ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

access_time2021-10-24 16:00:46

ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. მათი მტკიცებით, თვითნებურად გახსნილ ავტოსადგურებში საერთაშორისო სტანდარტები უგულებელყოფილია, საფთხის წინაშეა მგზავრები, რომლებიც ამ ავტოსადგურების ტრანსპორტს გადაჰყავთ, რადგან მძღოლისა და ტრანსპორტის მზაობას სატრანსპორტო მოძრაობაში ჩართვისთვის არავინ ამოწმებს. როგორც დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე ამბობს, კანონში შესატან ცვლილებებზე ბევრი აქვს ნამუშევარი. მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად არ არის აუცილებელი პარლამენტის მიერ კანონის მიღება, შეიძლება ნორმატიული აქტის გამოცემაც, რომლითაც ქვეყანაში საქალაქთოშრისო გადაყვანა დარეგულირდება და კონტროლს დაექვემდებარება. მიქატაძე ამბობს, რომ 7 წელია სახელმწიფო უწყებებისგან ერთი და იმავე პასუხს იღებს, პასუხს, რომელიც პრობლემას ვერ აგვარებს.


2020 წელს ავტოსადგურები სერთიფიცირების მოლოდინში იყვნენ, თუმცა, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო საკანონმდებლო დონეზე ესოდენ მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება. არადა, ჯერ კიდევ 2018 წელს საკანონმდებლო ინიციატივის სახით საქართველოს პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ავტოსადგურების სერთიფიცირების კანონმპროექტი დაფიქსირდა; ერთი წლის შემდეგ, 2019 წელს  გათვალისწინებული იყო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანა, რაც ვერ განხორციელდა;


ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები "კომერსანტს"  უხსნიან, რომ თვითნებურად გახსნილი უკანონო ავტოსადგურები მრავალმხრივ პრობლემას ქმნის: 1. აზარალებს, მომხმარებელს ართმევს კანონიერ ბიზნეს, კანონიერ ავტოსადგურს, რომელიც თითო მგზავრზე ბიუჯეტში იხდის ფულს 2. ბიუჯეტი კარგავს შემოსავლებს. 3. კითხვის ნიშნის ქვეშაა მგზავრების უსაფრთხოება, რადგან არ კონტროლდება ამ ავტოსადგურების მუშაობის ხარისხი და კანონთან შესაბამისობა, მათი ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა და მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა უშუალოდ რეისის განხორციელების წინ. ცალკე პრობლემაა ეკოლოგიური მდგომარეობა და ვიზუალური დისკომფორტი, ქაოსი, რაც, როგორც წესი, ასეთი სადგირების არსებობის ადგილებშია. 




სამგზავრო საავტომობილო ბაზარზე სრული ლიბერალიზაციის პირობებში, ავტოსადგურების მესაკუთრეების მიერ მოხდა, სამარშრუტო ქსელის მითვისება, მათი მხრიდან, გარეშე გადამზიდავებისათვის „კაბალური“ პირობების შეთავაზებამ, განაპირობა, უსისტემოდ, ფუნქიონირებადი ახალი, ავტოსადგურების წარმოშობა; (დიდუბის ხიდთან, ბენზინგასამართ სადგურთან ქაოტურად მოწყობილი ავტოსადგური). უარესდება თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა. ნაცვლად ავტოსადგურებისა მგზავრთა გადაყვანამ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, სისტემური ხასიათი მიიღო, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გააუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა; საყურადღენოა ისიც, რომ უარესდება ავტოტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობაც. გაიზარდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე არაპროფესიონალთა რიცხვი, რომლებიც იძენენ რესურსამოწურულ, იაფფასიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა უმრავლესობა არც ტექნიკური პარამეტრებით და არც ეკონომიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება მგზავრთა რეგულარული გადაყვანის მოთხოვნებს და იწყებენ მგზავრთა გადაყვანას. შედეგად, მეწარმე-გადამზიდველები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებენ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვითა და ბიუჯეტთან სრული ანგარიშსწორებით, აღმოჩნდენ არაკონკურენტუნარიან პირობებში, რაც იწვევს მათ განდევნას სატრანსპორტო ბაზრიდან და ნორმატიული აქტების მოთხოვნათა (ექიმი) უგულებელყოფით მომუშავე ავტობუსის/მიკროავტობუსების მფლობელი ინდივიდუალური პირებით ჩანაცვლებას, - უხსნის "კომერსანტს" "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" პრეზიდენტი, ლოგისტიკსა და ტრანსპორტის ექსპერტი,  პაატა ცაგარეიშვილი. 







ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა
access_time2021-12-03 18:00:48
3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.73 თეთრით 3.1210-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1093 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.39 თეთრით 3.5302-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.16 თეთრით 4.1447-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.46 თეთრით 1.8375-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.40 თეთრით 0.2291-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.39 თეთრით 6.3327-მდე გამყარდა. 100 რუსულ...

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება
access_time2021-12-03 15:32:51
სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინიციატივით გამოდიან. ისინი მთავრობას სთავაზობენ, მედიკამენტების ფასების რეგულირების ნაცვლად, სხვა სახის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მათი ნაწილის ინიციატივა შემდეგია: როგორც ცნობილია, 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები,...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-03 21:00:10
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების...

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი
access_time2021-12-03 14:55:22
გრატო, ერთადერთი სათბურია საქართველოში, რომელსაც 10 წელია შობის ვარსკვლავი ადგილზე მოჰყავს. პოინსეტია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას ესაჭიროება კონკრეტული პირობების შექმნა, რაც გრატოს სათბურებში მაქსიმალურად არის მიღწეული. გრატოს სათბურებში, მცენარეებს, ჩითილის ფაზიდანვე უტარდება მუდმივი, ყოველკვირეული კონტროლი მავნებელ-დაავადებებზე. ვინაიდან, მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მომხმარებელს მიაწოდონ ჯანმრთელი და ხარისხიანი მცენარე. ასევე, პოინსეტიას...

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა
access_time2021-12-03 14:30:17
ნოემბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 12.5% შეადგინა, თუმცა ცალკეულ პროდუქციაზე ფასები ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან და მომსახურებიდან 270 შემთხვევაში ფასები გაიზარდა, 10 დასახელების პროდუქტზე უცვლელად შენარჩუნდა 25 შემთხვევაში კი შემცირდა.   ბოლო ერთ წელიწადში თევზის კონსერვი და მოხარშული ძეხვი 13-13 პროცენტით გაძვირდა, შოკოლადი, ნიგოზი, ბანანი და კარაქი 14-14 პროცენტით, შებოლილი ხორცი 16%-ით, სულგუნი...


მსგავსი სიახლეები

up