ავტობუსების 50% ტექინსპექტირებას ვერ გადის

ავტობუსების 50% ტექინსპექტირებას ვერ გადის

access_time2018-12-13 18:35:02

ავტობუსების 50% ტექინსპექტირებას ვერ გადის, - ამის შესახებ საქართველოში ავტომობილების ინსპექტირების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.


რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, მისი თქმით, 1-ლი იანვრიდან დღემდე, ტექინპექტირება გავლილი აქვს სულ 125 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებას, საიდანაც 88 000 დადებითად იყო მიჩნეული, 37 000 კი უარყოფითად.


„37 000-მა სატრანსპორტო საშუალებამ ვერ გაიარა ტექინსპექტირება, თუმცა აქ მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ბოლო პერიოდში გაცილებით გამკაცრებულია მოთხოვნები. თუ ადრე დახარვეზებული იყო დაახლოებით, 27% და შესაბამისად, ყოველი მეორე ავტომობილი ვერ გადიოდა ტექინსპექტირებას. ახლა ეს პროცენტი გაორმაგებულია და სადღაც, 50-60-% ვერ გადის. განმეორებით ტექინსპეტირებაზე შედარებით მოწესრიგებული მოჰყავთ ავტომობილები და იქ დახარვეზებული სატრანსპორტო საშუალების რაოდენობა დაახლოებით, 5%-ზეა ჩამოსული“,-განაცხადა ვაჟა იორდანაშვილმა.



მისი თქმით, საკმაოდ მძიმე ვითარებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, სადაც ავტობუსების 50% ტექდათვალიერებას ვერ გადის.


„ძალიან მძიმე ვითარებაა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებით. განსაკუთრებით ავტობუსებზეა საუბარი. მათი წლოვანება 10 წელს აჭარბებს და შედეგი საკმაოდ მძიმეა. ის კატეგორია, ვინც შემოწმებაზე მოდის, შეიძლება ითქვს, რომ 50% თავიდან ვერ გადის ინსპექტირებას და უწევთ შეკეთების რეჟიმში ამ ავტომობილების მოვლა, მოწერიგება.


მიკროავტობუსები შედარებით ნაკლებ წლოვანების არის (5 წლის ფარგლებში), თუმცა აქაც საუბარია უხარისხო საწვავზე, შავ გამონაბოლქვეზე და აშ. ამ კუთხით, მონიტორინგი ნამდვილად გასამკაცრებელია“,-განაცხადა ვაჟა იორდანაშვილმა.


bpn.ge



თეგები:
ავტობუსები



მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“

მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“
access_time2019-08-20 20:34:59
თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს...

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“ - რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“  -  რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი
access_time2019-08-20 19:30:07
1991 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე ესტონეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა — რა შეიცვალა 28 წლის შემდეგ —  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის facebook  პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (საქართველოზე 3-ჯერ მდიდარი). 2. ესტონეთი არის...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს
access_time2019-08-20 20:00:21
მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს. მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია...

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო
access_time2019-08-20 18:30:57
კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს...

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით: ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით:  ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად
access_time2019-08-20 16:30:56
  პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით სილქროუდ ჯგუფი ავრცელებს საჯარო განცხადებას. “კომერსანტი გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: „რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა 8 საჯარო განხილვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისთვის. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და მოვისმინეთ მათი პოზიცია. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე შეხვედრა...


მსგავსი სიახლეები

up