ავტომწარმოებელმა კომპანიებმა უარი თქვეს რუსეთისთვის ავტომობილების მიწოდებაზე. საუბარია ათობით ათას ავტომობილზე.
ამის შესახებ RBC-Ukraine Auto რუსულ გამოცემა „ვედომოსტიზე“ დაყრდნობით წერს.
თავისი ავტომობილების რუსულ ბაზარზე გადატვირთვაზე ერთდროულად რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ თქვა უარი.
ასეთ ზომებს შემდეგმა კომპანიებმა მიმართეს: Audi, General Motors, Volkswagen, Skoda და Jaguar Land Rover. რუსეთის ავტოსალონებამდე მხოლოდ ის უცხოური ავტომობილები მიაღწევენ, რომლებსაც უკვე გავლილი ჰქონდათ ქვეყნის საბაჟო პროცედურები.
საავტომობილო ბაზრის ექსპერტების დაანგარიშებით, რუსეთი დაახლოებით 40 000 ახალ ავტომობილს ვეღარ მიიღებს, რაც ისედაც არსებულ დეფიციტს გაამწვავებს. კომპანიები ჯერ არაფერს ამბობენ ამ შეზღუდვის ვადების შესახებ.