ავტოინდუსტრია ელექტრომობილების განვითარებაში 300 მილიარდ დოლარს ჩადებს

ავტოინდუსტრია ელექტრომობილების განვითარებაში 300 მილიარდ დოლარს ჩადებს

access_time2019-01-11 09:10:53

მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები მომავალი 5-10 წლის მანძილზე ელექტრომობილების ტექნოლოგიების განვითარებაში 300 მილიარდ დოლარს ჩადებენ.


სააგენტო Reuters-ის ექსკლუზიური ანალიზის მიხედვით, დაგეგმილი 300 მილიარდი დოლარი უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ინვესტიციაა, რაც კი ოდესმე ელექტრომობილების ინდუსტრიაში განხორციელებულა.


სააგენტო აღნიშნავს, რომ ავტოინდუსტრიის ეს ნაბიჯი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებაზე მიმართული სამთავრობო პოლიტიკის შედეგია და ელექტრომობილების ტექნოლოგიების დახვეწას ისახავს მიზნად, რათა შემცირდეს ელემენტების ფასი და დამუხტვის დრო.


მას შემდეგ, რაც ჩინეთმა და სხვა ქვეყნებმა ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებზე შეზღუდვები გააფაართოეს, ავტოინდუსტრიამ უფრო მეტი ძალისხმევა მიმართა ამ მიმართულებით. თუკი ერთი წლის წინ ინდუსტრია ელექტრომობილებში მხოლოდ 90 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა, ეს თანხა უკვე 300 მილიარდია – რაც აღემატება მაგალითად, ეგვიპტის ან ჩილეს ეკონომიკას.


ინვესტიციის შედეგად, მოხდება ელექტრომობილების მასიურ პროდუქციაში ჩაშვება ჩინეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში.



აღნიშნული ინვესტიციის დიდ ნაწილს 91 მილიარდ დოლარს გერმანული ავტოგიგანტი Volkswagen-ი გაიღებს, 42 მილიარდს კი, მისი მთავარი გერმანელი კონკურენტი Daimler-ი.


2025 წლისთვის მხოლოდ Volkswagen-ი 15 მილიონი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს, აქედან 50 მოდელი წმინდა ელექტრომობილი იქნება, ხოლო 30 მოდელი ჰიბრიდი. საბოლოოდ კი, კომპანია მისი 300-ივე მოდელის ელექტრომობილების გამოშვებას აპირებს Audi-სა და Porsche-ს ჩათვლით.


აშშ-ის წამყვანი ავტოგიგანტი General Motors-ი 8 მილიარდ დოლარს ჩადებს ელექტრომობილებსა და ავტო-პილოტური ავტომობილების განვითარებაში.


300 მილიარდის დიდი ნაწილი, 135 მილიარდი დოლარი ჩინეთში ჩაიდება. ჩინეთი, რომელიც ერთ დროს ცდილობდა გერმანულ, იაპონურ და ამერიკულ ავტომწარმოებლებს დასწეოდა, მოცემულ მომენტში ელექტრომობილების მწარმოებელი ინდუსტრიის ლიდერად ყალიბდება და გიგანტი ავტომწარმოებლები ამ ბაზარზე ფეხის მოკიდებას ცდილობენ.


ევროპული ავტოინდუსტრიის ლიდერები აღიარებენ, რომ ისინი დღეს ჩინეთში ელექტრომობილების განვითარების ყველაზე ხელსაყრელ პირობებს ხედავენ, რისი ნახევარიც არ არის ევროპაში ან სხვა ადგილას.


1tv.ge








ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს
access_time2019-06-17 17:00:57
ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ტვირთების, და განსაკუთრებით ხორბლს საეჭვო მოძრაობასთან დაკავშირებით ჰაბ ჯორჯია ხშირად აკეთებს განცხადებას, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება არაფერს ცვლის. ორგანიზაციის მკვლევარი და ანალიტიკოსი მაია კაციტაძე ხორბლის იმპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე „კომერსანტთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ  ქვეყანაში ეკონომიკური ქაოსის დარეგულირებას კერძო ბიზნესები...

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას
access_time2019-06-17 14:35:38
ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვის ვადას წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს. „დღეს მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას „ანაკლიის...

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს
access_time2019-06-17 13:30:58
 „დღეს, რომ მშენებლობის სექტორში 4000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, ზუსტად 6 თვეში იგივე დანაკლისი გვექნება სარემონტო სამუშაოებში , შემდეგ ტექნიკის მაღაზიებში, რადგან ეს ჯაჭვური პროცესია“, - ასე აფასებს მენაშენეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  4 175 კაცით...

ივანე მაჭავარიანი: „იმედი მაქვს, რომ საბანკო რეგულაციები შერბილდება“

ივანე მაჭავარიანი: „იმედი მაქვს, რომ საბანკო რეგულაციები შერბილდება“
access_time2019-06-17 12:00:20
ერთ თვეში ზუსტად ერთი წელი გავა, რაც ფინანსთა მინისტრის პოსტი ივანე მაჭავარიანმა დაიკავა. ის გიორგი ისაკაძის საავტორო გადაცემაში იმყოფებოდა და Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის კითხვებს გასცა პასუხი. 18-წუთიანი ინტერვიუ ოთხ ძირითად საკითხს - “ოქროს სიის” შეღავათების გაუქმებას, ეროვნული ბანკის რეგულაციებს, ხორბლის ავტომობილებით ტრანსპორტირების აკრძალვის...


მსგავსი სიახლეები

up