საზღვრების გახსნის შემდეგ, შეიძლება საკმარისი მანქანები არ იყოს - ავტომობილების რეექსპორტი დღითიდღე იზრდება

საზღვრების გახსნის შემდეგ, შეიძლება საკმარისი მანქანები არ იყოს - ავტომობილების რეექსპორტი დღითიდღე იზრდება

access_time2020-07-28 10:00:44

რეექსპორტი დღითიდღე იზრდება და საზღვრების გახსნის შემდეგ, ვვარაუდობთ, რომ შეიძლება საკმარისი ავტომობილებიც არ ჰყავდეს ბაზარს. სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, რუსეთი, უკრაინა - ამ ქვეყნებში ავტომობილების მიმართულებით შიმშილია და შეიძლება რეალიზაცია იმაზე მეტი იყოს ვიდრე პანდემიამდე  და ერთიანად დაიძრან,  ასე აფასებს კავკასიის ავტოიმპორტის დირექტორი გიორგი სურგულაძე პანდემიის პირობებში ავტომობილების ბაზარზე რეალიზაციის დინამიკასა და სამომავლო პროგნოზებს.


როგორც სურგულაძე განმარტავს, საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების 60 პროცენტი მუდმივად საზღვარგარეთ გადიოდა. პანდემიამ და საზღვრების ჩაკეტვამ პროცესები შეაფერხა, თუმცა დილერები ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით გააქტიურდნენ. რუსეთს, უკრაინას, ყირგიზეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ამ მიმართულებით უზბეკეთიც შემოუერთდა და დიდ როლს თამაშობს რეექსპორტის ბაზარზე. 


ექსპორტის რაოდენობა რა თქმა უნდა შეიზღუდა, რადგან საზღვრები ჩაკეტილია, თუმცა მეზობელმა ქვეყნებმა, სადაც მსგავსი რამ ხდება, ონლაინ ვაჭრობა დაიწყეს და ექსპორტი დღითიდღე იმატებს. ძველ ნიშნულს მაინც ვერ უბრუნდება, მაგრამ ამ მიმართულებით კვირიდან კვირამდე მატება იგრძნობა, რაც ძალიან კარგია. ცხადია, ბრუნვამ დაიწია, მაგრამ პრობლემის შემქმნელს და აპოკალიფსურს ვერ დავარქმევდი, რადგან ფუჭებადი საქონელი არ არის.



ჩვენ ბაზარზეც, რეალიზაცია რა თქმა უნდა პროცენტულად შემცირებულია, მაგრამ 15-20 %-ით, მეტად არა,  განმარტავს გიორგი სურგულაძე. 

რაც შეეხება ავტომობილების ფასებს, ზოგ ქვეყანაში დეფიციტის გამო, ღირებულება გაზრდილი ან სტაბილურად ძველ ნიშნულზეა შენარჩუნებული. 

მანქანებზე ფასები გაზრდილია, არ გაიაფებულია, რადგან იმ ქვეყნებში სადაც რეექსპორტი ასე ონლაინ და მაინც შეზღუდული სახით არის, იქ ავტომობილებზე დეფიციტი გაჩნდა და ფასები სტაბილურად იგივე ან უფრო მაღალია.


აზერბაიჯანი და უკრაინა უფრო მაღალ საფასო სეგმენტზეა ორიენტირებული, ეს არის 15000 დოლარი და ზევით ავტომობილები.  საქართველოში აქცენტი პრიუსებზე და ამ ფასის ავტომობილებზეა, ხოლო სომხეთი  უფრო  დაბალი კატეგორიის ავტომობილების მომხმარებლებში გადის,  აღნიშნა სურგულაძემ.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up