ავტობუსების შემოყვანის დაგვიანების გამო კომპანია ყოველდღე  40 ათასით ჯარიმდება

ავტობუსების შემოყვანის დაგვიანების გამო კომპანია ყოველდღე 40 ათასით ჯარიმდება

access_time2019-07-10 21:50:27

ავტობუსების მიწოდების დაგვიანების გამო კომპანია TEGETA TRUCK AND BUS ყოველდღიურად 40 ათასი ლარით ჯარიმდება.


დიზელზე მომუშავე 90 ახალი ავტობუსი თბილისში მაისის დასაწყისში სრულად უნდა ჩამოსულიყო. მიუხედავად ამისა, დედაქალაქში ამ დრომდე მხოლოდ 50 ავტობუსი მოძრაობს, რომელიც თბილისის მერმა პირადად სწორედ მაისის დასაწყისში წარადგინა.


90 ახალი ავტობუსის 45 მილიონ ლარიან ტენდერში გასულ წელს “თეგეტა თრაქ ენდ ბასმა” გაიმარჯვა. კომპანიამ ხელშეკრულება “თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან” 2018 წლის აგვისტოში გააფორმა და ავტობუსების მიწოდებისთვის 9 თვე მიეცა. 9 თვეში ახალი ავტობუსები ჩაეშვა, თუმცა, მხოლოდ ნაწილი. გამოდის, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც ჯარიმის გადახდა მოუწევს.



რა იქნება ჯარიმის მოცულობა, დღეს მერიაში ვერ საუბრობენ, თუმცა, თუ ხელშეკრულების პირობებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ “ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის კომპანიას დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოსაწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2 %-ის ოდენობით”.


90 ავტობუსის ღირებულებამ 45 მილიონი ლარი შეადგინა, შესაბამისად, მისაწოდებელია 20 მილიონი ლარის ღირებულების 40 ავტობუსი. 20 მილიონი ლარის 0.2% კი დღეში 40 ათას ლარს შეადგენს.


კომპანიას ავტობუსების სრული რაოდენობა 3 მაისს უნდა მიეწოდებინა, სწორედ ეს იყო ბოლო ვადა. ვადაგადაცილება 2 თვეზე მეტს შეადგენს, შესაბამისად კომპანიის პირგასამტეხლო ამ დროისთვის 2 მილიონ 700 ათას ლარს აღემატება.


BMG


თეგები:
ავტობუსები



ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ
access_time2019-07-21 15:37:02
ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის...

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ
access_time2019-07-21 12:37:11
საბანკო რეგულაციებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, მარტო მისი სართულიდან დაახლოებით 5-6 მოიჯარე გავიდა. ზოგიერთი მოიჯარის...

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“
access_time2019-07-21 16:30:01
“თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად აფასებს, თუმცა, მისი პროდუქციიდან მხოლოდ 10% გააქვს მეზობელ ქვეყანაში.   როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, ამის მიზეზი პრაგმატული მიდგომაა, რადგან დღევანდელი მმართველობის პირობებში რუსეთი მყარი ბაზარი არ არის.   “რასაკვირველია, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია,...

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...


მსგავსი სიახლეები

up