ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა - რა შენიშვნები აქვს კანონპროექტთან დაკავშირებით „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციას“?

ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა - რა შენიშვნები აქვს კანონპროექტთან დაკავშირებით „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციას“?

access_time2019-02-09 10:00:58

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციას საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. რადიო „კომერსანტს“  ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ესაუბრა.

მძღოლების ერთი ნაწილი უარყოფითად უყურებს ამ კანონპროექტს, საკმაოდ დიდ ნაწილს კი მოსწონს, იდეა ნამდვილად მოსაწონია, მაგრამ მძღოლებს აქვთ ის შეგრძნება,რომ ეს კანონპრექტი თანხების მოსაზიდი ახალი მახეა.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა,რომ სამუშაო პროცესში ჩართულები არ იყვნენ ტრანსპორტზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. ის, ვინც ეს პროექტი დაამუშავა კონსულტაციები გაიარა მხოლოდ სადაზღვევო სისტემასთან. იმ პრობლემების შესახებ,რაც  დღეს ჩვენს წინაშეა, პროექტის ავტორებს არ აქვთ ინფორმაცია.

პრობლემაა ის, რომ არ გვაქვს საგზაო-სატრანსპორტო შედეგების ზუსტი სტატისტიკა, არ წარმოებს თანამედროვე მეთოდოლოგია. ხშირ შემთხვევაში მძღოლები ერთმანეთთან მოლაპარაკების საშუალებით ცდილობენ აირიდონ პოლიციის ჯარიმა. მძღოლები თავად აფინანსებენ დაზარალებულ მძღოლებს. შესასწავლია ასევე ის,თუ ტრავმების რა ფორმები გვაქვს, ჩვენთან არ წარმოებს მისი აღრიცხვა და კვლევა. არსებობს პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროში, მაგრამ ვერ ამუშავდა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი შესაძლოა არასწორად მოწყობილი ინფრასტრუქტურა  იყოს,  რა დროსაც, როგორც წესი პოლიცია ცდილობს დამრღვევი ფიზიკური პირი იპოვოს. სინამდვილეში კი, საგზაო ინფრასტრუქტურა იყოს დამნაშავე. საინტერესოა, ასეთი შემთხვევბის დროს რა ხდება.


მთავარი კითხვა ეხება ბიზნესს, ტექნიკური ინსპექტირების დროს გვესმოდა მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ ბაზარი იქნებოდა ყველასთვის ღია და ყველას შეეძლებოდა ამ ბიზნესის კეთება, ბოლოში კი მივიღეთ ამის სრულიად საპირისპირო, ბაზარი დაიხურა და მასში შესვლის უფლება აღარავის აქვს. მთავარი ოპერატორი აღმოჩნდა ერთ-ერთი კომპანია. საინტერესოა, ამ შემთხვევაში როგორ განვითარდება მოვლენები.

საერთო ჯამში, იდეის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვართ, საერთაშორისო პრაქტიკაშიც არსებობს ასეთი ტიპის დაზღვევები და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში, საპარლამენტო განხილვების დროს მაინც მოგვეცემა საშუალება, რომ ჩავერთოთ განხილვებში, - ამბობს დავით მესხიშვილი.

 

 

 






„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ნინო ზამბახიძე

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“  - ნინო ზამბახიძე
access_time2019-10-21 19:30:25
„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ამის შესახებ დღეს პერემიერთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, გახარიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის გამოწვევებიც,...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა
access_time2019-10-21 20:30:17
2019 წლის იანვარს-სექტემბერში ჩინეთის მშპ-მ  9,8 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს  6,%-ით აღემატება- იტყობინება ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.ბოლო 3 კვარტლის მანძილზე ქვეყნის მშპ-ს ზრდა მცირდება - პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%, მეორეში -6,2%, მესამეში - უკვე 6%. ბოლო ციფრი მოსალოდნელზე, ანუ 6,1%-ზე დაბალი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი  1992 წლიდან  ყველაზე დაბალია. 2019 წელს ჩინეთის ეკონომიკა ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....


მსგავსი სიახლეები

up