სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ქართული კომპანიები Gulfood 2021 იღებენ მონაწილეობას

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ქართული კომპანიები Gulfood 2021 იღებენ მონაწილეობას

access_time2021-02-23 09:00:00

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, 2021 წლის 21-25 თებერვალს, ქართული კომპანიები - Gulfood 2021 გამოფენაში იღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.


„პანდემიით გამოწვეული ერთ წლიანი პაუზის შემდეგ გამოფენა - Gulfood 2021 არის პირველი საერთაშორისო ფიზიკური ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაცია იღებს მონაწილეობას.


ასევე აღსანიშნავია, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური დახმარებით შემუშავდა ქართული აგროსასურსათო ვიზუალური იდენტიფიკაცია - ლოგო, რომელიც პირველად არის წარმოდგენილი აღნიშნულ გამოფენაზე.


გამოფენა ტრადიციულად ქალაქ დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმართება და ყოველწლიურად საშუალოდ 92 000 ვიზიტორი სტუმრობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში. Gulfood-ზე მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა.



„აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობას იღებს 14 ქართული კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდა სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.


ქართულ დელეგაციას მრავალფეროვანი პროდუქცია აქვს წარდგენილი. კერძოდ: სხვადასხვა თხილეულის, ხილის პროდუქტის, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის) და ჩაის პროდუქტები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-01 21:00:43
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. 2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს საქართველოში კოვიდით გარდაცვლითა რიცხვმა ნოემბერში 2000-ს გადააჭარბა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 თვეში ამდენი ადამიანი სხვა დროს არასდროს...

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა
access_time2021-12-01 18:00:10
1-ელი დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1 თეთრით 3.1279-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1250 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.37 თეთრით 3.5414-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.13 თეთრით 4.1623-მდე, ხოლო ლარი თურქულ ლირასთან 0.20 თეთრით 0.2367-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან 1.15 თეთრით 6.4031-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.32 თეთრით 1.8380-მდე, 100 რუსულ რუბლთან 6.30 თეთრით 4.2290-მდე...

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა
access_time2021-12-01 17:00:26
2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 606,7 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 131,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 31,9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა
access_time2021-12-01 14:55:00
სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა, ქართულმა მხარემ გაასაჩივრა. „სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. ინტერ-რაო ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს
access_time2021-12-01 20:00:29
საერთაშორისო სავალუტო ფონდებისგან სესხების აღებას უკრაინისთვის აზრი არ  აქვს, რადგან სსფ-ის მიერ წარდგენილი პირობები ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველია.   მაგალითად, ერთ-ერთი ვალდებულების მიხედვით, კიევმა გატანილ კაპიტალზე გადასახადი არ უნდა დააწესოს.   ფონდს მხოლოდ ერთი რამ, საგადასახადო ბაზის გაფართოება აინტერესებს, რაც უკრაინას დავალიანების სწრაფად დაფარვის საშუალებას მისცემს. არანაირ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი არ მიდის, რადგანაც...


მსგავსი სიახლეები

up