ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Tesla რეკორდულად გაძვირდა. Reuters ცნობით კომპანიის კაპიტალიზაციამ $89 მილიარდი შეადგინა. რაც ავტოგიგანტების General Motors-ის და Ford-ის კაპიტალიზაციაზე მეტია. ამ დროისთვის Tesla ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელია.
Tesla-ს აქციებზე ფასი 2019 წლის ბოლოდან იზრდება. გასული წლის მესამე კვარტალში კომპანიის მოგებამ $143 მილიონი შეადგინა. 8 იანვარს ბირჟაზე ვაჭრობისას Tesla აქციის ფასმა $492,14 შეადგინა და 5%-ით გაიზარდა.
imedinews.ge