ღამის საათებში ავტობუსებმა გლდანი-ვარკეთილის გარდა, შეიძლება, სხვა მარშრუტებზეც იმოძრაონ

ღამის საათებში ავტობუსებმა გლდანი-ვარკეთილის გარდა, შეიძლება, სხვა მარშრუტებზეც იმოძრაონ

access_time2019-06-19 12:05:52

თბილისში ავტობუსებმა ღამით შესაძლოა, ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის მარშრუტის გარდა, სხვა უბნებშიც იმოძრაოს.


ამის შესახებ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.


როგორც გვარჯალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია სხვა რაიონების პოტენციალის შესწავლას გეგმავს, სადაც ავტობუსები ღამით საპილოტე რეჟიმში დაინიშნება.



„ამ წლის მანძილზე რა განაცხადიც გავაკეთეთ, მაგალითად, ტრანსპორტის მიმართულებით, ეს საკმაოდ კარგად მუშაობს. ახლა ვაკვირდებით სხვაგანაც ხომ არ არის საჭირო მსგავსი პროექტის გაშვება. პრინციპმაც გაამართლა, რადგან საპილოტე რეჟიმში წავედით და შევაფასეთ, გავზომეთ და ისე გავუშვით, თან სეზონის გარე პერიოდში. დღეს ვხედავთ, რომ მოთხოვნა არის. არ გვქონდა საშუალება დიდი საკომუნიკაციო კამპანიები დაგვეწყო და ინტერნეტის საშუალებით შევძელით საზოგადოებისთვის გვეცნობებინა ამ სიახლის შესახებ, რომ არსებობს 222 ნომერი ავტობუსი, რომელიც ღამის განმავლობაში დედაქალაქში მოძრაობს“, - განაცხადა გვარჯალაძემ.


მისივე თქმით, ზამთართან შედარებით, მგზავრთა რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია.


„რასაც ვაკვირდებით, თითო ასვლაზე, თანაც არაცენტრალურ უბნებში 50-60 კაცი მოძრაობს რეგულარულად. გააჩნია საათებსაც, 2-ის ნახევრის მერე ბევრად ნაკლები ხალხი მოძრაობს. ამასთან, გააჩნია იმასაც, რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქალაქში. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დიდი აქტივობაა. თუ ფესტივალი ტარდება, ან რაიმე ღონისძიებაა შესაბამისად, მეტი ადამიანი მოძრაობს. საკმაოდ შევსებულია ეს ავტობუსი და ნამდვილად გაამართლა. რაც შეეხება რაიონების დამატებას, მუდმივად გვწერენ რა დააშავა მაგალითად, ნაძალადევმა და რატომ არ დადის იქ ავტობუსი. ვფიქრობთ, ასეთივე რეჟიმში გავზომავთ რამდენიმე სხვა მიმართულებას დაბალი სეზონურობის პირობებში და პროცენტულად შევადარებთ სად არის მეტი ტრაფიკი. ამის მიხედვით, ისევ სატესტო რეჟიმში წავალთ“, - აღნიშნა გვარჯალაძემ.


IPN





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up