ავტომწარმოებლებს  შემოსავლები გაეზარდათ

ავტომწარმოებლებს შემოსავლები გაეზარდათ

access_time2022-04-09 19:00:44

2021 წელი საავტომობილო ინდუსტრიაში უპრეცედენტო გამოწვევებით იყო სავსე, მათ შორის ყველაზე მეტად მიკროჩიპების დეფიციტით გამოწვეულმა პრობლემებმა კომპანიებს ახალი თავსატეხი გაუჩინა და რიგ შემთხვევებში ქარხნების გაჩერებაც კი მოუწიათ. შედეგად კომპანიების უმეტესობას გაყიდვები შეუმცირდა.

თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც შეძლეს დაბალი გაყიდვების პირობებშიც კი მაღალი შემოსავლის მიღება, ეს კი ძვირადღირებულ მოდელებზე წარმოების კონცენტრირებით და შესაბამისად, მათგან მეტი შემოსავლის მიღებით მოხერხდა. საბოლოო ჯამში კი გამოვიდა ისე, რომ წამყვანმა პრემიუმ-კლასის ავტომწარმოებლებმა გლობალურად ნაკლები ავტომობილი გაყიდეს, თუმცა წინა წელთან შედარებით შემოსავლები მაინც გაეზარდათ.

Aston Martin, BMW Group, Daimler, Ferrari, Ford, Geely Group, General Motors, Honda, Hyundai Motor Group, Isuzu, Mazda, Renault-Nissan, Stellantis, Subaru, Suzuki, Tata Group, Tesla, Toyota, და Volkswagen Group-ის შემოსავლებმა 2021 წელს 1,89 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც 13%-იანი ზრდაა 2020 წელთან შედარებით, თუმცა 6%-ით ნაკლებია პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით. საინტერესოა, რომ ამ პროცენტებს არ ემთხვევა გაყიდვების მაჩვენებელი, ვინაიდან ამ კომპანიებმა 2021 წელს 69,54 მილიონი ავტომობილი გაყიდეს, რაც 2%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით და 14%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიებმა ან ფასები გაზარდეს პროდუქტზე ან ფასდაკლებებისგან თავი შეიკავეს.

შედეგად, 2021 წელს კომპანიებმა თითო გაყიდული ავტომობილიდან საშუალოდ 27,270 დოლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 11%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით და 10%-ით მეტი 2019 წელთან შედარებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მიღებული ყოველი 100 დოლარის შემოსავლიდან კომპანიებს სუფთა მოგებაში რჩებოდათ 7,60 დოლარი. შედარებისთვის, 2020 წელს ეს ციფრი - 3,60 დოლარი, ხოლო 2019 წელს - 5,10 დოლარი იყო.


რაც შეეხება თითო გაყიდული ავტომობილიდან მიღებულ ყველაზე დიდ სუფთა მოგებას, ასეთებს შორის კვლავ ლიდერი იყო Ferrari. რომლის ოპერაციული მარჟინალობა 21.4%-დან 25.5%-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით კი, გამოდის, რომ კომპანიამ თითო გაყიდული მოდელიდან მიიღო 106,078 დოლარის სუფთა მოგება.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up