„ავტომობილებით საქართველოში ხორბლის მხოლოდ 10-15% შემოდის“

„ავტომობილებით საქართველოში ხორბლის მხოლოდ 10-15% შემოდის“

access_time2018-08-23 13:09:34

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის ლევან სილაგავას განცხადებით, საქართველოში ხორბლის იმპორტის მხოლოდ 10-15% ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებით და შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ამ გზით ხორბლის იმპორტი და ექსპორტი იკრძალება პროდუქციის ფასზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.


სილაგავა BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში თვეში 45-50 000 ტონა ხორბლის იმპორტი ხორციელდება და მისი უდიდესი წილი რკინიგზაზე და გემებზე მოდის.


„მსხვილ წისქვილებს ხორბალი ქვეყანაში უმეტესად რკინიგზითა და გემებით შემოაქვთ. ავტოსატრანსპორტო საშუალებით იმპორტის მხოლოდ 10-15% ხორციელდება, ამიტომ გადაწვეტილებას დიდი გავლენა არ ექნება.


გადაწყვეტილების მოტივი ჩემთვის უცნობია, თუმცა ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს საბაჟო პუნქტების გადატვირთულობას. ლარსის გამშვები პუნქტის გამტარუნაიანობა ისედაც შეზღუდულია და შესაძლოა ეს იყოს მიზეზი“, - ამბობს სილაგავა და დასძენს, რომ გამშვები პუნქტის გადატვირთულობის გამო პრობლემა ექმნებოდათ ხილის ექსპორტიორებს.



შეგახსენებთ, რომ ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და გატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იკრძალება. ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით, რომელსაც ხელს ივანე მაჭავარიანი აწერს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლის შემოტანა და გატანა ნებადართული ხდება მხოლოდ სარკინიგზო გზითა და პორტების მეშვეობით. ცალკეულ შემთხვევებში კი შემოსავლების სამსახურის ნებართვით ხორბლის შემოტანა და გატანა შესაძლოა, სხვა ტიპის ტრანსპორტითაც განხორციელდეს. ბრძანება ძალაში 15 სექტემბრიდან შედის.


BM.GE უკვე წერდა, რომ ხორბლის იმპორტზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება იგეგმებოდა. სატვირთო ავტომობილის 100-მდე მძღოლმა მიმდინარე კვირაში აქციაც გამართა. მძღოლები BM.GE-სთან საუბარში ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზი რკინიგზის ლობირებაა და ის ქვეყანაში ხორბლის და შესაბამისად ფქვილისა და პურის გაძვირებას გამოიწვევს. საქართველოში ხორბლის იმპორტის უდიდესი წილი რუსეთზე მოდის.



BM.GE 






ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 6,4%-ის დონეზეა

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 6,4%-ის დონეზეა
access_time2021-07-31 10:00:13
ივნისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა არა მხოლოდ პანდემიური 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან, არამედ 2019 წელთან შეადრებითაც.  ბიზნესგარემოს საგარეო ეკონომიკური კონიუნქტურის გაუმჯობესება,  წარმოების ზრდა და  რეკორდული ფინანსური ტრანზაქციები  უცხოეთიდან - ეს ის ფაქტორებია, რამაც წინა თვეში ეკონომიკა მაღალი ორნიშნა მაჩვენებლით გაზარდა.  2019 წელთან შედარებით, ზრდა 6,4%-ის დონეზეა. როგორც  სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up