ავტოიმპორტიორები VS „სიტროენ ჯორჯია“ -  კომპანიები სარჩელის დაუშვებლად ცნობას ითხოვენ

ავტოიმპორტიორები VS „სიტროენ ჯორჯია“ - კომპანიები სარჩელის დაუშვებლად ცნობას ითხოვენ

access_time2018-01-16 18:30:22

6  ბრენდული ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში კონკურენციის სააგენტოს განცხადებით მიმართავენ და „სიტროენ ჯორჯიას“ სარჩელის დაუშვებლად ცნობას თხოვენ. განცხადებას ხელს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“, ჯითი მოტორსი, „სტრადა მოტორსი“, „იბერია ავტო“, „კია მოტორს ჯორჯია“ და „ფრანს ავტო“ აწერს.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ კონკურენციის სააგენტოში შეტანილი სარჩელი იმის შესახებ, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.


როგორც სააქციო საზოგადოება „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ გენერალური დირექტორი დავით გიორგობიანი „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, კონკურენციის სააგენტომ საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა განიხილოს.


 „ჩვენი მოთხოვნა არის, რომ კონკურენციის სააგენტომ შეთხზული ბრალდებებით შედგენილი სარჩელის საფუძველზე ქმედება არ დაიწყოს. საქმეს დიდი პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა და შეიძლება კონკურენციის სააგენტომ ამ მოტივით ჩათვალოს, რომ ამაზე განხილვა აუცილებლად უნდა დაიწყოს. განხილვის დაწყებას შეიძლება ძალიან ცუდი რეზონანსი მოჰყვეს“, - აცხადებს გიორგობიანი.


რაც შეეხება ე.წ. კარტელურ გარიგებებს, რაზეც „სიტროენ ჯორჯიას“ სარჩელშია საუბარი, რომ რამდენიმე კომპანიას შორის მსგავსი გარიგება არსებობს, დავით გიორგობიანი არასერიოზულ ბრალდებას უწოდებს.

 

 „ეს არის არასერიოზული ბრალდება, ისევე როგორც მთლიანად სარჩელი. „სიტროენ ჯორჯიას“ მიზანი რა იყო, არვიცი. ეს დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რა ჩანაფიქრი ჰქონდათ, ამაზე ვერ ვიმსჯელებ. მათ რომ ბიუჯეტზე გული არ შესტკივა, ეს ნამდვილად ვიცი“, - აღნიშნავს დავით გიორგობიანი.



მისივე თქმით, კომპანიებს იმედი აქვთ, რომ კონკურენციის სააგენტო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის დაცვას ეცდებიან.


„ერთი კვირის განმავლობაში სააგენტომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქმის დაუშვებლობის ან დაშვების შესახებ. თუკი დაშვებლად სცნობენ, ჩვენ და ის კომპანიები, რომლებმაც სარჩელი ჩვენთან ერთად შეიტანეს, თავის დაცვას დავიწყებთ. იმედი გვაქვს, რომ მთავრობა, რომელიც ბიზნეს არ „აწიოკებს“, მათ საქმიანობაში არ ერევა და ლოიალურად არის განწყობილი, ასეთ განხილვებს და ბიზნესზე დარტყმებს არ დაუშვებს“, - აცხადებს გიორგობიანი.


შეგახსენებთ, რომ მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩილაძემ, 12 დეკემბერს, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ.


მათ კონკურენციის სააგენტოს მიმართეს, რომ შესყიდვის სფეროში ავტობიზნესის მხრიდან მოქმედებს კარტელური შეთანხმება და ამაში ბრალი 6 კომპანიას დასდეს:


1. სს ჰიუნდაი ავტო საქართველო - კორეული ავტოგიგანტის, - ჰიუნდაი მოტორ კომპანის ოფიციალური დისტრიბუტორი;

2. შპს ჯითი მოტორსი - ამერიკული ავტომწარმოებლის ფორდი-ს ოფიციალური წარმომადგენელი;

3. შპს სტრადა მოტორსი - იტალიური კონცერნის ფიატ-ის ოფიციალური წარმომადგენელი;

4. შპს იბერია ავტო - გერმანული მწარმოებლის, - ფოლკსვაგენის და შკოდას ოფიციალური წარმომადგენელი;

5. შპს კია მოტორს ჯორჯია - კორეული ავტოგიგანტის ოფიციალური წარმომადგენელი;

6. სს ფრანს ავტო - ფრანგული სახელმწიფო ავტომწარმოებლის, - რენო-ს ოფიციალური წარმომადგენელი.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up