ავტობანზე სწრაფი ელექტროდამტენები ოქტომბერში დამონტაჟდება

ავტობანზე სწრაფი ელექტროდამტენები ოქტომბერში დამონტაჟდება

access_time2017-08-30 18:30:30

ავტობანზე სწრაფი ელექტროდამტენები ოქტომბერში დამონტაჟდება. კომპანია E-space-ის წარმომადგენლის, სულხან გვალიას განცხადებით, ელექტრომობილის სწრაფი დამტენები უკვე შეძენილია და მათი მონტაჟის პროცესი 1-1.5 თვეში დასრულდება.

 

მისივე თქმით, ამის პარალელურად განავითარებენ სტანდარტული დამტენების ქსელსაც. ამ ეტაპზე კომპანია ორი სწრაფი დამტენის გარდა დამატებით სწრაფი დამტენების მონტაჟის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან, როგორც გვალია აღნიშნავს, ნახევარსაათიანი დამტენები ძირითადად გრძელ მანძილზე მოძრაობისთვისაა გათვლილი, ავტომობილის მუდმივად სწრაფი დამუხტვა კი რეკომენდირებული არაა, რადგან ბატარეას აზიანებს.

 

გვალია აცხადებს, რომ ელექტრომობილების დამუხტვისთვის ელექტროენერგია სხვადასხვა კომპანიებთან და მერიასთან ხელშეკრულებების შედეგად ჯერ კვლავ უფასოა და სავარაუდოდ, მომდევნო წლის ბოლომდე ასე იქნება.

 

ბიზნესმენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დამუხტვა შემდგომ ფასიანი გახდება, მფლობელს მაინც იაფი დაუჯდება. მსოფლიო სტატისტიკით ელექტრომობილების მფლობელების 70-90% ბატარეების დამუხტვას სახლში არჩევს, რადგანაც უფრო იაფი უჯდება.


 

მისივე ინფორმაციით, მეორადი ავტომობილების იმპორტიორები ელექტრომობილებზე უკვე ყოველთვიურად გაორმაგებულ მოთხოვნაზე საუბრობენ.

 

„ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, გაიზარდა მოთხოვნაც ელექტრომობილებზე, რაშიც წვლილი ჩვენც გვაქვს, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო. ამ სექტორს დამატებითი განვითარება რასაკვირველია სჭირდება, თუმცა ტენდენცია კარგია“, - აცხადებს გვალია.

 

გვალიას თქმითვე, დღეს მეორადი ელექტრომობილებიც კი შედარებით ძვირია, რაც ერთ-ერთი მიზეზია, რომ საქართველოში ეს სექტორი სწრაფად არ ვითარდება.

 

„ქვეყნის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ზრდასთან ერთად კი ელექტრომობილების რაოდენობაც გაიზრდება“-, აღნიშნავს E-space-ის წარმომადგენელი.

 

Gbc.ge



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up