2022 წლის 10 თვეში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 661 მილიონის ღირებულების (64 ათასი ერთეული) ავტომობილი გავიდა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 77%-ით მეტია. 2021 წლის 10 თვეში კი უცხოეთში 373 მლნ აშშ დოლარის (51 ათასი ერთეული) მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა.
გთავაზობთ ტოპ- 10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც საქართველოდან 2022 წელს ყველაზე მეტი ავტომობილი გავიდა:
აზერბაიჯანი - 245.1 მლნ აშშ დოლარის 25 096 ავტომობილი;
უკრაინა - 117.4 მლნ დოლარის 12 446 ავტომობილი;
სომხეთი - 84.2 მლნ აშშ დოლარის 8 293 ავტომობილი;
რუსეთი - 55.3 მლნ აშშ დოლარის 3 841 ავტომობილი;
ყაზახეთი - 54.9 მლნ აშშ დოლარის 5 417 ავტომობილი;
ყირგიზეთი - 38.6 მლნ აშშ დოლარის 5 742 ავტომობილი;
ბელგია - 22.8 მლნ აშშ დოლარის 472 ავტომობილი;
ტაჯიკეთი - 10.3 მლნ აშშ დოლარის 1 789 ავტომობილი;
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 9.6 მლნ აშშ დოლარის 131 ავტომობილი;
ბელარუსი - 5.3 მლნ აშშ დოლარის 156 ავტომობილი.
აღსანიშნავია, რომ მონაცემები გაზრდილია 2019 წელთან შედარებითაც. პანდეიამდელი წლის იანვარ-ოქრტომბერში ქვეყნიდან 557,3 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები გაიყიდა.