ავტომობილის მხოლოდ ტესტირებაზე მიყვანა  მოქალაქეებს თითქმის 72 მილიონი ლარი დაუჯდებათ

ავტომობილის მხოლოდ ტესტირებაზე მიყვანა მოქალაქეებს თითქმის 72 მილიონი ლარი დაუჯდებათ

access_time2018-03-09 19:00:33

 

2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ტექდათვალიერება აღდგა. ჯერ-ჯერობით ავტომობილის შემოწმების ვალდებულება ყველა ავტომობილზე არ ვრცელდება, მას ახლა მხოლოდ იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები, 3.5 ტონაზე მძიმე ტრანსპორტი და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის ავტომობილები გადიან. 2019 წლიდან შემოწმების ვალდებულება ყველა ავტომობილზე გავრცელდება. 

 

ტესტირება ავტომობილის გამართულობის თითქმის ყველა ასპექტს ეხება დაწყებული მუხრუჭებით, დამთავრებული გამონაბოლქვში მავნე აირების შემცველობით. ტესტირების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი იქნება, თუ ავტომობილი პირველ ჯერზე ვერ გაივლის ტესტირებას მას ხარვეზების გამოსასწორებლად 1 თვე მიეცემა, რის შემდეგაც ის ხელმეორე ტესტირებაზე გავა, თუ მეორე ტესტირებაც წარუმატებლად გაიარა, მაშინ ავტომობილს მოძრაობის უფლება ჩამოერთმევა.

 

იანვარ-თებერვალში შემოწმებაზე სულ 11,457 ავტომობილი იყო, საიდანაც 25%-მა მინიმალური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. მათ ამ ხარვეზების გამოსასწორებლად 1-თვიანი ვადა მიეცათ.

 

 

 

ამ პირველად შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ვარაუდის გაკეთება, რომ მომავალშიც ავტომობილების დაახლოებით ერთი მეოთხედი ტესტირების მოთხოვნებს პირველივე ჯერზე ვერ დაძლევს. შესაბამისად მათ ავტომობილის შეკეთება დასჭირდებათ. თუ ავტომობილი ხელმეორე ტესტირების შემდეგაც ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს მას მოძრაობის უფლება შეუჩერდება. მოძრაობის უფლების გარეშე კი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მანქანა ღირებულებას დაკარგავს და ის უბრალოდ ჯართად იქცევა. 

რა შეიძლება იყოს სავალდებულო ტექდათვალიერებით მოსახლეობისთვის გამოწვეული ხარჯი თუ მომავალშიც ავტომობილების 25%-მა ტესტირება პირველივე ჯერზე ვერ გადალახა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 1.19 მილიონი ავტომობილი. მათი უმეტესი ნაწილი მოძველებულია. სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილების 90% (1.08 მილიონი ავტომობილი) 10 წელზე დიდი ხნის წინაა გამოშვებული, მათი 46.1% (550 ათასი ავტომობილი) კი 20 წელზე ძველია. 

 

გამოშვების წლების მიხედვით ავტომობილების ზუსტი სტატისტიკა:

  • 1-დან 3 წლამდე - 15 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 1.2%
  • 4-დან 6 წლამდე - 27 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 2.2%
  • 7-დან 10 წლამდე - 63.8 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 5.3%
  • 11-დან 20 წლამდე - 450 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 45%
  • 20+ წლის - 550 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 46.1%
  •  

მოძველებული ავტოპარკი კი ნიშნავს, რომ ავტომფლობელებს ტესტირების წარმატებით გავლისთვის გარკვეული დანახარჯების გაღება მოუწევთ, რაც მათთვის ტესტირების ღირებულებასთან (60 ლართან) ერთად დამატებით დანახარჯს წარმოადგენს.


 

1.19 მილიონი ავტომობილის ტესტირებაზე გაყვანა (60 ლარის მოსაკრებლის პირობებში) 71.6 მილიონი ლარი დაჯდება. ეს ნიშნავს რომ ავტომობილის მხოლოდ ტესტირებაზე მიყვანა საქართველოს მოქალაქეებს თითქმის 72 მილიონი ლარი დაუდჯებათ.

 

 

რეფორმა მოსახლეობას საკუთარი ავტომობილის მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებამდე გამართვას ავალდებულებს, ეს კი ნიშნავს რომ მათ სხვადასხვა სახის ტექნიკურ შეკეთებებზე მილიონობით ლარის დახარჯვა მოუწევთ.

 

ავტომობილებს, რომლებიც პირველად ტესტირებაზე მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ მიეცემათ ერთთვიანი ვადა, რათა ტექნიკური ხარვეზები გამოასწორონ და ხელახალ ტესტირებაზე გავიდნენ.

 

ხელახალი ტესტირებისთვის მომზადება ავტომფლობელთათვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს (სერვისცენტრში მიყვანის ხარჯები და დრო რომელიც ავტომობილის შეკეთებასთანაა დაკავშირებული, რადგანაც ამ პერიოდში ავტომფლობელები ავტომობილს ვერ იყენებენ). 

 

თუ ჩაჭრის მაჩვენებელი მომავალშიც 25%-ზე შენარჩუნდა, გამოვა რომ ტესტირების პირველ ჯერზე  297 ათასი ავტომობილი ჩაიჭრება. იმ შემთხვევაში თუ დავუშვებთ, რომ ერთი ავტომობილის შეკეთების გასაშუალოებული ღირებულება 500 ლარი იქნება, მოსახლეობისთვის ჩაჭრილი ავტომობილების შეკეთების მთლიანი ხარჯები ასეთი შეიძლება იყოს:

 

297,000 X 500 = 148,750,000 ლარი

შესაბამისად, განმეორებით ტესტირებაზე ავტომობილების მიყვანა მოსახლეობას 148 მილიონი შეიძლება დაუჯდეს. არსებობს რისკი, რომ ავტომობილმა განმეორებითი ტესტირებაც ვერ დააკმაყოფილოს, ამ შემთხვევაში მას მოძრაობის უფლება სრულად შეუჩერდება. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილების გარკვეული რაოდენობა უბრალოდ ჯართად იქცევა. თურქეთის შემთხვევაში, ტექდათვალიერების ამოქმედების შედეგად ავტოპარკის 3-4%-ს მოუწია გაჩერება. 

 

რეფორმა მოსახლეობას საკუთარი ავტომობილების შეკეთებისკენ უბიძგებს, რაც ავტოსერვისზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს, რის შედეგადაც შესაძლოა, სერვისის ღირებულება გაიზარდოს. 

 

ავტოტრანსპორტის პერიოდული ტექნიკური ტესტირების შემოღების ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. მთავრობა ტექდათვალიერების აღდგენას წინა წლებშიც აანონსებდა, თუმცა საბოლოოდ პროექტის დაწყება 2018 წლამდე გადავადდა. ეს ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების ბოლო პერიოდს წარმოადგენს.

 

2015 წელს ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ჩაატარა მოსახლეობის აზრის კვლევა ტექდათვალიერების აღდგენასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 68%-მა განაცხადა, რომ ტექდათვალიერების აღდგენა დადებითი ცვლილება იქნება. 

 

რა ტექნიკური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ ავტომობილებმა გაიგეთ ბმულზე.

ერთ-ერთი მოთხოვნა ასე გამოიყურება:

  • დაუშვებელია საბრუნი პოჭოჭიკის ბერკეტის შეერთებაში და საჭის წევების სახსრებში ფოლხვა.
  • ჯამური ფოლხვის გაზომვის მაქსიმალური ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს ერთ გრადუსს.

 

წყარო: ტაბულა

 

 



მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up