მობილური ამცრელი კაბინეტების გრაფიკი დარღვეულია – მოსახლეობას საათობით ამაოდ უწევს ლოდინი

მობილური ამცრელი კაბინეტების გრაფიკი დარღვეულია – მოსახლეობას საათობით ამაოდ უწევს ლოდინი

access_time2021-08-31 14:00:50

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მობილური ამცრელი კაბინეტის ფუნქციას, უკვე რამდენიმე დღეა ითავსებს. ამ ეტაპზე ავტობუსის 3 ლოკაციაა: მეტროსადგურების - ,,ახმეტელის“, ,,ვარკეთილის“ და ,,ვაგზლის მოედნის“ ტერიტორიების მიმდებარედ. წესით, განსაზღვრულია ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი და ლოკაციებიც თითო უბანში, მინიმუმ, სამია, თუმცა აცრის მსურველებს სხვადასხვა მისამართზე ყოველდღიურად უშედეგოდ უწევთ ლოდინი, რის გამოც მოსახლეობაში დიდი დაბნეულობაა. იმ ფონზე, როცა მთავრობა იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებაზე საუბრობს, ამ სერვისის მიწოდების ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.


ერთი ლოკაციაზე, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ასაცრელად მისული ხალხი ამ დღეების განმავლობაში უშედეგოდ ელის მოძრავი კაბინეტის გამოჩენას. მათი უმეტესობა მოხუცები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოქალაქეები სისტემატურად უკავშირდებიან ,,ცხელ ხაზს“, რეალურად არასწორ ინფორმაციას იღებენ, რის გამოც ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვას. მოქალაქეები ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებენ, რომ მომსახურება ვერ მიიღეს.


,,ცხელ ხაზზე მითხრეს, რომ ავტობუსს 11 საათიდან 2 საათამდე უნდა დავლოდებოდით ხიზანიშვილის ქუჩაზე, მაგრამ მოძრავი აცრის პუნქტი საერთოდ არ გამოჩენილა. მცხუნვარე მზის ქვეშ ველოდით 11-დან 3 საათამდე, მანამდე სახლში ვითხოვე სერვისის მიღება, რადგან 86 წლის მოხუცი ვარ, ავადმყოფი და ვერ მოვახერხებდი მეტრომდე ჩასვლას. თუმცა მითხრეს, რომ ვერ გამიწევდნენ ადგილზე მომსახურებას, რადგან არ ვარ ,,ჩაწოლილი“. ტაქსის ფული კი არა, წამლის ყიდვის საშუალება არ მაქვს. მთელი ნახევარი კილომეტრი ტყუილად ვიარე, ავტობუსი არ გამოჩენილა. დღის ბოლოს ითქვა, რომ ,,ფაიზერი“ არ ჰქონდათ და ამიტომ ვერ მოვიდნენ, არ ვიცი რამდენად მართალია, ფაქტია, რომ აცრა ვერ გავიკეთე, საერთოდ ჩავიქნიე ხელი“, - მოუთხრობს „კომერსანტს“ 86 წლის მოხუცი ლეილა ცირეკიძე.


გლდანში ვერც 78 წლის ციალა გახოკიძე აიცრა. მისი თქმით, ასაცრელ პუნქტამდე მისვლას ვერ ახერხებს, ადგილზე კი არავინ მოდის, ამიტომ მოძრავი ასაცრელი პუნქტის სერვისით ვერ ისარგებლა.


,,თავიდან არასწორად გავრცელდა ინფორმაცია. ახლაც რომ დარეკოთ ცხელ ხაზზე, გიპასუხებენ, რომ ხიზანიშვილის ქუჩაზე 2 საათამდე შეგვიძლია აცრა, მაგრამ ავტობუსი საერთოდ არ გამოჩენილა. დავიღალე ლოდინით, მერვე მიკრორაიონიდან ფეხით მეტრომდე ჩასვლა ბევრ ახალგაზრდას არ შეუძლია, მით უმეტეს, მოხუცები ამ გზას ვერ გავივლით. თან, სახლშიც ხომ უნდა დავბრუნდე უვნებელი, როგორი სურვილიც არ უნდა მქონდეს, საშუალება არ მაქვს, რომ აცრის პუნქტამდე მივაღწიო, რატომ გვატყუებენ, არ მესმის, ცხელ ხაზზე ისიც კი მითხრეს, საცობის გამო ვერ მოდიანო. მათაც კი არ აქვთ ინფორმაცია, სრული ქაოსია“, - ამბობს ციალა გახოკიძე.



ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კი მოძრავი აცრის პუნქტებში მოქალაქეები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ფაიზერის და სინოვაკის ვაქცინით იცრებიან. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას კი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აკვირდებიან.


ავტობუსში განთავსებულია ყველა საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა, რაც აცრილების პირველადი დახმარებისთვის შეიძლება გახდეს საჭირო.


ფაქტია, რომ საქართველოში იმუნიზაციის პროცესს გაცილებით მეტი ეფექტი ექნებოდა, რომ ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები უფრო ეფექტურად მუშაობდნენ. პრობლემა ნამდვილად არის და გამოსწორებას საჭიროებს, ელემენტარულ დონეზე მაინც, რათა მოქალაქეები უფრო სწორად იყვნენ ინფორმირებული.


შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 17 670-მა მოქალაქემ გაიკეთა.


სულ ქვეყანაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილია 1 164 402 ადამიანი.


ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 78 ინფიცირებული, სულ საქართველოში ვირუსმა 7 329 ადამიანი იმსხვერპლა.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up