ავტოგასამართი სადგური, რომელიც ლონდონში გამოგზაურებთ - „სოკარის“ კრეატიული კამპანია დასასრულს მიუახლოვდა

ავტოგასამართი სადგური, რომელიც ლონდონში გამოგზაურებთ - „სოკარის“ კრეატიული კამპანია დასასრულს მიუახლოვდა

access_time2019-12-30 12:35:51

ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებული „სოკარის“ კრეატიული კამპანია დასასრულს უახლოვდება. ევრო 2020-ის ფინალურ ფაზას ლონდონი უმასპინძლებს, ამიტომ კომპანია „სოკარმა“ კრეატიული კამპანიის დასასრულიც სწორედ ამ ქალაქს დაუკავშირა და გახსნა რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური, რომელიც ქალაქ ლონდონის სიმბოლიკითაა გაფორმებული.



ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, „სოკარის“ კრეატიული კამპანიის ფარგლებში არაერთი რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური გაიხსნა. UEFA-ს ინიციატივით, ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გლობალურად აღინიშნება და ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. გლობალურ ღონისძიებებში კომპანია „სოკარიც“ ჩაერთო და 20 დეკემბერს რიგით მეთერთმეტე რებრენდირებულ ავტოგასამართი სადგური გახსნა.



აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ავტოგასამართი სადგური ლონდონში გამოგზაურებთ. აქ შეხვდებით ქალაქის ცნობილ სიმბოლოებს: ტელეფონის წითელ ჯიხურებს, ავტობუსებსა და ტაქსებს. ასევე, სადგურის კედლები გაფორმებულია ქალაქის მეტროს რუკითა და ლონდონის მეტროს ცნობილი ლოგოთი. გარდა ამისა, ამ ავტოგასამართ სადგურზე გამოფენილი იქნება „სოკარის“ კრეატიული კამპანიის ფარგლებში რებრენდირებული ყველა ობიექტის გრაფიკული გამოსახულებები.



„სოკარის“ კამპანიის ფარგლებში, 11 ავტოგასამართი სადგური გაფორმდა ახლებურად. თითოეული მათგანი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების, რომის, ამსტერდამის, გლაზგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებითა და ღირშესანიშნაობებითაა დატვირთული. ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის წარმოჩენისგან თავს იკავებს.



კრეატიული კამპანიის პარალელურად, კომპანია „სოკარი“ CSR პლატფორმის, „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ ფარგლებში, გარემოს დაცვის მიმართულებით აქტივობებს განაგრძობს. გარდა იმისა, რომ აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ავტოგასამართი სადგური ლონდონის სიმბოლოკით გაფორმდა, მის სახურავზე ასევე დამონტაჟდა YINGLI SOLAR-ის მზის პანელები. დადგმული სიმძლავრე შეადგენს 30 KW-ს. პროექტის შემსრულებელი კომპანია Green Energy-ა. ეს რეგიონში პირველი, და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია.




მზის პანელები თვეში დაახლოებით 3 მგვტ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც 10-მდე ხის გადარჩენას უტოლდება. აღნიშნული პანელებით მიღებული ენერგიით, სადგურის გარდა სოკარის ახალი ბრენდი -Way Mart-ის მაღაზია მომარაგდება. პროექტის წარმატების შემთხვევაში, მსგავსი პანელები სოკარის სხვა, უფრო მსხვილ სადგურებზეც გაკეთდება.









NS




თეგები:
სოკარი“



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა
access_time2020-07-15 11:00:57
უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანია Colliers international Georgia-მ  პანდემიამდე, პანდემიის პერიოდსა და რეაბილიტაციის ეტაპზე უძრავი ქონების ტრანზაქციების კვლევა ჩაატარა. როგორც კვლევაში ჩანს, თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების მაჩვენებელი მარტის პირველივე კვირიდან დაიწყო, ტრანზაქციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აპრილის ბოლო კვირას დაფიქსირდა. 6 მაისიდან, როდესაც იუსტიციის სახლები სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, ბინების ტრანზაქციების...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს
access_time2020-07-15 10:00:20
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...


მსგავსი სიახლეები

up