„ავტობუსის მძღოლების ზეგანაკვეთური სამუშაო, მძღოლების მოთხოვნითაა განპირობებული“ - თბილისის სატრანსპორტო კომპანია

„ავტობუსის მძღოლების ზეგანაკვეთური სამუშაო, მძღოლების მოთხოვნითაა განპირობებული“ - თბილისის სატრანსპორტო კომპანია

access_time2020-02-20 17:00:17

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსების მძღოლებს ზეგანაკვეთურად ამუშავებს და ამით მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. მონიტორინგი 2017 და 2018 წლების პერიოდს მოიცავს და აღნიშნულია, რომ უმრავლეს შემთხვევაში, დარღვეულია მძღოლების ზეგანაკვეთურად მუშაობის ზედა ზღვარიც (48სთ).

 

უმაღლეს აუდიტორულ  ორგანოში ამბობენ, რომ 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი ზეგანაკვეთური სამუშაო 6,499 დასაქმებულიდან 3,349-ს აუნაზღაურდა, ხოლო 2018 წელს – 6,649 დასაქმებულიდან − 3,446 პირს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი იმუშავა ავტობუსის 1,398-დან 1,379- მა მძღოლმა, ხოლო 2018 წელს – 1,438-დან 1,420-მა მძღოლმა.

 

 უწყების ინფორმაციით გარდა იმისა, რომ ზეგანაკვეთურად მომუშავე მძღოლი საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარი თავს, ასევე მგზავრებს, ზეგანაკვეთური სამუშაოს დაფინანსება კომპანიისთვისაც ფინანსურად წამგებიანია .

 

კომპანიაში ადასტურებენ, რომ მძღოლებს ზეგანაკვეთურად ამუშავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მათი სამუშაოს ანაზღაურებას შრომითი კოდექსის შესაბამისად ახორციელებენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი შარკოვი „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ გრაფიკი, რომლითაც დღეს კომპანიაში მუშაობენ, ავტობუსის მძღოლების მოთხოვნითაა დადგენილი. შარკოვის თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია პრობლემის მოგვარებაზე უკვე მუშაობს და უახლოეს მომავალში მძღოლებს 8 საათიანი სამუშაო გრაფიკზე გადაიყვანს.


 

„ის დადგენილი სამუშაო გრაფიკი,რომელიც ავტობუსის მძღოლებს აქვთ, დღეს და გუშინ არ არის მიღებული, ეს მომდინარეობს წლების განმავლობაში. რეალურად, მძღოლს დღეგამოშვებით უწევს  15-16 საათი მუშაობა. აქედან გამომდინარე, ზეგანაკვეთური სამუშაოს თანხა მძღოლების გარკვეულ კატეგორიას ერიცხება. აღსანიშნავია, რომ სანამ აუდიტის სამსახური შემოვიდოდა, ჩვენ კონსულტაციები  საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საკონსულტაციო კომპანიებთან დაწყებული გვქონდა. ჩვენი და საზოგადოების ინტერესშია მძღოლი იყოს დასვენებული და ყურადღებიანი, ამიტომ ვაპირებთ უახლოეს მომავალში გავიდეთ, რვა საათიან სამუშაო გრაფიკზე. მინდა აღვნიშნო ის, რომ სამუშაო გრაფიკის ცვლილება არ არის მარტივი პროცესი. ამას სჭირდება გრაფიკზე ინფრასტრუქტურის მორგება. ავტობაზების მდგომარეობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. სამწუხაროდ, მეორე ბაზა გვაქვს ახალი, დანარჩენი ორი გასარემონტებელია, თუმცა, უკვე დაწყებული გვაქვს პირველი ავტობაზის პროექტირება. წელს კომპლექსურად გვინდა გადავწყვიტოთ პრობლემა. ის გრაფიკი, რაც არის დიდ წილად მძღოლების მოთხოვნითაა განპირობებული. ზოგიერთ მათგანს ურჩევნია ერთი დღე იმუშაოს, თუნდაც 16 საათი და მეორე დღეს დაისვენოს და თავისი საქმე აკეთოს. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ მძღოლი იყოს დასვენებული, რათა გაუთვალისწინებელი ინციდენტები თავიდან ავირიდოთ“,- განუცხადა გიორგი შარკოვმა „კომერსანტს“.

 

უმაღლესი აუდიტორული ორგანოში გასცემს რეკომენდაციას, რომ სატრანსპორტო კომპანიამ, მერიასთან შეთანხმებით, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები საწარმოში შრომის ორგანიზების სრულყოფის მიზნით, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ზეგანაკვეთური შრომის გამოყენების აუცილებლობას.

 

 

 ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up