ავტომობილის გასაღები, რომელიც  ნახევარი მილიონი ევრო ღირს

ავტომობილის გასაღები, რომელიც ნახევარი მილიონი ევრო ღირს

access_time2019-04-11 23:45:56

კომპანია Awain-მა რომელიც ავტომობილებისთვის ძვირფას გასაღებებს ქმნის, წარმოადგინა 500,000 ევროიანი ელექტრო გასაღები სახელწოდებით Phantom. ს არის გასაღები რომლის ფასად თქვენ მარტივად შეიძნეთ ახალთახალ Lamborghini Aventador SVJ-ს და უამრავ სხვა ავტომობილს.


ალბათ იკითხავთ რატომ ღირს ის ასე ძვირი? როგორც ფოტოდან ხედავთ ის ძვირფასი ქვებითაა მოკაზმული და ეს უბრალო კრისტალები არ გეგონით, ეს სუფთა ბრილიანტებია, ამ შემთხვევაში კი მათი ჯამურო მოცულობა 34,5 კარატია. აქვეა სოლიდური 18 კარატიანი სინჯის ოქრო. რაც შეეხება გასაღების ცენტრალურ ნაწილს მყიდველებს საკუთარი გემოვნებით შეუძლიათ შეარჩიონ სხვადასხვა ფერის ტყავი ან ხე.
კომპანია ამ უნიკალურ მოდელს ერთადერთ ეგზემპლარად წარმოადგენს.




თუ თქვენ შედარებით მოკრძალებულ ფასიან ვარიანტებს არჩევთ, მაშინ კომპანია 20 კარატის ბრილიანტით და 175 გრამი ოქროს 80 ათას ევროიან მოდელს Serenity-ის შემოგთავაზებთ, ან მოდელს Quantum, რომელიც 49,000 ევრო ღირს და 3,6 კარატის კომბინაციას გვთავაზობს 175 გრამ ოქროსთან. ამ მოდელების 20-20 ეგზემპლარი გამოვა


ცნობისათვის Awain-ის კლიენტები ძირითადად არიან Bugatti, Bentley, Aston Martin, Maserati, Lamborghini, McLaren, Maybach, Rolls-Royce, Porsche, და Mercedes-Benz-ის მფლობელები, ამ ავტომობილების უმეტესობა კი ე.წ. ქეილეს სისტემითაა აღჭურვილი და მძღოლს გასაღების ჯიბიდან ამოტანა პრაქტიკუალდ არასოდეს სჭირდება. შედეგად ისმის კითხვა მაშინ რატომ უნდა გადაიხადო გასაღებში ნახევარი მილიონი?



autobild.ge

თეგები:
Awain



19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება
access_time2020-10-19 19:30:29
როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.   ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.   საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის...

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს
access_time2020-10-19 17:30:07
ავიაკომპანია „აირ ჯორჯიამ“ შესაძლოა, დაბალბიუჯეტიანი ფრენები დაიწყოს. როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ხვალ შემოვა, მეორე კი დაახლოებით, 1 თვეში.   გიორგი კოდუას თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ქართული დაბალბიუჯეტანი ავიაკომპანია, რომელიც კონკურენციას Wizz Air-ს გაუწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო...


მსგავსი სიახლეები

up