ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

access_time2020-02-29 16:00:47

ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ფარგლებში ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი - იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს 2 მარტის სხდომაზე წარედგინება.

 

„ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ახალი დაცული ტერიტორიის ფართობი 11 385 ჰექტარი იქნება. როგორც კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - აღნიშნავს, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდიდარი ბიომრავალფეროვნების დაცვა. ასევე, დაცული ტერიტორიის შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას თურქეთის რესპუბლიკასთან.

 

„აღნიშნულ ტერიტორიაზე გავრცელებულია უნიკალური სახეობრივი შემადგენლობის მქონე ტყეები, ბუჩქნარები და ბალახეული თანასაზოგადოებები. ასეთია, მაგალითად, სამხრეთ კავკასიური ტიპის ნაძვნარები და ნაძვნარ-სოჭნარები. ასევე, ორიგინალური სახეობრივი კომპოზიციით გამოირჩევიან - მუხნარების, წიფლნარების და ფიჭვნარების თანასაზოგადოებები. ეროვნული პარკის მცენარეულობის მრავალფეროვნებას, ასევე, ქმნიან მაღალმთის ნაირგვარი მდელოები და მდელოსებრი სტეპები.

 

დიდი ზომის ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია: მურა დათვი, ევრაზიური ფოცხვერი და არჩვი - საქართველოს წითელი ნუსხის სახეობები; ჩვეულებრივი მაჩვი, შველი და გარეული ღორი. მცირე ზომის ძუძუმწოვრებიდან ცალკე აღსანიშნავია გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფი ჭრელტყავა.


 

ქვეწარმავლებიდან გამორჩეულია დარევსკის გველგესლა - სახეობა, რომელსაც უმაღლესი კატეგორია აქვს მინიჭებული IUCN-ის წითელ ნუსხაში.

 

ფრინველებიდან გავრცელებულია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი, კავკასიური როჭო და კასპიური შურთხი, ასევე, გლობალურად გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ფასკუნჯი და ბექობის არწივი.

 

თევზებიდან აღსანიშნავია საქართველოს წითელი ნუსხის სახეობა - ნაკადულის კალმახი,“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


ipn.ge

თეგები:
ახალციხე



m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up