შესაძლებელია ავტომობილები გამონაბოლქვზე ქუჩაში მოძრაობისას , ადგილზევე შემოწმდეს

შესაძლებელია ავტომობილები გამონაბოლქვზე ქუჩაში მოძრაობისას , ადგილზევე შემოწმდეს

access_time2019-05-16 15:10:12

ავტომობილები გამონაბოლქვზე ქუჩაში მოძრაობისას შესაძლოა, ადგილზევე შემოწმდეს.


ამის შესახებ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ თემატური მოკვლევის შედეგებშია აღნიშნული.


როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია.


როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გამონაბოლქვზე ავტომობილების ქუჩებში შემოწმებასთან დაკავშირებით წინადადება მოქალაქეებისგან მიღებული ერთ-ერთი რეკომენდაციაა.


კერძოდ, საუბარია, გამონაბოლქვის საზომი მცირე ზომის პორტაბელური აპარატების შეძენაზე (რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში), რითაც ვიზუალურად ხილვადი გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში ავტოსატრანპორტო საშუალება ადგილზევე შემოწმდება.


კომიტეტის შეფასებით, ეს საკითხი უფრო მეტ დისკუსიას საჭიროებს. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიამ აღნიშნულთან დაკავშირებით, ორი თვის ვადაში წარუდგინოს გარემოს კომიტეტს ანალიზი და დადებითი/უარყოფითი დასკვნა.


აღსანიშნავია, რომ 11 მაისს ორგანიზაციის „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ტექისნპექტირების ასოციაციის ინიციატივით, გამონაბოლქვზე ავტომობილის ქუჩებში შემოწმების მინი-აქცია ჩატარდა. კერძოდ, როგორც „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, სამოქალაქო რეიდის ფარგლებში, 1 საათის განმავლობაში 12 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოწმდა გამონაბალქვზე. მისივე თქმით, ყველა საშუალებას გავლილი ჰქონდა ტექნიკური ინსპექტირება, თუმცა, ამ კვლევის ფარგლებში გამონაბოლქვის ტესტი 5-მა მათგანმა ვერ გაიარა.


„აქცენტი გვქონდა უფრო სამარშრუტო ტაქსებზე, ყვითელ ავტობუსებზე. აღმოჩნდა, რომ ძირითადად დიზელის ტრანსპორტი იყო და მხოლოდ ერთი იყო ბენზინზე მომუშავე ავტომობილი. ხაზგასასმელია, რომ ამ უკანასკნელმა მართალია, მუქი გამონაბოლქვი არ ჰქონია, მაგრამ 5-ჯერ გადააჭარბა CO-ს დადგენილ ნორმას.


რაც შეეხება მიზანს, ეს მინი-კვლევა ემსახურებოდა იმას, რომ დაგვემტკიცებინა თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია გამონაბოლქვის ქუჩაში კონტროლი. ჩვენი მცირე 1 საათიანი შემოწმების შემდეგ, რეაგირება იყო მყისიერი და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თუ სახელმწიფოს მიერ გარე კონტროლი იქნება, ავტომობილის გამონაბოლქვთან დაკავშირებული პრობლემები აუცილებლად მოგვარდება,“-აღნიშნა ლალიაშვილმა.


ცნობისთვის, 2019 წლის იანვარ-მარტში გამონაბოლქვის გამო, მხოლოდ 1 ჯარიმაა გამოწერილი. კერძოდ, საჯარიმო ქვითარი გამოწერილია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვაზე, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც დადგენილ ნორმას აჭარბებს. ცნობისთვის, ეს ჯარიმა თბილისშია გამოწერილი.


BPN





პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს
access_time2020-05-28 14:30:12
„ბანკები და ფინანსები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს ესაუბრა, რომელმაც ლარის გაუფასურების პრობლემის შეფასებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ნეგატიურ როლზე გააკეთა აქცენტი. ბაირახტარის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვების არც დრო და არც უფლება არ გვაქვს, კობა გვენეტაძის უწყება შეცდომებზეც კი ვერ...

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდეს – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ  აღმოჩნდეს  – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე
access_time2020-05-28 13:30:21
„ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა, რაც სექტორს გამოაცოცხლებს. ახლა სექტორს სწორედ შოკური მდგომარეობიდან გამოყვანა სჭირდება, რისთვისაც ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ასე შეაფასა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა.   „ზოგადად რთულია ხვალინდელი დღის პროგნოზირება, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი,...

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
access_time2020-05-28 12:15:58
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს ახალი წევრი შეუერთდა კომპანია საქკაბელის“ სახით.სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“, საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი და გამოცდილი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს და დღემდე უწყვეტად შეინარჩუნა პროფილი, დანერგა მოწინავე ევროპული ტექნოლოგიები, გაზარდა ასორტიმენტი. 2018 წლის 23 მარტს საქკაბელს მიენიჭა ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია, ფლობს...

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები
access_time2020-05-28 12:45:55
საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით დაუსუბსიდირებს სესხის 4%-ს. ამის შესახებ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი...

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში  დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-28 12:12:08
მთავრობა მოქალაქეებს, ბინის შეძენის მსურველებს  იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. საუბარია, ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  რამდენიმე წუთის წინ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.  „ეს ნიშანვს იმას, რომ შეიქმნება რეალური მოთხოვნა სამშენებლო ბაზარზე. 5 წლის განმავლობაში  ჩვენ მივეხმარებით ...


მსგავსი სიახლეები

up