ავტომობილების, სამედიცინო და ქონების დაზღვევა -  საეჭვო სადაზღვევო ფაქტები ქართულ ბაზარზე

ავტომობილების, სამედიცინო და ქონების დაზღვევა - საეჭვო სადაზღვევო ფაქტები ქართულ ბაზარზე

access_time2017-08-17 09:30:47

ავტომობილების, სამედიცინო და ქონების დაზღვევა – ეს ის სადაზღვევო პროდუქტებია, სადაც საეჭვო შემთხვევები ხშირად არა, მაგრამ მაინც ფიქსირდება. როგორც სადაზღვევო კომპანიებში კომერსანტს განუცხადეს, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები დაზღვევის სერვისს არაკეთილსინდისიერად იყენებენ  და ფულის გადახდას ითხოვენ.  

 

სადაზღვევო კომპანიების მიმართ ჩადენილი თაღლითობის ერთ–ერთი უპრეცედენტო ფაქტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გახსნა და 4 ადამიანიც დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 2015 წლის 5 დეკემბრიდან 2016 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საკუთარ სახელზე გაფორმებულ, სხვადასხვა მარკის ავტომანქანებს სადაზღვევო კომპანიებში აზღვევდნენ. შემდეგ, ამავე დაზღვეული ავტომანქანების გამოყენებით, ინსცენირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს - განზრახ შეჯახებებს ახდენდნენ. ბრალდებულები მომხდარი ავტოავარიების შესახებ სადაზღვევო კომპანიებს ატყობინებდნენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. სადაზღვევო კომპანიები კი ზარალის ასანაზღაურებელ თანხას დამზღვევი პირების ანგარიშზე რიცხავდნენ. დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ჩადენილი თაღლითური ქმედებების შედეგად, სადაზღვევო კომპანიებს, დაახლოებით, 33, 000 ლარის ოდენობის ფინანსური ზარალი მიაყენა.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ტიპის საეჭვო სადაზღვევო ფაქტებს ხვდება ყველაზე ხშირად საქართველოში. როგორც ჩვენთან საუბრისას სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, პირველ ადგილს ავტოდაზღვევა იკავებს, შემდეგ მოდის სამედიცინო დაზღვევა, მესამე ადგილზე კი საეჭვო ფაქტები ქონების დაზღვევის მხრივ ფიქსირდება.

  

სადაზღვევო კომპანია „არდიში“ აცხადებენ, რომ ავტოდაზღვევასთან ერთად საეჭვო ფაქტები სამედიცინო დაზღვევაშიც ფიქსირდება. მათი თქმით, ამ უკანასკნელის შემთხვევაში მიზეზი კლინიკებისა და ექიმების მხრიდან ჰიპერდიაგნოსტიკა და გადაჭარბებული მკურნალობაა.

 

“ავტოდაზღვევის მიმართულებაში საეჭვო სადაზღვევო შემთხვევებიდან იკვეთება ძირითადად 2 კატეგორია: ერთი, როდესაც  უხეში გაუფრთხილებლობით საეჭვო სიტუაციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდება. მსგავსი ფაქტები რეგისტრირებულია ძირითადად იმ ავტომობილებზე, რომელთა საბაზრო ფასიც მცირდება წლის განმავლობაში ან როდესაც ავტომობილი იშვიათი მოდელისაა. მეორე კი არის დაუდგენელ სიტუაციაში არსებული დაზიანებები, რომლის დიდი ნაწილი არის საეჭვო. დაგვიდგენია, რომ მსგავსი შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი რეალურად სხვა გარემოებაში მოხდა და მძღოლი ცდილობს წარმოაჩინოს, როგორც პარკირების დროს, დაუდგენელი პირის მიერ დაზიანების შემთხვევა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

კიდევ საეჭვო სიტუაციები ფიქსირდება ჯანმრთელობის დაზღვევაში. კერძოდ, კლინიკებისა და ექიმების მხრიდან ხდება ჰიპერდიაგნოსტიკა, გადაჭარბებული მკურნალობა, რეალურად პაციენტის ინტერესები არის მეორეხარისხოვანი იმ კუთხით, რომ ყველაფერი ორიენტირებულია გაყიდვებზე. ანუ რეალურ საჭიროებასა და მიწოდების სერვისს შორის არის აცდენა. ეს არის დიდი პრობლემა, რაც საბოლოო ჯამში აისახება იმაზე, რომ ადამიანი მოიხმარს იმაზე მეტ მედიკამენტს, ვიდრე სჭირდება, იტარებს ისეთ მომსახურებას, რომელიც საერთოდ არ სჭირდება“, - აღნიშნეს „არდიში“.

 


სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით საეჭვო ფაქტებზე საუბრობს სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თინა სტამბოლიშვილიც. მისი განცხადებით, ყველაზე გავრცელებულია შემთხვევები, როდესაც პაციენტის დიაგნოზი სხვაა და სადაზღვევო ხელშეკრულებაში სხვა რამ წერია.

