ამასთან, ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია დასახელებულ პერიოდში განქორწინების სტატისტიკის თაობაზე. ამასთან, ინფორმაცია, 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის მდგომარეობით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რამდენი საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია განხორციელდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართ დასმული შეკითხვა მდგომარეობდა, თუ რამდენი სარჩელი დარეგისტრირდა საქორწინო კონტრაქტის შეცვლისა და შეწყვეტის მოთხოვნით.

 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოში სანოტარო წესით დამოწმდა 151  საქორწინო კონტრაქტი. ამასთან, დაცული მონაცემების მიხედვით, მხარეებმა გააუქმეს 3 საქორწინო ხელშეკრულება. ერთიანი ელექტრონული რეესტრის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქორწინო ხელშეკრულების მონაწილე პირების ასაკის შესახებ ინფორმაცია არ მუშავდება. უცნობი რჩება კონტრაქტის სტანდარტული პირობებიც, ვინაიდან მხარეები ხელშეკრულების პირობებს განსაზღრავენ ინდივიდუალურად. ამასთან, ადგილი აქვს სამწუხარო რეალობას, როდესაც სასამართლო არ ახდენს მოთხოვნილი დავის საგნით ინფორმაციის (გადაწყვეტილებების) სტატისტიკურ აღრიცხვას. ამასთან, საქორწინო ხელშეკრულებების გაფორმებისა და შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება – შენახვა არ ხდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

 


ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში განქორწინების სტატისტიკა შეადგენს 37,892 შემთხვევას. სტატისტიკა ხასიათდება მზარდი მაჩვენებლით.


„ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის მხრივ წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგანაც საამისოდ არსებობს ორი გარემოება: მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს და თვალშისაცემია არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად, საოჯახო დავების მაჩვენებელიც. განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის შემდეგ იმერეთში ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2017 წელს თბილისში 3731 წყვილი განქორწინდა, იმერეთში – 1739. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მასშტაბით ოჯახში დანაშაულის 746 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 61%- გახსნილია. ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისშია, ხოლო 2018 წელს მარტის თვის მდგომარეობით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, 965-ს შეადგენს.

 

მზარდი განქორწინების მაჩვენებელი არაერთი სოციალური ფაქტორიდანაა გამოწვეული, თუმცა რაც ყველაზე თვალშისაცემია, განქორწინების მაჩვენებელი მაღალია ახალგაზრდა თაობაში. მიზეზები შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: ნაადრევი ქორწინება და პასუხისმგებლობის ნაკლებობა ოჯახის მმართვის პროცესში, თანაცხოვრების პროცესში მესამე პირების ჩარევა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობისა და ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, განქორწინების ინიციატორი, უმეტესობა ქალბატონია.

 

ცნობისთვის: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლის თანახმად, მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას.





ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


მსგავსი სიახლეები

up