ავტომობილების გაყიდვები 30%-ით გაიზარდა და ბაზარზე მცირე დეფიციტიც შეიქმნა

ავტომობილების გაყიდვები 30%-ით გაიზარდა და ბაზარზე მცირე დეფიციტიც შეიქმნა

access_time2021-06-18 12:00:23

„ავტომობილის რეალიზაციის მაჩვენებელი, ბოლო პერიოდში, დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა“ , - ამის შესახებ „კომერსანტს“ „კავკასიის ავტო იმპორტის“ დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ განუცხადა. ყველაზე მსხვილ ავტო იმპორტიორ კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერ საჰაერო, ხოლო შემდეგ სახმელეთო საზღვრების გახსნას ბიზნესზე დადებითი გავლენა ჰქონდა. ალექსანდრე ვეკუა ამბობს იმასაც, რომ ბაზარზე მცირე დეფიციტიც კი შეიქმნა, რისი მიზეზიც, მისივე თქმით, შემსუბუქებული რეგულაციებია. „კავკასიის ავტო იმპორტის“ დირექტორს იმედი აქვს, რომ სექტორი წლის ბოლომდე პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

 

„ავტომობილის რეალიზაცია ნამდვილად გაზრდილია. ჩვენ მეზობელ ქვეყნებზე ვართ დამოკიდებულები, შესაბამისად გაყიდვების მატება განპირობებულია იმით, რომ საჰაერო და სახმელეთო საზღვრები გაიხსნა. წინა თვეებთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით 20-30 პროცენტითაა გაზრდილი. ბაზარს ოპტიმისტური მოლოდინი აქვს, რადგან შესყიდვები ამერიკაში და იქედან საქართველოში იმპორტი გაზრდილია. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალიზაცია აუცილებლად იქნება. ახლა შემიძლია ისიც გითხრათ, რომ რაღაც მხრივ დეფიციტიც კი არის შექმნილი. მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, რადგან საზღვრები გაიხსნა. მგონია, რომ წლის ბოლოს პანდემიამდელ ნიშნულს დავუბრუნდებით, არ მინდა ოცნებასავით გამომივიდეს, მაგრამ 2019 წლის ნიშნულამდე უნდა მივიდეთ“, - განაცხადა ალექსანდრე ვეკუამ.

 

გაყიდვების ზრდაზე საუბრობს „mycar.ge“-ს დამფუძნებელი ბესო ქათამაძეც. თუმცა, ალექსანდრე ვეკუასგან განსხვავებით ბიზნესმენი ამბობს, რომ მიუხედავად საზღვრები გახსნისა, ზრდა მასშტაბური არ არის.

 

„ავტომობილის რეალიზაციის მაჩვენებელი მარტთან შედარებით 10-15 პროცენტით გაიზარდა. თუმცა, ზრდას 2019 წლის მონაცემს ვერც კი შევადარებ, პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით 80 პროცენტითაა შემცირებული. საზღვრები გაიხსნა, თუმცა აქტივობა მაღალი არ არის, მთავარია ქვეყანაში ხალხი შემოვიდეს“, - აცხადებს ბესო ქათამაძე.

 


შეგახსენებთ, რომ 2011-2020 წლებში საქართველოს ჯამური ექსპორტის მოცულობამ $27.9 მლრდ შეადგინა. მოცემულ პერიოდში ყველაზე მეტი - $4.419 მლრდ, მთელი ექსპორტის 15.8%, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე მოდიოდა. $3.437 მლრდ-ით მეორე ადგილი, აგრეთვე რეექსპორტს მიკუთვნებულმა საქონელმა - სპილენძის მადნებმა დაიკავა, მისი წილი მთელ ექსპორტში 12.3%-ა. 10 წელიწადში საქართველომ $2.605 მლრდ-ის ფეროშენადნობის გატანა შეძლო, ღვინის კი ბევრად უფრო ნაკლების - $1.438 მლრდ-ის, ჯამური ექსპორტის 5.2%-ის. მეხუთე ადგილზე 1.234 მლრდ-ით თხილია, მლრდ-იან ზღვარს მცირედით გადააჭარბა აგრეთვე სამკურნალო საშუალებების, მინერალური სასუქისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტმა.

 

2014 წლიდან ავტოექსპორტი შემცირებას იწყებს და 2015 წელს $179 მლნ-მდე მცირდება. 2019 წელს მან ისევ გადააჭარბა $700 მლნ-აინ ზღვარს და $732 მლნ-ით თანხობრივი რეკორდიც მოხსნა, მაგრამ ექსპორტში მისი წილი 19.3%-მდე შემცირდა. რაც შეეხება 2020 წელს ექსპორტის საერთო $456 მლნ-იანი კლების ფონზე, ყველაზე მეტად – $329 მლნ-ით სწორედ ავტოექსპორტი შემცირდა. ვარდნა რეკორდული იყო პროცენტული დათვლითაც -44.9%, თუმცა სპილენძის მადნების შემდეგ მაინც მეორე ადგილი დაიკავა.

 

როგორც ზრდას, ასევე კლებას თავისი მიზეზები გააჩნდა. 2014 წლამდე მთავარ საექსპორტო ბაზარს აზერბაიჯანი წარმოადგენდა, მას სომხეთი მოსდევდა. 2014-2015 წლებში აზერბაიჯანმა ჯერ 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა, შემდეგ აქციზი გაზარდა, რასაც ნავთობზე ფასების განახევრებაც დაემატა. 2015 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა მხოლოდ 1%-ით გაიზარდა, 2016 წელს კი 3%-ით შემცირდა. ამ გარემოებებმა ქვეყანაში მსყიდველობითუნაროანობა შეამცირა, რაც ქართული მხარისთვისაც პრობლემა აღმოჩნდა. იმავე პერიოდში სომხეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა. შეცვლილი საბაჟო კანონმდებლობით არარუსული ავტომობილები გაძვირდა.

 

2019 წელს ავტოექსპორტმა პირველი ადგილი დაიბრუნა, თუმცა 2020 წელს პანდემიისა და კოვიდრეგულაციების მიზეზით დამდგარი ეკონომიკური კრიზისის შედეგად ისევ მეორეზე გადაინაცვლა. განსაკუთრებული ვარდნა სომხეთის მიმართულებით აღინიშნა. 2019 წელს სომხეთში ჯამურმა ექსპორტმა $433 მლნ შეადგინა, 2020 წელს 57%-ით ნაკლები - $188 მლნ. დანაკლისი $245 მლნ-ა, საიდანაც უდიდესი ნაწილი ავტოექსპორტს უკავია.



ბაჩო ადამია 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up