„ფრანს ავტომ“ მუშაობა განაახლა-„დღევანდელი მდგომარეობა არ გვაძლევს საბაბს 100%-ით ოპტიმისტები ვიყოთ“

„ფრანს ავტომ“ მუშაობა განაახლა-„დღევანდელი მდგომარეობა არ გვაძლევს საბაბს 100%-ით ოპტიმისტები ვიყოთ“

access_time2020-05-26 10:00:42

პანდემია, რომელმაც მიმდინარე წელს მსოფლიო დააზარალა, საქართველოშიც  ეკონომიკის ყველა სექტორს შეეხო,   მათ შორის,საავტომობილო ბაზარს.  როგორც სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, ავტომობილი პირველადი გამოყენების საგნებში არ შედის და მისი შეძენა ბევრისთვის პრიორიტეტი არ არის.

 

საქართველოში რენოს ოფიციალური წარმომადგენლობის „ფრანს ავტოს“ გაყიდვებისა და ლოგისტიკის ხელმძღვანელი თამარ მეტრეველი “კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში კომპანია არ ფუნქციონირებდა, აღნიშნულ პერიოდში მიღებული ზარალი კი საკმაოდ დიდია.


 

 „ორი კვირაა აღვადგინეთ მუშაობა. ეს პერიოდი კომპანიისთვის ძალიან მძიმე გამოდგა. ვერ ვახდენდით რეგისტრაციებს, მცირე შეკვეთები გვქონდა მაგრამ  ეს არის მინინმუმი იმასთან შედარებით, როგორც ვმუშაობდით.  როდესაც პირველი ეტაპი დაიწყო და ობიექტებმა ფუნქციონირება დაიწყეს, შევძელით რამდენიმე მანქანის გაფორმება. კომპანიის  სერვისი,  სახელმწიფო სტრუქტურებს ემსახურებოდა, სხვა ყველაფერი გაჩერებული იყო და დღეის მდგომარეობით, საკმაოდ დიდ  ზარალზე ვართ.“,-განაცხადა თამარ მეტრეველმა.

 

„ფრანს ავტოს“ წარმომადგენლებს, მუშაობის განახლების დროს განსხვავებული სურათი დახვდათ. როგორც გაყიდვებისა და ლოგისტიკის ხელმძღვანელი  აცხადებს, ბაზრის არასტაბილური მდგომარეობისა და გლობალური პრობლემის გამო კომპანია გაყიდვების იმ მცირე მაჩვენებელსაც არ ელოდა რაც ორი კვირის განმავლობაში მიიღო.


 

 

„ადგილზე მოსულებს სრულიად გაყინული მდგომარეობა და უძრავი ბაზარი დაგვხვდა.  ქვეყანაში რა მდგომარეობაცაა ანალოგიურია ყველა სფეროში. გახსნის დღიდან დღემდე  უმნიშვნელო ძვრები დაიწყო,  თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ამასაც არ მოველოდით.მიუხედავად იმისა, რომ ანტიკრიზისული გეგმა არ გვქონია და დღესაც არ გვაქვს, მაინც შევძელით თანამშრომლების შენარჩუნება. ამ პერიოდში ხელფასსაც დათქმულ დროს გავცემთ.“-აღნიშნა მეტრეველმა და იმ ფაქტსაც გაუსვა ხაზი,  რომ ბიზნესი მხოლოდ გარემოპირობებზეა დამოკიდებული.


 

„რადგან ავტომობილი არ არის  პირველადი მოხმარების, ამიტომ გარეფაქტორებზე და სხვა ბიზნესის მუშაობაზე ვართ დამოკიდებული. უმრავლესობა დიდი დარტყმის ქვეშაა და პროპორციულად ასახულია ჩვენზეც. ამ დროს კი მოლოდინი ნეიტრალური გვაქვს, არც პესიმისტურად ვუყურებთ საკითხს,  თუმცა განვლილი 2 თვე  და დღევანდელი მდგომარეობა არ გვაძლევს საბაბს 100%-ით ოპტიმისტები ვიყოთ. ბაზრის დასტაბილურებას ველოდებით, ამ დროს კი მეორე ეტაპი არ უნდა დაგვატყდეს თავს. თუ ამას გადავლახავთ ბიზნესიც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება“,- განაცხადა თამარ მეტრეველმა.  


ნათია ლომიძე 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up