ავტომობილების გაქირავების სერვისის Hertz სათაო კომპანიამ სასამართლოს პანდემიის ფონზე მოთხოვნის შემცირების გამო გაკოტრების გამოცხადების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ინფორმაცია კომპანიის გვერდზე გამოქვეყნდა.
Hertz-ში აცხადებენ, რომ პანდემიის გავლენამ დაჯავშნის და შემოსავლის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. გაკოტრების შესახებ კომპანიის აშშ-ის და კანადის ფილიალებში განაცხადებს. ევროპის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ფილიალებზე ეს არ ვრცელდება.
შუამდგომლობის განხილვის პერიოდში Hertz-ი კლიენტების მომსახურებას განაგრძობს. მიმდინარე საქმიანობის მხარდასაჭერად კომპანიას $1 მილიარდი ნაღდი ფული აქვს.
The New York Times-ის ინფორმაციით, Hertz-ის ვალის ოდენობა 17 მილიარდ დოლარს აღემატება. მარტში კომპანიამ თავისი ავტომობილების ნაწილი გაყიდა და ტოპ-მენეჯერბს ხელფასი შეუმცირა. მაისში Hertz-ის 20 ათასი თანამშრომელი გაათავისუფლეს.
Hertz-ი ავტომობილების გაქირავების ერთ-ერთი უმსხვილესი სერვისია მსოფლიოში, რომელიც 1918 წელს, ჩიკაგოში დაარსდა. კომპანია მსოფლიოს 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი.