„ავტოიმპორტიორებს შემოსავალი და გაყიდვები არა საბანკო რეგულაციებმა, არამედ ქვეყანაში არსებულმა ზოგადმა კლიმატმა შეუმცირა“

„ავტოიმპორტიორებს შემოსავალი და გაყიდვები არა საბანკო რეგულაციებმა, არამედ ქვეყანაში არსებულმა ზოგადმა კლიმატმა შეუმცირა“

access_time2019-07-21 14:00:18

„ავტოიმპორტიორებს შემოსავალი და გაყიდვები არა საბანკო რეგულაციებმა, არამედ უფრო ქვეყანაში არსებულმა ზოგადმა კლიმატმა შეუმცირა“ ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.



მისი განცხადებით, ავტოსესხთან დაკავშირებით, საბანკო რეგულაციები ბევრად უფრო ლოილურია, ასევე არსებობს ლიზინგის საშუალებაც. „ავტომანქანის შემთხვევაში,მოძრავი ქონების დაგირავების (ავტომანქანის) შემთხვევაში, ბანკს თუ აქვს სურვილი, შეუძლია საერთოდ არ განიხილოს შემოსავალი. შესაბამისად, მოთხოვნა მხოლოდ ამ ავტომანქანაზე ექნება“-აცხადებს ძნელაძე.


„საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი განმარტავს,რომ საბანკო სექტორში ეს რეგულაცია რომც არ შემოსულიყო, ზრდის ის ტემპი არ იქნებოდა, რაც შარშან იყო. „არსებობს უამრავი სხვა რეგულაციები და უამრავი სხვა ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ შარშანდელი ტემპი საბანკო სექტორში, განსაკუთრებით სამომმხარებლო სექტორში არ გაგრძელდებოდა“-აცხადებს ძნელაძე.


20118 წლის 7 მაისიდან ეროვნული ბანკის რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ ბანკები სესხებს შემოსავლების დაადსტურების გარეშე ვეღარ გასცემენ. 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საფინანსო ბაზრისთვის “პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების” მოთხოვნები ამოქმედდა.


იპოთეკური სესხების მიმართულებით რეგულაციები შერბილდა, თუმცა, მისი გადახედვა სამომხმარებლო სესხების ნაწილში ამ ეტაპზე არ იგეგმმება.


აქვე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებლმა ირაკლი გურჩიანმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ საბანკო რეგულაციებმა „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ გაყიდვები გაუნახევრა.მისი თქმით, მყიდველი ბევრია, თუმცა, რეგულაციების შემდეგ ბანკები სესხების გაცემაზე კლიენტებს 90%-ს უარს ეუბნებიან.


„ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში გაყიდვების დიდი წილი განვადებაზე მოდიოდა. ვინაიდან მანქანა ცოტა მსხვილი შენაძენია, ყოველთვიურად, კლიენტს უწევს საშუალოდ 1500 ლარის გადახდა. რეგულაციების გათვალისწინებით კი სესხი იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ მსესხებლის ხელფასი დაახლოებით, 3000 ლარს შეადგენს. ასეთი შემოსავლის მქონე საქართველოში ძალიან ცოტაა. ეს ყველაფერი კი ჩემს ბიზნესზეც აისახა. გაყიდვების დიდი წილი ძირითადად იაფიან, პატარა მანქანებზე მოდის,“— აცხადებს გურჩიანი.


სოფო ქსოვრელი 






საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის
access_time2020-02-22 14:10:33
ეთნო რალის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პეკინის 3 ნომერში განთავსებულ ბარ “სქაიში” მასთან სტუმრად მყოფ ტურისტებს 2 ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს. „კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო. სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში...


მსგავსი სიახლეები

up