„პანდემიის შემდეგ ავტომობილების რეალიზაცია შემცირდა,“- ამის შესახებ „კომერსანტს“ „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორმა გიორგი სურგულაძემ განუცხადა.
კომპანიამ მუშაობა ორი კვირის წინ განაახლა, თუმცა მყიდველების რაოდენობა პანდემიის შემდეგაც არ გაზრდილა. ჩაკეტილი საზღვრები, ლარის გაუფასურება და პანდემიის გამო არა პირველად ნივთებზე მოთხოვნის შემცირება. ამ ყველაფერმა დილერები დააზარალა, რადგან ავტომობილების რეალიზაცია როგორც ქვეყანაში ასევე რეექსოპორტის მიმართულებითაც შემცირდა.
“პანდემიის შემდეგ მყიდველების რაოდენობამ შეუმჩნევლად მოიმატა.უშუალოდ პანდემიის დროს, კი მომსახურების სააგენტო მუშაობდა და ნებისმეირ მსურველს შეეძლო ავტომობილის შეძენა.გაყიდვების მაჩვენებელი შემცირებულია, რადგან დიდი წილი რეექსპორტზე მოდიოდა. ლარიც მკვეთრად გაუფასურებულია და ასეთ სიტუაციაში მყიდველი ყოველთვის იკავებს თავს. ქვეყანა ჩაკეტილია, რეექსპორტზე კი გადის ავტომობილები ონლაინ ვაჭრობით, მაგრამ არა იმ რაოდენობით როგორც ადრე. საზღვრების გახსნის შემდეგ ალბათ მაჩვენებელი აიწევს.
რაც შეეხება ფასებს ამ ეტაპზე იგივე ნიშნულზეა, არც გაზრდილა და არც შემცირებულა, რადგან არის იმის მოლოდინი, რომ საზღვრების გახსნის შემდგომ ვაჭრობა განახლდება, შესაბამისად, დილერები მუშაობას იგივე ტემპით და ფასით განაგრძობენ. გაყიდვებზე და ფასზე გავლენა არ მოუხდენია განბაჟების დროის გახანგრძლივებას, რომელმაც სექტემბრამდე გადაიწია, თუმცა ეს იყო აუცლებელი და საჭირო ნაბიჯი, რადგან წნეხი იმპორტიორებზე და დილერებზე მოდიოდა. საკმაოდ მაღალი ჯარიმების გადახდა მოუწევდათ, რადგან ვერ მოასწრეს შესაბამისი პროცედურების დროულად გავლა. ეს დილერის ჯიბეს არ დააწვა ზედმეტად,“-განაცხადა გიორგი სურგულაძემ.
ნათია ლომიძე