„აწარმოე საქართველოში“  უფრო მეტად ემსგავსება მთავრობასთან დაახლოებული ჯგუფებისთვის ბიუჯეტიდან მათი პროექტების დაფინანსებას“

„აწარმოე საქართველოში“ უფრო მეტად ემსგავსება მთავრობასთან დაახლოებული ჯგუფებისთვის ბიუჯეტიდან მათი პროექტების დაფინანსებას“

access_time2019-12-20 22:37:38

„აწარმოე საქართველოში“  უფრო მეტად ემსგავსება სამწუხაროდ მთავრობასთან დაახლოებული ჯგუფებისთვის... ასე ხელგაშლილად ბიუჯეტიდან მათი პროექტების დაფინანსებას ... - ასე  მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპიუტატმა ლევან კობერიძემ  ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას  პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას. 


„ვფიქრობ, ეს ძალიან დასაფიქრებელი ფაქტია. ამაზე თქვენი მინისტრობის პერიოდში თქვენ ალბათ მოგიწევთ პასუხის გაცემა და დეტალური ანალიზი გვექნება შემდგომში გასავლელი. რაც შეეხება  საკრედიტო-საგარანტიო სქემას, რომელიც „აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ქვეშ ამოქმედდა.როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკრედიტო საგარანტიო სქემაზე ანუ ფონდზე, მე გაცილებით უფრო მკაცრი ვიქნები შეფასებებში და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ფონდი, არის მექანიზმი, რომლის გამოყენების დროს თავის ეკონომიკაში თურქეთს სავალუტო ფონდიდან ჰქონდა შენიშვნები, რომ ეკონომიკა არ გადაეხურებინა, იმდენად კარგად ამუშავდა მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში. თქვენ სამწუხაროდ არამხოლოდ ვერ აამუშავეთ, საერთოდ ერთი პროექტიც არ არის დაფინანსებული. პასუხად თქვენგან სადეპუტატო კითხვაზე მივიღე, რომ მომავალ წელს მაინც აამუშავებთ, მე მგონია ეს არის  ან საბოტაჟი ან სამოხელეო გულგრილობა. იმიტომ რომ 20 მილიონი რომელიც ბიუჯეტში ასახულია და მცირე და საშუალო ბიზნესი ელოდება რეალურად, მე მგონია რომ ამაზე პასუხის გაცემა მოგიწევთ“, - განაცხადა კობერიძემ.


პროგრამა „აწარმოე საქართველოში" მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესზე და ჩვენი ამოცანაა, პროგრამას დამატებული ახალი პრიორიტეტები კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული გავხადოთ მეწარმეების საჭიროებებზე, - აცხადებს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ნათია თურნავა. მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან გამოთქმული ყველა სხვა მოსაზრება კონკრეტული ფაქტების გარეშე არის პროგრამის დისკრედიტირება და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.



„ძალიან აქტიური მიმოწერა გვაქვს ბატონ ლევან კობერიძესთან, ბევრ კითხვებს გვიგზავნის და დიდი მადლობა ამისთვის, ეს ჩვენ ფორმაში გვამყოფებს. თუმცა, უნდა აღიაროთ, რომ ჩვენც ვცდილობთ, საკმაოდ დეტალურად გიპასუხოთ. რაც შეეხება საკრედიტო-საგარანტიო სქემას - გვაქვს პროგრამები, რომლებიც არის ძალიან მოთხოვნადი და გვაქვს პროგრამები, რომლებიც ჯერჯერობით არ არის ისეთი მოთხოვნადი. მიუხედავად პირადად ჩემი დიდი ძალისხმევისა - ივლისში, ორი თვის დანიშნული მინისტრი ვიყავი, როცა ყველა ბანკი შევკრიბეთ, 12 ბანკთან დავდეთ შეთანხმება, რომ მათაც ეგრძნოთ თავი უფრო ვალდებულად ამ სქემაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ზოგიერთმა ბანკმა დაიწყო კიდეც ელექტრონული პლატფორმის შემუშავება ჩვენი დახმარებით, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი ძალისხმევა წლის ბოლომდე ალბათ შედეგს ვერ მოიტანს, რადგან პრაქტიკულად, დროს საჭიროებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.


ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს შესაძლებელი იქნება ამ უარყოფითი ტენდენციის გარდატეხა, თუ არადა, შესაძლოა სქემა სახეცვლილი და გაუმჯობესებული ფორმით შემუშავდეს.


„ვიცი, რომ თქვენ ამ სქემის დიდი გულშემატკივარი ხართ, პირადად მონაწილეობდით მის შემუშავებაში, მაგრამ თქვენი პირადი მონაწილეობის ფაქტიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ბიზნესში ინტერესი გამოგვეწვია. მეტი მუშაობა გვმართებს და გპირდებით, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up