ავტომობილის მფლობელებს, რომლებსაც ტექინსპექტირების გავლა საგანგებო მდგომარეობის დროს უწევდათ, ტექდათვალიერებისთვის ორთვიანი ვადა მიეცათ

ავტომობილის მფლობელებს, რომლებსაც ტექინსპექტირების გავლა საგანგებო მდგომარეობის დროს უწევდათ, ტექდათვალიერებისთვის ორთვიანი ვადა მიეცათ

access_time2020-05-23 13:45:27

ავტომობილის მფლობელებს, რომლებსაც პერიოდული ტექინსპექტირების გავლა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უწევდათ, ტექდათვალიერების გასავლელად დამატებით ორთვიანი ვადა მიეცათ.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ავტომობილის მფლობელებმა სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება მიმდინარე წლის 21 ივლისამდე უნდა განახორციელონ.

„მათ, ვისაც უკვე დღეიდან უწევდათ ტექინსპექტირების გავლა, ვალდებულები არიან ავტომობილების დათვალიერება განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 50 ლარით დაჯარიმდრებიან. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა უწევდათსაგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მათთვის განისაზღვრა დამატებით კიდევ 60 კალენდარული დღე, ანუ 21 ივლისამდე ისინი შეძლებენ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლას. თუ მაგალითად დღეს, ან მომდევნო დღეებში უწევთ ტექდათვალიერება, ამ შემთხვევაში უკვე ამ ადამიანებმა თავის დროზე უნდა გაიარონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება” , – განაცხადა მიხეილ ხმალაძემ.



1tv

თეგები:
ავტომობილი



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-05 21:00:52
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი ხელშეკრულებები და გაუმჭვირვალე ხარჯი - როგორ მუშაობს „მთის კურორტების კომპანია“ კომპანიის განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი...

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება
access_time2021-05-05 20:00:45
დედამიწის მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის კორონავირუსისგან აცრას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეუსმა.   მისი თქმით, ეს თანხა 19 მლრდ. დოლარს დაემატება, რომელიც მიიღო საერთაშორისო პროგრამა ACT Accelerator-მა, რომელიც ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნა.   „ჩვენი შეფასებით, 45 მლრდ. დოლარი საკმარისი იქნება იმისთვის რომ ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა აიცრას“-...

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები 700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები  700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ
access_time2021-05-05 19:00:30
ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანში გლეხებს და ფერმერებს თითქმის 700 ტონა კარტოფილი ულპებათ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან სასწრაფო დახმარებას ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში მზადაა მოსავალი გადაყაროს.   მათი თქმით, კარტოფილის რეალიზებას მასშტაბური იმპორტი ართულებს.   „ამ წელს მოსახლეობას მოსავლის გადაყრა მოუწევს, რადგანაც არც ერთი მყიდველი ჩვენთან ჯერ არ მოსულა. მთავრობა სულ ლაპარაკობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მაგრამ...

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-05-05 18:00:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 5 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 5 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 6 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია
access_time2021-05-05 16:05:55
„ციფრული ლარს მოვიაზრებთ ნაღდი ფულის ჩასანაცვლებლად“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.   მისი თქმით, ელექტრონული ლარის უპირატესობა იქნება დაბალი საოპერაციო ხარჯი და ამასთან, მომენტალურობა. გარდა ამისა, ციფრული ვალუტის გამოყენებისას არ იქნება საჭირო ანგარიშის ქონა რომელიმე ბანკში და არ საჭიროებს შუამავალს.   როგორც პაპუნა ლეჟავამ განმარტა, ელექტრონული ლარის...


მსგავსი სიახლეები

up