ავტომობილების ექსპორტი 30–40–ჯერ შემცირდა – დილერების თქმით, რეექსპორტს დახმარება სახელმწიფო დონეზე სჭირდება

ავტომობილების ექსპორტი 30–40–ჯერ შემცირდა – დილერების თქმით, რეექსპორტს დახმარება სახელმწიფო დონეზე სჭირდება

access_time2016-11-03 12:30:16

 

ავტობიზნესი ისევ კრიზისშია. დილერების თქმით, აზერბაიჯანის მიერ „ევრო-4"-ის სტანდარტის დაწესების, ყაზახეთისა და სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემდგომ ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. შემდგომ საუბარი იყო ბაზრის დივერსიფიცირებაზე, კერძოდ, ავტომანქანების პაკისტანსა და ირანში გაყვანაზე, თუმცა ეს პროცესიც დროში გაიწელა. შედეგად, ავტომანქანების რეექსპორტი დღემდე მცირდება. 

 

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 179,646.1 ათასი დოლარი იყო, ხოლო 2014 წელს 517,786.8 ათასი დოლარი, შედეგად 2015 წელს წინა წელთან შედარებით, ავტომობილების ექსპორტი 65,3%-ით შემცირდა. რაც შეეხება წლევანდენ წელს, საქსტატის ცნობით, იანვარ–სექტემბერში ავტომობილების ექსპორტმა 120,948.2 ათასი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლების მიხედვით, თუ მომდევნო სამ თვეში რეექსპორტის ზრდის ტემპმა არ მოიმატა, წლის ბოლოს მისი საერთო რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება.

 

 

რეექსპორტთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობენ ავტოდილერები. კომპანია "რობანი მოტორსის" თანადამფუძნებელი, საავტომობილო სფეროს სპეციალისტი ელგუჯა ჯამაგიძე ფიქრობს, რომ პაკისტანისა და ირანის შემთხვევაში რეექსპორტი კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით რთული საკითხია. ჯამაგიძის თქმით, რეექსპორტს სახელმწიფო დონეზე სჭირდება დახმარება.

 

 


"ამჯერად რეექსპორტთან დაკავშირებით ფაქტობრივად, იგივე სიტიუაციაა, რაც რამდენიმე თვის ან ერთი წლის წინ იყო. რაც შეეხება პაკისტანსა და ირანში ავტომანქანების რეექსპორტს, გეტყვით, რომ ირანში მოთხოვნა ახალ მანქანებზეა. პაკისტანისა და ირანის შემთხვევაში რეექსპორტი კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით რთული საკითხია. შესაძლოა, ირანის ბაზარზე ნელ-ნელა გავიდეთ, თუმცა იგი ამჟამად ამინდს ვერ ქმნის. სხვა ბაზრებზე გასვლას რაც შეეხება, ამ ეტაპზე შეზღუდულები ვართ. რეექსპორტს სახელმწიფო დონეზე სჭირდება დახმარება. ჩვენ ადგილი არ უნდა დავკარგოთ და თავი სადმე უნდა დავიმკვიდროთ." - აღნიშნა ელგუჯა ჯამაგიძემ.

 

 

კავკასიის ბიზნეს ჯგუფის გენერალური დირექტორი გიორგი სურგულაძე "კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ რეექსპორტის თვალსაზრისით ქვეყანაში ამ ეტაპზე არაფერი შეცვლილა და დაახლოებით, 30-40-ჯერ არის რეექსპორტი შემცირებული.

 

 

„რეექსპორტთან დაკავშირებით ამჟამად არასახარბიელო მდგომარეობაა. საქართველომ რეექსპორტის ფუნქცია დაკარგა, რადგან აზერბაიჯანმა კანონმდებლობა შეცვალა, რასაც საქართველო ვეღარ მოერგო. თუ მეზობელი ქვეყანა, რომელზეც რეექსპორტის თვალსაზრისით ჩვენ მიბმულები ვართ კანონმდებლობას ცვლის და „ევრო 4" სტანდარტი შემოაქვს, მაშინ საქართველომაც აუცილებლად უნდა განახორციელოს ეს. სხვა ბაზრების მოძიება არ მომხდარა და ამ კუთხით არანაირი ცვლილება არაა. ახალი ბაზრების მოძიებას ჯობია ის ბაზრები დავიბრუნოთ, რომლებიც ჩვენზე იყვნენ მობმულები," - განუმარტა „კომერსანტს" სურგულაძემ.

 

 

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი, ავტო ექსპერტი დავით მესხიშვილი აღნიშნავს, რომ ავტომობილებზე მოთხოვნა არა მხოლოდ რეექსპორტის თვალსაზრისით, არამედ შიდა ბაზარზეც დაიკლებს. მესხიშვილის თქმით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვით ავტომობილების ფასის 20-25%-ით გაიზრდება.

 

„სამწუხაროდ, სხვა ბაზრების მოძიება არ მომხდარა. ჩვენ რეგიონში რეექსპორტის თვალსაზრისით ლირედერები ვიყავით, მაგრამ ამჟამად ლიდერობა ხმამაღალი ნათქვამია. ვფიქრობ, რომ მომავალში ავტომობილებზე მოთხოვნა არა მხოლოდ რეექსპორტის თვალსაზრისით, არამედ შიდა ბაზარზეც დაიკლებს. ხოლო ეს ყველაფერი მოხდება იმიტომ, რომ იაფი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა იგეგმება. აქედან გამომდინარე ზოგადად ავტომობილების ფასი გაიზრდება და ჩემი აზრით, დაახლოებით 20-25% იქნება. უახლოეს მომავალში ჩვენთან „ევრო 4" -ი სტანდარტის დაწესება გარდაუვალია. 2018 წლის პირველი იანვრიდან ტექდათვალიერებას გარკვეული სტანდარტის დაწესებაც უნდა მოჰყვეს", - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე



NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...

BAG-მა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს

BAG-მა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს
access_time2020-07-02 12:30:07
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი. შეხვედრის ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს განახლებული პროგრამები გააცნო,...

პროკრედიტ ბანკმა საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა

პროკრედიტ ბანკმა  საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
access_time2020-07-02 10:40:14
პროკრედიტ ბანკმა მორიგი ინოვაციური მწვანე პროექტი დანერგა. თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ყაზბეგის #21, ბანკის სათაო ოფისის სახურავზე 500 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსებულმა მზის პანელებმა ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე დაიწყო.  განხორციელებული მწვანე ინვესტიციის შედეგად, დაგეგმილია წლიურად 130,000კვტ.სთ. სუფთა ენერგიის გამომუშავება, რითაც ბანკი მოხმარებული სრული ენერგიის 12%-ის ალერნატიულით  ჩანაცვლებას მოახდენს.   პროექტის ფარგლებში,...

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი
access_time2020-07-02 10:25:38
„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა...


მსგავსი სიახლეები

up