 

„საერთოდ, ადამიანებს, რომლებსაც კრიმინალური მიდრეკილებები აქვთ, უჩნდებათ სურვილი, რომ სადაზღვევო კომპანიას თანხები გამოსძალონ. ეს ხდება ყველგან, მათ შორის, საქართველოშიც. ჩვენთან არსებობს თაღლითობის გამოვლენის ჯგუფი, რომელიც მსგავს საეჭვო ქეისებს იძიებს. თუკი აღმოვაჩენთ კრიმინალის ნიშნებს, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მივმართავთ. მსგავსი ფაქტები ხდება ავტოდაზღვევის და ჯანმრთელობის დაზღვევაში. სამედიცინო დაზღვევაში ხშირია არარსებული დიაგნოზის, ბევრი მედიკამენტის გამოწერის ფაქტები, მაგალითად, როდესაც დიაგნოზი სხვა არის და დაზღვევის ხელშეკრულებაში სხვა წერია. ვერ ვიტყვი, რომ ზოგადად თაღლითობის შემთხვევები ხშირია, განსაკუთრებით ასე ორგანიზებულად ჩადენილი დანაშაული, თუმცა ფაქტები ფიქსირდება. უმეტესობა ქეისი, რაც გამოძიებისთვის გადაგვიცია, დადასტურებულა. შემდეგ უკვე შესაბამისი ორგანოები ადგენენ, რას ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაული და რეაგირებასაც ახდენენ“, - განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა.

 

 

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ზარალების განყოფილების უფროსის, ვახო ებიტაშვილის თქმით კი, მათი კომპანია საეჭვო სადაზღვევო ფაქტების თავიდან ასაცილებლად გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს მიმართავს.

 

„მსგავსი თაღლითობის ფაქტები, რაც შსს–მ გახსნა, საერთაშორისო პრაქტიკაშიც მრავლად არის. სადაზღვევო ბაზრის განვითარებასთან ერთად, ასეთი ფაქტები ჩვენთანაც იზრდება და არის ისეთი  შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი მომხმარებელი არაკეთილსინდისიერად იქცევა და ცდილობს სადაზღვევო კომპანიისგან სარგებელი მიიღოს. საეჭვო ფაქტები ყველაზე გავრცელებულია ავტოდაზღვევის მიმართულებაში და შემდეგ უკვე ქონებრივი რისკები მოდის. 

 

მართალია, შსს ასეთ ფაქტებს იძიებს და ავლენს კიდეც,  მაგრამ ასეთი შემთხვევები გაცილებით მეტია, ვიდრე ვლინდება. მივესალმებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებას, რომ აღკვეთეს მსგავსი უპრეცენტო დანაშაული და მომავალშიც აუცილებელია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ პრევენციის კუთხით აქტიურად ვმუშაობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, თაღლითებისგან თავი ჩვენივე რესურსებით დავიცვათ“, - განაცხადა ვახო ებიტაშვილმა.

 

სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი ანდრო ხუხუნაიშვილიც აცხადებს, რომ კომპანია პრევენციულ ზომებს თავად ატარებს. ასევე, მისი ინფორმაციით, ავტოდაზღვევის და სამედიცინო დაზღვევის გარდა, თაღლითური ფაქტები ტვირთების დაზღვევაშიც ვლინდება.

 

„სადაზღვევო თაღლითობის შემთხვევები ხშირი არ არის. ჩემი აზრით, ბაზარი ჯერ კიდევ არ არის ისე გაზრდილი, რომ ასეთი შემთხვევებიც გაიზარდოს. ძირითადად, მსგავსი ფაქტები ავტოდაზღვევის მიმართულებაში და იშვითად ტვირთების დაზღვევაშიც ხდება. თუმცა კონკრეტულად ფაქტებზე საუბარი მიჭირს. ჯანდაცვის დაზღვევას რაც შეეხება, აქაც  შეინიშნება საეჭვო გარემოებები.

 

როცა დაზღვევის პროცესში ეჭვი ჩნდება, რომ შესაძლოა თაღლითობას ჰქონდეს ადგილი, საგამოძიებო სამსახურებს მივმართავთ. რაც შეეხება პრევენციას, ეს არის კომპეტენცია და გამოცდილება, რომელიც საკმაოდ დიდია და ასევე, ვიყენებთ დაცვით მექანიზმებს“, - აღნიშნა ანდრო ხუხუნაიშვილმა.

 

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 



EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს

EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს
access_time2020-04-02 15:15:32
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  ეხმიანება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის N204 დადგენილებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით საჯარო ტრანსპორტის შეზღუდვას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას სათანადო ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე გადაადგილების უზრუნველსაყოფად. „დღეს, საქართველოში...

Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“

Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“
access_time2020-04-02 14:15:17
ჩანთების ქართული  ბრენდი   Gepherrin, რომლის შემოსავლის  მნიშვნელოვანი ნაწილი პროდუქციის ონლაინ მიწოდებას ეყრდნობოდა, მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით საქმიანობას დროებით სრულად აჩერებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, ხდება აქტიური კომუნიკაცია მთავრობასთან, რომ მიწოდების სერვისი არ იყოს შეზღუდული ამ ბიზნესისთვის, თუმცა ამ ეტაპზე უშედეგოდ. „ჩვენი მოხმარებლის დიდი ნაწილი დისტანციურად ყიდულობდა ჩვენს...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1862 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2300 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1862 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2300 ლარი ღირს
access_time2020-04-02 13:15:02
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1994-ით დაიწყო, 13:00 საათისთვის 1 დოლარი იგივე 3.1862-ის ნიშნულზეა. საქართველოს...

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

 ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს  კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-04-02 11:40:24
ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონა ვირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა. ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ 7...

რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება

რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება
access_time2020-04-02 11:00:19
გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობების სია, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ. საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად, ამ საქმიანობებს შორისაა: შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის), სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის), საშენი მასალების წარმოება (მხოლოდ...


მსგავსი სიახლეები

up