ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შედის

ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შედის

access_time2022-09-21 19:00:00

„საშემოდგომო სესიაზე პარლამენტში დაინიცირდება და განიხილება კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას გზებზე ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მინიმუმამდე დაყვანით“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


მაია ბითაძის თქმით, პარლამენტის წევრების ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. მაია ბითაძის განცხადებით, საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გარემოსდაცვითი გამოწვევა სწორედ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ზემოქმედება აქვს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე.


„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ტრანსპორტიდან გამომდინარე მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებია. ტრანსპორტის სექტორიდან დაბინძურების შემცირების მიზნით, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. შემუშავდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები როგორც საწვავის ხარისხის გაუმჯობესების, ასევე ავტოპარკის გაახალგაზრდავების კუთხით. 2018 წლიდან ამოქმედდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება, თუმცა ტექნიკური ინსპექტირების მიმართულებით კვლავ რჩება გამოწვევები. სწორედ რეფორმის სრულყოფის, ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობისა და საბოლოოდ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია აღნიშნული ცვლილების განხორციელება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.



მან ბრიფინგზე სატრანსპორტო მიმართულებით გატარებული რეფორმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებისა და გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით გატარებული რეფორმა.


„ტრანსპორტის სექტორიდან დაბინძურების შემცირების მიზნით ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. შემუშავდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც საწვავის ხარისხის გაუმჯობესების ასევე, ავტოპარკის გაახალგაზრდავების კუთხით. 2018 წლიდან ამოქმედდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება. მიუხედავად, ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისათვის განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისა, ტექნიკური ინსპექტირების მიმართულებით კვლავ რჩება გამოწვევები. ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო ცვლილება მოგვცემს საშუალებას, რომ სისტემა სრულყოფილად ავამოქმედოთ ეტაპობრივად და გავაუმჯობესოთ ყველა ის ხარვეზი, რაც დღეს არსებობს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.






ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up