“ხელისუფლების დიდი სურვილია თევზის ექსპორტი მოხდეს, თუმცა, ამისთვის თავად არაფერს აკეთებს“ - კალმახის მწარმოებელი კომპანია „ალგოთი“ წილს ყიდის

“ხელისუფლების დიდი სურვილია თევზის ექსპორტი მოხდეს, თუმცა, ამისთვის თავად არაფერს აკეთებს“ - კალმახის მწარმოებელი კომპანია „ალგოთი“ წილს ყიდის

access_time2019-05-16 15:30:54


„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსებული კალმახის მწარმოებელი კომპანია „ალგოთს“ პრობლემები აქვს. სწორედ ამ მიზეზის გამო კომპანიის მენეჯმენტი წილს ასხვისებს. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ ფინანსური რესურსების სიმცირის გამო მიიღო. მისი თქმით, კომპანიაში განხორციელებული ინვესტიცია წარმოების გაფართოებას მოხმარდება. რაც შეეხება ინვესტორის ვინაობას, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კომპანიაში წილით ქართველი ბიზნესმენი შევა.


დამატებით დეტალებზე ღარიბაშვილი არ საუბრობს.


„კომპანიაში ინვესტორის შესვლა იმანაც განაპირობა, რომ „ალგოთმა“ „აწარმოე საქართველოს“  ფარგლებში 2013-2014 წლებში შეღავათიანი სესხი მიიღო, წარმოება დაიწყო, თუმცა, 2015 წელს თეთრიწყაროში სტიქიამ (ძლიერი წვიმა) თევზი სრულად გამინადგურა. მას შემდეგ,  ბანკებმა  სესხი არ  მომცეს , გაჩერებულები ვართ. 2013-2014 წლებში აღებულ სესხს კი დღემდე ვიხდი“, - აცხადებს ღარიბაშვილი.


მისი ინფორმაციით, დღეს სახელმწიფო მცირე მეწარმეებს თითქოს ეხმარება, მაგრამ რეალურად, ეს არაფერია. ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების დიდი სურვილია რომ თევზის ექსპორტი მოხდეს, თუმცა, ამისთვის  არაფერს აკეთებს.



ღარიბაშვილის განმარტებით, თევზი მოთხოვნადი პროდუქტია და მისი რეალიზების პრობლემა არასდროს ყოფილა და არც იქნება. საუბარია, მხოლოდ ლაბორატორიების არ არსებობაზე და პროფესიონალი იხტიოლოგების სიმცირეზე.


„ინვესტორი იმიტომ მჭირდება, რომ საზღვარგარეთ პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, დეფიციტური იხტიოლოგის მოძიებაც ფინანსებთანაა დაკავშირებული.


მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე  კომპანიას წელიწადში 80-100 ტონის წარმოება შეუძლია, ინვესტირების და გადაიარაღების შემდეგ კი მოცულობა 300 ტონამდე გაიზრდება. როგორც ღარიბაშვილი განმარტავს,  შპს „ალგოთი“ ქართული წარმოების კალმახს მომავალი წლიდან ექსპორტზეც გაიტანს.


ქართული კალმახის რეალიზაციას კომპანია წინა წლებში ადგილობრივ ბაზარზე, კონკრეტულად, კი მარნეულში ახდენდა. როგორც შპს „ალგოთის“ ხელმძღვანელი განმარტავს, კომპანიამ ოპერირება 2 წლის წინ დაიწყო. საწყის ეტაპზე მხოლოდ ინკუბატორი ჰქონდათ, თუმცა, მას შემდეგ, რაც 2015 წელს კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამის ფარგლებში 136 500 აშშ დოლარით დაფინანსდა, გაკეთდა რამდენიმე რკინა-ბეტონის აუზი, რომელშიც  თევზის მოშენება ხდება.


შპს „ალგოთი" ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში მდებარეობს.


სოფო ქსოვრელი 





საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს
access_time2019-08-19 20:00:34
სახელმწიფო კრედიტების პროგრამა, რომელსაც მოსკოვი  სხვა ქვეყნებს სთავაზობს გასაიდუმლოებულია, თუმცა რუსულმა სააგენტო  rbc.ru-მ აღმოაჩინა სულ ცოტა  17 სახელმწიფო, რომელთა ვალდებულება რუსეთის მიმართ ჯამში 27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთის ხელისუფლება ტრადიციულად საიდუმლოდ ინახავს სხვა სახელმწიფოებისთვის მიცემულ ფინანსურ და საექსპორტოო კრედიტებს. ინფორმაცია  საჯარო მაშინ ხდება, როდესაც რუსეთი ხელს მთავრობათ...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...


მსგავსი სიახლეები

up