საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ბაზარმა 2020 წელს 404,1 მლნ დოლარი შეადგინა.
ეს კი 44.8%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ რეექსპორტიდან შემოსავალი 732,8 მლნ დოლარი იყო.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან 40 712 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, 2019-ში - 107 268. შარშან რეექსპორტი 59 ქვეყანაში განხორციელდა, მათ შორის, კვიპროსში, ჩინეთში, შვეიცარიაში, იორდანიაში, სალვადორში და ა.შ.
Top-10 ქვეყანა რეექსპორტის მაჩვენებლით:
აზერბაიჯანი - 226,384 მლნ დოლარი (23 348 ერთეული)
უკრაინა - 81,094 მლნ დოლარი (10 336 ერთეული)
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 23,941 მლნ დოლარი (401 ერთეული)
ბელგია - 14,2 მლნ დოლარი ( 299 ერთეული)
რუსეთი - 10,644 მლნ დოლარი (1 906 ერთეული)
ყირგიზეთი - 8,208 მლნ დოლარი (931 ერთეული)
ტაჯიკეტი - 6,159 მლნ დოლარი (868 ერთეული)
თურქეთი - 5,428 მლნ დოლარი (146 ერთეული)
სომხეთი - 4,884 მლნ დოლარი (850 ერთეული)
ყაზახეთი - 3,961 მლნ დოლარი (317 ერთეული)
BPN.GE