ავტოკონცერნ „ნისანისა“ და „რენოს“ ყოფილი უფროსი, რომელიც ტოკიოში შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, ლიბანში გაიქცა

ავტოკონცერნ „ნისანისა“ და „რენოს“ ყოფილი უფროსი, რომელიც ტოკიოში შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, ლიბანში გაიქცა

access_time2019-12-31 10:58:13

ავტოკონცერნ „ნისანისა“ და „რენოს“ ყოფილი უფროსი, რომელიც ტოკიოში შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, ლიბანში გაიქცა. კარლოს გონს იაპონიაში ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ.


როგორც თავად გონი აცხადებს, იაპონიიდან პოლიტიკური დევნის გამო გაიქცა. მისი თქმით, „იაპონიის სასამართლო სისტემა ადამიანის ძირითად უფლებებს უარყოფს და ის არ აპირებს ამ სისტემის მძევლად იქცეს.„ნისანისა“ და „რენოს“ ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ უახლოეს ხანში მედიასთან საუბარს აპირებს.


იაპონური მედია იუწყება, რომ მამაკაცი, რომელიც გარეგნულად ჰყავს კარლოს გონს, ბეირუთის აეროპორტში კერძო თვითმფრინავით ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ბეირუთსა და ტოკიოს ექსტრადიციის შესხებ შეთანხმება გაფორმებული არ აქვთ.



კარლოს გონი 2018 წლის ნოემბერში კომპანიის ხარჯზე გამდიდრების ბრალდებით დააკავეს. 2019 წლის იანვარში იაპონიის პროკურატურამ გონს ბრალი ფინანსურ მაქინაციებსა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ოფიციალურად წაუყენა. გონის სასმართლო 2020 წელს უნდა გამართულიყო.


1tv.ge





ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი
access_time2020-03-29 10:00:47
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალუ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ბოლო დღეებში დასავლეთზე და მათ შორის აშშ-ზე რამდენიმეჯერ ქილიკი შემომხვდა, ეფექტურად როგორ ვერ შეაჩერეს ვირუსის გავრცელებაო.ჰოდა, გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი :1. ბოლო 50 წელიწადში 15 წლით რომ მოიმატა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ და 80 წელს მიუკაკუნა, ვისი დამსახურებაა? (ამერკის პრეზიდენტობის კადიდატი დემოკრატებიდან, 77 ან 79 წლის...

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს კეტავს
access_time2020-03-29 11:00:58
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ....

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით
access_time2020-03-28 19:16:14
...

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?
access_time2020-03-28 21:00:20
კორონავირუსის პანდემიის ფონზე ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ცხოვრება გაჩერდა, შვედეთში კი მაღაზიები, სკოლები და რესტორნები კვლავ ღიაა და კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. Deutsche...


მსგავსი სიახლეები

up