ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამონაბოლქვის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა ბიზნესის აქტიური ჩართულობით წარიმართება - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამონაბოლქვის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა ბიზნესის აქტიური ჩართულობით წარიმართება - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

access_time2021-10-29 10:55:16

ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევების ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენის შესაძლებლობაზე იმსჯელეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ბიზნეს ასოციაციის წევრმა და მოწვეულმა კომპანიებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, სამინისტრო მზად არის ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით იმუშაოს ისეთ მარეგულირებელ ნორმებზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მარეგულირებელი კანონმდებლობის შექმნა გამომდინარეობს ევროკავშირის კანონდებლობასთან ჰარმონიზაციის მოთხოვნიდან, ამიტომაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები საჭიროებს შესაბამის რეგულაციებს. თუმცა, ახალი მარეგულირებელი ნორმების დადგენამდე საკითხის მნიშვნელობა და სპეციფიკა მოითხოვს სახელმწიფოსა და ბიზნეს სუბიექტების აქტიურ კომუნიკაციას სასურველი შედეგის მისაღწევად.


შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საწვავის ხარისხის კონტროლის მექანიზმების ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობას, რადგანაც საავტომობილო ტრანსპორტზე რეგულაციების შემოღებას აზრი არ ექნება მანამ, სანამ საავტომობილო საწვავი არ იქნება შესაბამისი სტანდარტით წარმოდგენილი.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეფექტიანად თანამშრომლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რაც ასოციაციის უმთავრესი პრიორიტეტია გამომდინარე ჩვენი მოსახლეობის ეკოლოგიური გარემოს უსაფრთხოების მნიშვნელობიდან. ამიტომაც, მიგვაჩნია, რომ საჭიროა გარკვეული რეგულაციის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამონაბოლქვის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენას. აღნიშნული უზრუნველყოფს როგორც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს არსებობას მომავალში, ასევე დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.



თეგები:
Bag



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up